დინამო ბათუმი (საფეხბურთო კლუბი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დინამო.
დინამო ბათუმი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი
დაარსდა 1923
სტადიონი ბათუმის სტადიონი
ბათუმი, საქართველო
(ტევადობა: 20 000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ასლან ბალაძე
მწვრთნელი საქართველოს დროშა გიორგი ჭიაბრიშვილი
ლიგა ეროვნული ლიგა
2024 მე-4
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
ძველი ლოგო
ძველი ლოგო

დინამო ბათუმიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბათუმიდან. დაარსდა 1923 წელს. ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში. სსრ კავშირის ჩემპიონატების მონაწილე (1939, 1960–1989). საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს თასის მფლობელი და ხუთგზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის ორგზის მფლობელი და სამგზის ფინალისტი. საშინაო მატჩებს ატარებს აჭარაბეთ არენაზე.

ისტორია

1912 წლის ზაფხულში ბათუმში პირველი საფეხბურთო გუნდი შეიქმნა „ხოლოდნო სლობოდსკაიას“ სახელწოდებით.[1] 1914 წლისათვის ბათუმს ათამდე ორგანიზებული და ბევრი „ველური“ გუნდი ჰყავდა. ქალაქის პირველობაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ: „სელექტედი“, „გიმნაზიჩესკაია“, „დრუჟბა“, „ვოლნიე სოკოლა“, „არაქსი“, „გრეჩისკაია“, „ბონდარი“, „მარსი“ და სხვ.

ამ პერიოდშივე ბათუმელებმა პირველი საქალაქთაშორისო შეხვედრა გამართეს. ქალაქის ნაკრები ფოთში გაემგზავრა, სადაც დიდი ანგარიშით 0–8 დამარცხდა. შემდეგი ჩასვლისას ბათუმელებმა ფოთელები 1–0 დაამარცხეს. იმავე 1913 წელს სოხუმში გაემგზავრა „არაქსი“, ეს მატჩი ფრედ — 0–0 დასრულდა, განმეორებით მატჩში ბათუმში „არაქსმა“ დამაჯერებლად — 5–0 მოიგო.

ბათუმში სპორტის და კერძოდ კი ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ფიზკულტურის მასწავლებელმა ეროვნებით ჩეხმა — ა. კოუბამ შეასრულა, რომელიც რეგიონში საზოგადოება „შევარდენის“ შექმნის ინიციატორი იყო.

1921 წელს ბათუმში შემდეგი გუნდები შეიქმნა: „მეზღვაური“, „წითელი რაინდი“, კომკავშირული საფეხბურთო კოლექტივი „კსმ“, ხოლო ორი წლის შემდეგ ცნობილი საფეხბურთო გუნდი „ბდპო“[კომ. 1] ჩამოყალიბდა, რომელიც მალე საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გახდა.

ბდპო-ში თამაშობდნენ: ძმები ანდრო და სოკრატ იოაკიმიდები, გ ფაჩულია, გ. ბაუერი, კ. ფსაროსი, ლ. ლაზარევი, ლ. აბაშიძე, ვ. დარჩია, ა. ბიბაევი, ს. კარაკულიანი, ა. პოპკოვი, ნ. ანიკინი, კ. ბერმანი, რ. პოღოსოვი, რ. ფალავანდიშვილი და სხვ.

წლების მანძილზე ბდპო წარმატებით თამაშობდა თბილისელების, ფოთელების, სოხუმელების და სხვა ქალაქების გუნდების წინააღმდეგ. 1924 წელს ბათუმურმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის (ზიი) გუნდთან. ბათუმში სტუმრებმა 1–0 იმარჯვეს, ხოლო თბილისში ბათუმელებმა იმავე ანგარიშით გაიმარჯვეს. ბდპო-მ არაერთხელ სძლია საზღვარგარეთული გემების მეზღვაურებს. იმავე წელს ბათუმში ჩამოვიდა ხარკოვის ნაკრები გუნდი, რომელმაც მანამდე საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა. სტუმრებმა სამი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ბათუმელებთან გამართული მატჩი 2–2 დასრულდა. უანასკნელი შეხვედრა ხარკოველებმა საქართველოს ნაკრებთან გამართეს, რომელშიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ბათუმელი ფეხბურთელები. შეხვედრას იმ ხანებში არნახულად დიდი აუდიტორია დაესწრო — ხუთი ათასი მაყურებელი. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით — 1–0 დასრულდა.

