რიდოს არხი (ფრანგ. Canal Rideau) — საწყლოსნო არხი კანადაში, რომელიც ერთმანეთთან აერთებს ქალაქ ოტავასა და კინგსტონს. გაიხსნა 1832 წელს, როგორც წინასწარი სამზადისის შემადგენელი ნაწილი აშშ-თან ომის შემთხვევაში და ის დღემდე გამოიყენება. მისი სტრუქტურის უდიდესი ნაწილი ხელუხლებელია და თავდაპირველ სახეს ინარჩუნებს. არხის სისტემა იყენებს მდინარეთა სექციებს, მათ შორისაა რიდო და კატარაკი, ასევე ზოგიერთ ტბას. იგი უწყვეტად ფუნქციონირებადი უძველესი არხის სისტემაა მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში. 2007 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
დღეისათვის არხი ფუნქციონირებს როგორც რეკრეაციული ატრაქცია. სისტემის ჩამკეტები იხსნება მაისის შუა რიცხვებში და იხურება ოქტომბრის შუა რიცხვებში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში