სანტიაგო-დე-კუბის პროვინცია — მეორე ყველაზე ხალხმრავალი პროვინცია კუბაში. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. უმსხვილესი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია სანტიაგო-დე-კუბა. სხვა მსხვილი ქალაქები — პალმა-სორიანო, კონტრამაესტრე, მაიარი-არიბა, სან-ლუისი, სონგო-ლა-მაია.
პროვინციის ტერიტორია წარსულში მრავალი ბრძოლის ასპარეზი გამხდარა, ძირითადად კუბის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და 1959 წლის რევოლუციის დროს, როდესაც პარტიზანული ომები ძირითადად ამ მთიან პროვინციაში იმართებოდა.
1976 წლამდე, კუბა ექვს ისტორიულ პროვინციად იყოფოდა, ერთ-ერთი მათგანი იყო ორიენტე, რომელიც 1905 წლამდე სანტიაგო-დე-კუბის სახელით იყო ცნობილი. თანამედროვე სანტაიგო-დე-კუბის პროვინცია ორიენტეს სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა.
პროვინცია მდიდარია ისეთი მატერიალური რესურსებით, როგორებიცაა რკინა და ნიკელი. მიუხედავად ამისა, ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ეფუძნება. მოყავთ ყავა, ბანანი და კაკაო. დედაქალაქის გარშემო იზრდება ტურიზმის ინდუსტრია. არეალის ბუნების მომხიბვლელობა ერთნაირად იზიდავს როგორც კუბელ, ისე ზღვებისგადაღმელ ტურისტებს.
პროვინცია 9 მუნიციპალიტეტისგან შედგება:
პინარ-დელ-რიო · არტემისა · ლა-ჰაბანა · მაიაბეკე · მატანსასი · სიენფუეგოსი · ვილია-კლარა · სანქტი-სპირიტუსი · სიეგო-დე-ავილა · კამაგუეი · ლას-ტუნასი · გრანმა · ოლგინი · სანტიაგო-დე-კუბა · გუანტანამო