1925 წელს, ბათუმის ფეხბურთელთა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქეთში ტრაბზონის ნაკრებ გუნდთან. პირველ მატჩში სტუმრებმა 7–1 გაიმარჯვეს მეორე კი 1–2 დათმეს.

1926 წლის 2 დეკემბერს, ბაქოში, ამიერკავკასიის პირველ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში ბევრი ბათუმელი ფეხბურთელი გამოდიოდა, დიდი უპირატესობით სძლია სომხეთის ნაკრებს — 4–0. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ბაღდოევი, ფოჩხუა, ლაზარევი, ანიკინი, იმნაძე, ფრუიძე, ქოიავა, იოაკიმიდი, ვაჩნაძე, ფაჩულია და ქებაძე იცავდნენ. მომდევნო სამი თამაში სომხეთის ნაკრებთან კვლავ ამიერკავკასიის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარდა: 1928 წელს 5–1, 1934 წელს 4–0, ხოლო 1935 წელს 3–0 — საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

1927 წლის საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის ნაკრები გუნდი გახდა. ბათუმელებმა სამივე მატჩში (თბილისელები და ფოთელები 2–1, სოხუმელები 3–0) დაამარცხეს მეტოქეები. ბათუმის ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ლ. აბაშიძე, ლ. ანიკინი, ნ. ანიკინი, ა. ბიბაევი, ა. იოაკიმიდი, ვ. დარჩია, ლ. ლაზარევი, ა. აკოპოვი, რ. ფალავანდიშვილი, გ. ფაჩულია, რ. პოღოსოვი, გ. ფსაროსი, ა. ფოჩხუა, ს. ქსენოფონტოვი და ა. შიოშვილი.

თანდათან ფეხბურთი აჭარაში პოპულარული ხდებოდა და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდებოდა ამ თამაშით. გუნდებში ბევრი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე ჩნდებოდა, რომლებიც შემდგომ წლებში ქვეყნის წამყვანი გუნდების ღირსებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ: ბორის ფროლოვი, ალკივიად ფეხლევანიდი, იბრაჰიმ სარჯველაძე, ედუარდ ტანტიბა, გიორგი აროშიძე, ანზორ კავაზაშვილი, ილია დათუნაშვილი და სხვები, რომლებმაც თბილისის „დინამოში“ დიდი ფეხბურთი ითამაშეს. ბათუმში ფეხი აიდგეს რემიზ კამიშევმა (მოგვიანებით მოსკოვის „ტორპედო“), საშა ელიავამ, ანზორ კვაჭაძემ, ნიკოლოზ კეშელავამ, როინ კვასხვაძემ, ვალერიან ცხარტიშვილმა, გარი ქიქავამ, იგორ ფროლოვმა (იცავდა მოსკოვის „სპარტაკის“ და „ლოკომოტივის“ ღირსებას.)

1928 წლის საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის გუნდმა თბილისის ნაკრების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 1920-იანი წლების ბოლოს და 1930-იანი წლების დასაწყისში, ფეხბურთის პოპულარობა ქალაქში კლებულობს, აღმასვლა კი 1930-იანი წლების მეორე ნახევარს უკავშირდება.

