კამაგუეის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია, უდიდესი ქვეყნის სხვა პროვინციებს შორის. დედაქალაქია კამაგუეი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები — ფლორიდა და ნუევიტასი.
გეოგრაფია
კამაგუეის რელიეფი ძირითადად დაბლობია, მის ტერიტორიას არ კვეთს მნიშვნელოვანო გორაკები და მთის მასივები. სამხრეთი სანაპირო ხასიათდება მრავალი პატარა კუნძულით (კაი), ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ კი მდებარეობს ხარდინეს-დელ-რეისა და საბანა-კამაგუეის არქიპელაგები.
ორივე სანაპირო მდიდარია ქვიშიანი პლაჟებით. მიუხედავად დიდი ტურისტული პოტენციალისა, იგი საკმაოდ სუსტადაა განვითარებული, გარდა ჩრდილოეთით მდებარე სანტა-ლუსიას პლაჟისა.
ეკონომიკა
კამაგუეის ეკონომიკა ძირითადად მესაქონლეობასა და შაქრის ლერწამს ეფუძნება. პროვინცია ცნობილია მისი კოვბოის კულტურითა და ხშირი როდეოებით. მოყავთ ბრინჯი და მისდევენ მექათემობასაც, ასევე არსებობს ციტრუსების ინდუსტრია. დედაქალაქში მდებარეობს კუნძულზე არსებული სულ რამდენიმე ლუდსახარშების მნიშვნელოვანი ნაწილი.
მუნიციპალიტეტები
პროვინცია შედგება 13 მუნიციპალიტეტისაგან:
- წყარო: მოსახლეობის 2004 წლის აღწერა.[1] Area from 1976 municipal re-distribution.[2]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო