პეტრე II (დ. 12 ოქტომბერი, 1715, სანქტ-პეტერბურგი — გ. 18 იანვარი, 1730, მოსკოვი) — რუსეთის იმპერატორი 1727–1730 წლებში. მეფისწულის ალექსი პეტრეს ძის ვაჟი, პეტრე I-ის შვილიშვილი. ალექსანდრე მენშიკოვის გადასახლების შემდეგ ძველი არისტოკრატიის გავლენით თავი გამოაცხადა პეტრე I-ის გარდაქმნების მოწინააღმდეგედ, მისი გარდაცვალების შემდეგ შეწყდა რომანოვების დინასტიის მამაკაცთა ხაზი.
წინაპრები
რესურსები ინტერნეტში