1936 წელს საკლუბო გუნდების სსრ კავშირის პირველობა გაიმართა, იმავე წლის ზაფხულში სსრ კავშირის თასიც გათამაშდა, რომლისთვისაც ბრძოლაში 39 ქალაქის 83 გუნდი ჩაება. ბათუმის „დინამო“ პირველივე წრეში თბილისელ თანაკლუბელებთან დამარცხდა. 1936 წელს ბათუმში შიდა პირველობა ორ კატეგორიად გაიმართა — პირველში „დინამომ“ იმარჯვა, მეორეში „ბურევესტნიკმა“. 1938 წელს ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.

იმავე წელს „დინამო“ ახლადდაარსებულ კონსტიტუციის თასს დაეუფლა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა ერთ სეზონში სამი ტიტული მოიპოვეს — 1938 წლის 12 დეკემბერს სოხუმელ თანაკლუბელებს 5–2 მოუგეს. 1938 წელს კიდევ ერთი ღირშესანიშნავი მოვლენა უკავშირდება. ენთუზიასტთა ინიციატივითა და დახმარებით ბათუმში დაიწყეს სტანდარტული ზომების საფეხბურთო მინდვრის მოწყობა.

1939 წელს საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ბათუმის დინამოელები სსრ კავშირის პირველობის „ბ“ კლასის გათამაშებაში ჩართეს. 23 ქულით გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა, ხოლო შიდა პირველობაში „დინამო“ მე-5 ადგილზე გავიდა.

1940 წელს საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ბათუმურმა კლუბმა თბილისელი თანაკლუბელები 3–1 დაამარცხეს და მესამედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა. იმავე წელს სსრ კავშირის თასის გათამაშებაში ბათუმის დინამოელები 1/8 ფინალიდან გამოვარდნენ. მეორე მსოფლიო ომის მიუხედავად 1943 წელს საქართველოს პირველობა მაინც ჩატარდა, სადაც „დინამო“ მხოლოდ მე-6 ადგილზე გავიდა.

  • 1945 — მე-3 ადგილი საქართველოს ჩემპიონატში
  • 1946 — მე-2 ადგილი
  • 1947 — მე-3 ადგილი და საქართველოს თასი
  • 1948 — მე-3 ადგილი
  • 1960 — მე-7 ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. „ბ“ კლასი
  • 1961 — მე-6 ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. „ბ“ კლასი
  • 1962 — მე-7 ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების II ზონა. „ბ“ კლასი
  • 1963 — 1-ლი ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. „ბ“ კლასი.[კომ. 2]
  • 1964 — 1-ლი ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების IV ზონა. „ბ“ კლასი.[კომ. 3]
  • 1965 — მე-10 ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. „ბ“ კლასი.
  • 1966 — მე-9 ადგილი. სსრკ ჩემპიონატის „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (I ქვეჯგუფი).[კომ. 4]
  • 1967 — მე-18 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (I ქვეჯგუფი)
  • 1968 — მე-7 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (III ქვეჯგუფი).[კომ. 5]
  • 1969 — მე-7 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (IVქვეჯგუფი)
  • 1970 — მე-10 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (II ზონა)
  • 1971 — მე-4 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (IV ზონა)
  • 1972 — მე-5 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (III ზონა)
  • 1973 — მე-11 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IV ზონა)
  • 1974 — მე-2 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (III ზონა)
  • 1975 — მე-12 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (I ზონა)
  • 1976 — მე-6 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (III ზონა)
  • 1977 — მე-9 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IV ზონა)
  • 1978 — მე-13 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IV ზონა)
  • 1979 — მე-15 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IV ზონა)
  • 1980 — მე-10 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IX ზონა)
  • 1981 — მე-9 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IX ზონა)[2]
  • 1982 — მე-10 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IX ზონა)
  • 1983 — 1-ლი ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IX ზონა)
  • 1984 — მე-11 ადგილი. „ა“ კლასის პირველი ლიგა
  • 1985 — მე-11 ადგილი. „ა“ ჯგუფი, პირველი ლიგა
  • 1986 — მე-11 ადგილი. „ა“ პირველი ლიგა
  • 1987 — მე-19 ადგილი. „ა“ კლასის პირველი ლიგა
  • 1988 — მე-16 ადგილი. „ა“ კლასის პირველი ლიგა
  • 1989 — მე-18 ადგილი. „ა“ კლასის პირველი ლიგა

მნიშვნელოვანი თარიღები

  • 1923: კლუბი დაარსდა სახელწოდებით „დინამო ბათუმი“
  • 1990: კლუბს სახელი შეეცვალა: საფეხბურთო კლუბი „ბათუმი“ (FC Batumi)
  • 1994: კლუბს დაუბრუნდა პირვანდელი სახელი (FC Dinamo Batumi)
  • 1995: კლუბი პირველად მონაწილეობს ევროპის თასის გათამაშებაში (C2) (სეზონი 1995/96)

მიღწევები

ეროვნული ლიგა
  • ჩემპიონი: 2021, 2023
  • ვიცე-ჩემპიონი: 1997–98, 2014–15, 2019, 2020, 2022
საქართველოს თასი
საქართველოს სუპერთასი
  • სუპერთასის მფლობელი: 1997–98, 2022
  • ფინალისტი: 1995–96, 1996–97, 2023

შემადგენლობა 2021

მონაცემები წარმოდგენილია Crystalbet ეროვნული ლიგის ოფიციალური საიტიდან 2021 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით.[3]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო მიხეილ ალავიძე
13 მეკარე საქართველო საქართველო ლაზარე კუპატაძე
31 მეკარე საქართველო საქართველო ლუკა ხარატიშვილი
23 მცველი საქართველო საქართველო მამუკა კობახიძე (კაპიტანი)
24 მცველი საქართველო საქართველო მალხაზ გაგოშიძე
5 მცველი უკრაინა უკრაინა ოლეკსანდრ აზაცკი
18 მცველი საქართველო საქართველო ლევან გეგეჭკორი
22 მცველი საქართველო საქართველო გიორგი ნავალოვსკი
16 მცველი საქართველო საქართველო ირაკლი აზაროვი
4 მცველი საქართველო საქართველო გაგი მარგველაშვილი
35 მცველი საქართველო საქართველო გრიგოლ ჩაბრაძე
6 ნახევარმცველი საქართველო საქართველო თორნიკე გაფრინდაშვილი
21 ნახევარმცველი ავსტრია ავსტრია ლუკას გროზურეკი
11 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიული მანჯგალაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
17 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ვლადიმერ მამუჩაშვილი
3 ნახევარმცველი ნიგერია ნიგერია ბენჟამინ ტეიდი
37 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ერეკლე ჯიჯავაძე
19 ნახევარმცველი საქართველო საქართველო სანდრო ალთუნაშვილი
7 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი ზარია
10 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ვაკო თევდორაძე
8 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ჯაბა ჯიღაური
30 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლაშა შინდაგორიძე
16 თავდამსხმელი ბრაზილია ბრაზილია ჯოვინო ფლამარიონი
27 თავდამსხმელი საფრანგეთი საფრანგეთი ვამარა სანოგო
20 თავდამსხმელი საქართველო საქართველო დავით ზურაბიანი
14 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი ფანცულაია
9 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი ნიქაბაძე

2019 წლის ტრანსფერები

მოვიდნენ

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი გადრანი საქართველოს დროშა დილა გორი
მცველი საქართველოს დროშა ვაჟა ფაცაცია საქართველოს დროშა მერანი მარტვილი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი ნავალოვსკი უკრაინის დროშა დინამო მინსკი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიული მანჯგალაძე ლატვიის დროშა ვენტსპილსი
ნახევარმცველი ნიგერიის დროშა ბენჯამინ ტეიდი ბრაზილიის დროშა კუიაბა
თავდამსხმელი საქართველოს დროშა რომან ჭანტურია იტალიის დროშა ემპოლი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მცველი საქართველოს დროშა გელა გოგიტიძე საქართველოს დროშა შუქურა ქობულეთი
მცველი საქართველოს დროშა ბექა ვარშანიძე საქართველოს დროშა შუქურა ქობულეთი

* — იჯარით
** — იჯარიდან

ევროთასებზე

„ლეხი“ 5–0 „დინამო“ ბათუმი
სეზონი ტურნირი ეტაპი ქვეყანა კლუბი სახლი გასვლა
1995–96 უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1R სერბეთის დროშა ობილიჩი 2:2 1:0
2R შოტლანდიის დროშა სელტიკი 2:3 0:4
1996–97 უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1R ფარერის კუნძულების დროშა ჰბ 6:0 3:0
2R ნიდერლანდების დროშა PSV 1:1 0:3
1997–98 უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1R სომხეთის დროშა არარატი 0:3 2:0
1998–99 უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1R სერბეთის დროშა პარტიზანი 1:0 0:2
2015–16 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R კვიპროსის დროშა ომონია 1:0 0:2
2017–18 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R პოლონეთის დროშა იაგელონია ბელოსტოკი 0:1 0:4
2020–21 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R ისრაელის დროშა ჰაპოელი 0:3
2021–22 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R სან-მარინოს დროშა ტრე პენე 3:0 4:0
2R ბელარუსის დროშა ბატე ბორისოვი 0:1 4:1
3R თურქეთის დროშა სივასპორი 1:2 1:1 (დ.დ.)
2022–23 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1R სლოვაკეთის დროშა ბრატისლავა 1:2 0:0
უეფა-ს კონფერენს ლიგა 2R პოლონეთის დროშა ლეხი პოზნანი 1:1 0:5

1990 წლიდან

ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონი მესამე ადგილი დაქვეითება აღზევება
სეზონი ლიგა გბ მბ თასი სუპერთასი ევროპა
1990 უმაღლესი ლიგა 6 34 18 7 9 56 28 61 1/2 ფინალი N/A
1991 უმაღლესი ლიგა 5 19 10 2 7 28 21 32
1991–92 უმაღლესი ლიგა 9 38 15 6 17 55 58 51 1/4 ფინალი
1992–93 უმაღლესი ლიგა 11 32 11 6 15 56 56 39 ფინალისტი
1993–94 უმაღლესი ლიგა 5 32 16 5 11 63 46 53 1/2 ფინალი
1994–95 უმაღლესი ლიგა 4 30 16 6 8 69 40 54 ფინალისტი
1995–96 უმაღლესი ლიგა 6 30 16 6 8 68 28 54 ფინალისტი ფინალისტი [კომ. 6]
1996–97 უმაღლესი ლიგა 3 30 18 8 4 71 22 62 ფინალისტი ფინალისტი [კომ. 7]
1997–98 უმაღლესი ლიგა 2 30 18 7 5 58 19 62 მფლობელი მფლობელი [კომ. 8]
1998–99 უმაღლესი ლიგა 5 30 13 11 6 49 22 50 1/2 ფინალი [კომ. 9]
1999–00 უმაღლესი ლიგა 4 მფლობელი
2000–01 უმაღლესი ლიგა 7 1/16 ფინალი
2001–02 უმაღლესი ლიგა 5 1/4 ფინალი
2002–03 უმაღლესი ლიგა 8 1/16 ფინალი
2003–04 უმაღლესი ლიგა 10 1/4 ფინალი
2004–05 უმაღლესი ლიგა 8 36 9 12 15 35 33 39 1/4 ფინალი
2005–06 უმაღლესი ლიგა 6 30 17 7 6 42 21 58 1/16 ფინალი
2006–07 უმაღლესი ლიგა 9 26 8 6 12 27 30 30 1/2 ფინალი
2007–08 უმაღლესი ლიგა 13 26 4 4 18 16 51 16 1/16 ფინალი
2008–09 პირველი ლიგა 8 30 9 9 12 33 42 36
2009–10 პირველი ლიგა 5 28 15 8 5 44 17 53 1/32 ფინალი
2010–11 პირველი ლიგა 5 32 18 9 5 66 18 63 1/16 ფინალი
2011–12 პირველი ლიგა 1 18 13 3 2 28 9 42 1/16 ფინალი
2012–13 უმაღლესი ლიგა 11 32 8 7 17 39 55 31 1/16 ფინალი
2013–14 პირველი ლიგა 2 26 19 2 5 65 17 59 1/16 ფინალი
2014–15 უმაღლესი ლიგა 2 30 18 4 8 40 24 58 1/16 ფინალი
2015–16 უმაღლესი ლიგა 8 30 12 8 10 41 32 44 1/16 ფინალი [კომ. 10]
2016 უმაღლესი ლიგა 3 15 7 5 3 23 7 26 1/32 ფინალი
2017 ეროვნული ლიგა 8 36 10 3 23 28 60 33 1/32 ფინალი [კომ. 11]
2018 ლიგა 2 1 36 23 7 6 60 22 76 1/16 ფინალი
2019 ეროვნული ლიგა 2 36 21 7 8 57 31 70 1/32 ფინალი
2020 ეროვნული ლიგა 2 18 10 6 2 29 14 36 1/16 ფინალი [კომ. 12]
2021 ეროვნული ლიგა 1 36 21 12 3 73 27 75 1/2 ფინალი [კომ. 13]
2022 ეროვნული ლიგა 2 36 23 8 5 87 34 77 1/16 ფინალი მფლობელი [კომ. 14]
2023 ეროვნული ლიგა 1 36 21 11 4 83 41 74 ფინალისტი ფინალისტი [კომ. 15]

ცნობილი ფეხბურთელები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

  1. ბდპო — ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება (რუს. БДПО — Батумское добровольное пожарное общество).
  2. სსრკ ჩემპიონატის „ა“ კლასში გადასასვლელ მატჩში დინამოელებმა მეორე ზონაში გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივთან“ დათმეს ორრაუნდიანი (1–0 და 1–5) შეხვედრა.
  3. ხუთ ზონაში გამარჯვებულებს შორის ჩატარებულ „ა“ კლასში გადასასვლელ ტურნირში დინამოელებმა მეოთხე ადგილი დიკავეს. იმავე წელს ბათუმელებმა ერთი საერთაშორისო შეხვედრა გამართეს — „დინამომ“ ირანული „შახინი“ 5–0 დაამარცხა.
  4. ამავე წელს „დინამომ“ თბილისის საერთაშორისო ზამთრის ტურნირში ფინალი (თერთმეტმეტრიანების სერიაში) დათმო თბილისი „ლოკომოტივთან“. ჯგუფში „დინამომ“ ლენინგრადის „ზენიტი“ და „ტატრანი“ (ჩეხოსლოვაკია) დაამარცხა.
  5. ბომბარდირი: ბ. გიორგაძე (13 გოლი).
  6. თასების მფლობელთა თასის პირველი რაუნდი.
  7. თასების მფლობელთა თასის პირველი რაუნდი.
  8. თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო რაუნდი.
  9. თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო რაუნდი.
  10. ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.
  11. ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.
  12. ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.
  13. კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი.
  14. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი.
  15. კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.

სქოლიო

  1. ქართული ფეხბურთის თარიღისათვის // „ლელო“, 2005, № 36, გვ. 4.
  2. 1981 (Championship) Second League
  3. დინამო ბთ - ეროვნული ლიგა (erovnuliliga.ge)

Read other articles:

NHK紅白歌合戦 > 第44回NHK紅白歌合戦 この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: 第44回NHK紅白歌合戦 – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL(2014年5月

 

Paseo del Prado y el Buen Retiro, paisaje de las artes y las ciencias Patrimonio de la Humanidad de la Unesco LocalizaciónPaís  EspañaComunidad Madrid MadridLocalidad MadridCoordenadas 40°24′51″N 3°41′12″O / 40.414139, -3.686528Datos generalesTipo CulturalCriterios ii, iv, viIdentificación 1618Región Europa y América del NorteInscripción 2021 (? sesión) Sitio web oficial [editar datos en Wikidata] El Paseo del Prado y el Buen Retiro, paisa...

 

511← 520 → LugarUbicación Partido de PilarDescripciónTipo AutobúsCaracterísticas técnicasPropietario La Central de Escobar S.AExplotaciónFlota 42 coches Mercedes Benz OF 1418. Carrocerías La FavoritaOperador La Central de Escobar S.A[editar datos en Wikidata] La línea 520 pertenece al partido de Pilar, siendo operada por Transporte Central de Escobar . El servicio cuenta con SUBE . Referencias www.pilar.gov.ar www.pilar.gov/medios-de-transporte Control de autoridades Pro...

У Вікіпедії є статті про інших людей із прізвищем Антропов. Антропов Олег Петровичлатис. Oļegs AntropovsЗагальна інформаціяГромадянство  ЛатвіяНародження 5 листопада 1947(1947-11-05)Туркестанська область, Казахська РСР, СРСРСмерть 15 жовтня 2023(2023-10-15)[1] (75 років)СпортВид спорту в

 

село Стара Кульна Країна  Україна Область Одеська область Район Подільський Громада Куяльницька сільська громада Код КАТОТТГ UA51120110520030744 Основні дані Засноване 1921 Колишня назва Кульна[1] Населення 1067 Площа 3,34 км² Густота населення 319,46 осіб/км² Поштовий індек...

 

Map all coordinates using: OpenStreetMap Download coordinates as: KML GPX (all coordinates) GPX (primary coordinates) GPX (secondary coordinates) This list includes properties and districts listed on the National Register of Historic Places in Rockingham County, North Carolina. Click the Map of all coordinates link to the right to view an online map of all properties and districts with latitude and longitude coordinates in the table below.[1] Current listings       ...

1993 video gameZen: Intergalactic NinjaDeveloper(s)KonamiPublisher(s)KonamiPlatform(s)NES,[2] Game Boy[2]ReleaseFebruary 1993[1]Zen: Intergalactic Ninja is a 1993 video game from Konami. The game is based on the fictional character of the same name Plot Zen fights an alien villain known as Lord Contaminous, who is keen on harming the Earth's ecological environment.[3] Reception ReceptionReview scoresPublicationScorePower Unlimited90/100(Game Boy)[4]Pais...

 

يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (ديسمبر 2019) 1985 في جنوب أفريقيامعلومات عامةالسنة 1985 البلد جنوب إفريقيا 1984 في جنوب أفريقيا 1986 في جنوب أفريقيا تعديل - ت...

 

Creature in Greek mythology This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Cretan Bull – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2015) (Learn how and when to remove this template message) Cretan BullHeracles capturing the Cretan Bull. Detail of a Roman mosaic from Llíria (Spain).GroupingLegend...

1984 studio album by Bijelo DugmeBijelo DugmeStudio album by Bijelo DugmeReleased12 December 1984Recorded1984StudioRTV Sarajevo Studio I, SarajevoRTV Zagreb Studio IV, ZagrebRTV Skopje Studio, SkopjeStudio Akvarijus, BelgradeGenre Rock pop rock folk rock Length39:07LabelDiskoton / KamaradProducerGoran BregovićBijelo Dugme chronology Sanjao sam noćas da te nemam (Velike rock balade)(1984) Bijelo Dugme(1984) Pljuni i zapjevaj moja Jugoslavijo(1986) Bijelo Dugme is the seventh studio a...

 

Battle between Turks and Poles Arnold Frans Rubens or Rubbens (1687–1719) was a Flemish Baroque painter who specialized in cabinet pictures of landscapes and battle scenes.[1] Life Rubens was born in Antwerp as the son of art dealer Arnold Rubbens and Catharina Pannens. Little is known about his life and training. He may have studied mainly on his own by copying paintings and prints that were available in his father's shop.[2] He became a master in the Antwerp Guild of S...

 

TV station This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The Islamic Network – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2018) (Learn how and when to remove this template message) Television channel The Islamic Network (T.I.N.)Current Darut Tarbiyah The Islamic Network (T.I.N.)logoCountryTrinidad...

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Loughborough Building Society – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2023) (Learn how and when to remove this template message) Loughborough Building SocietyTypeBuilding Society (Mutual)IndustryBankingFinancial servicesFounded1867HeadquartersLoughb...

 

Historic site in Queensland, AustraliaSt Matthews Anglican ChurchSt Matthews Anglican Church, 2011Location35 Church Road, Mitchelton, City of Brisbane, Queensland, AustraliaCoordinates27°24′32″S 152°58′05″E / 27.409°S 152.968°E / -27.409; 152.968Design period1840s – 1860s (mid-19th century)Built1867 – 1980sArchitectCharles Tiffin Queensland Heritage RegisterOfficial nameSt Matthews Anglican Church, Grovely ChurchTypestate heritage (landscape, built)Desi...

 

Defunct low-cost airline of Bulgaria (2005—2011) Wizz Air Bulgaria IATA ICAO Callsign 8Z WVL WIZZAIR BULGARIA Founded2005 (2005)Ceased operations2011 (2011)(merged into Wizz Air Hungary)Operating basesSofia AirportParent companyWizz AirHeadquartersSofia, BulgariaWebsitewww.wizzair.com Wizz Air Bulgaria Airlines EAD was the Bulgarian division of the Hungarian Wizz Air. History The Bulgarian company was awarded licenses to begin services to Greece, Turkey and Moldova in 2006. In 201...

Объединённая белорусская военная школа имени ЦИК БССР(ОБВШ)белор. Аб’яднаная беларуская вайсковая школа імя ЦВК БССР (АБВШ) Здание, в котором располагалась ОБВШ (арх. М. И. Чаховский, 1811 г.; фото до 1917). Годы существования 5 февраля 1921 — 1941 Страна ССРБ →  СССР Подчинение У...

 

British science fiction television series (1978–1981) Blake's 7The logo used for the first three seriesCreated byTerry NationStarring Gareth Thomas Michael Keating Sally Knyvette Paul Darrow David Jackson Peter Tuddenham Jan Chappell Jacqueline Pearce Stephen Greif Brian Croucher Josette Simon Steven Pacey Glynis Barber Theme music composerDudley SimpsonCountry of originUnited KingdomOriginal languageEnglishNo. of series4No. of episodes52 (list of episodes)ProductionProducers David Maloney ...

 

Domestic airport in Andhra Pradesh, India Kurnool AirportIATA: KJBICAO: VOKUSummaryAirport typePublicOwnerAndhra Pradesh Airports Development Corporation Limited (APADCL)ServesKurnoolLocationOrvakal, Kurnool district, Andhra Pradesh, IndiaOpened28 March 2021; 2 years ago (2021-03-28)[1]Time zoneIndian Standard Time (+5:30)Elevation AMSL1,129 ft / 344.11 mCoordinates15°42′22″N 78°09′39″E / 15.70611°N 78.16083°E / 15.7...

1904 article by Halford John Mackinder World Island redirects here. For the artificial archipelago, see The World (archipelago). This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (January 2011) (Learn how and w...

 

This article is about the journal. For the holiday, see Festivus. For other uses, see Festivus (disambiguation). Academic journalThe FestivusDisciplineMalacology, conchologyLanguageEnglishEdited by1970-1976 Blanche Brewer 1976-2014 Carole Hertz 2014-present David P. Berschauer & David B. WallerPublication detailsHistory1970-presentPublisherSan Diego Shell Club (United States)FrequencyQuarterlyStandard abbreviationsISO 4 (alt) · Bluebook (alt1 · alt2)N...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!