ცარი

პეტრე დიდი, რუსეთის ცარი

ცარი (რუს. царь, ბულგ. цар, სერბ. цар) — სიტყვის ფართო გაგებით ნიშნავს სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს. იგი მონარქის ტიტულია. XIX საუკუნის რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს ტიტული ზოგჯერ იმპერატორის სინონიმადაც გამოიყენებოდა. მაგ.: ცარს უწოდებდნენ მაკედონიის და ბულგარეთის მეფეებს, იაპონიის და ძველი რომის იმპერატორებს.

სიტყვის ვიწრო გაგებით „ცარი“ (მომდინარეობს ლათ. Caesar, რუს. Цезарь-იდან) რუსი მონარქების მთავარი ტიტულია 1547-1721 წლებში.

„ცარი“ იყო აგრეთვე ბულგარეთის (893-1014, 1085-1396, 1908-1946) და სერბეთის (1346-1371) მმართველების ოფიციალური ტიტული.

1547 წლამდე მოსკოვის სახელმწიფოს სათავეში იდგა დიდი კნიაზი. ტიტული „ცარი“, როგორც სხვა რუს კნიაზებზე უზენაესობის სიმბოლო პირველად მიიღო ივან მრისხანემ. „ცარის“ ტიტულით რუსი მონარქები ხაზს უსვამდნენ მათ აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორთა „მემკვიდრეობას“.

1721 წელს პეტრე I-მა თავის უმთავრეს ტიტულად იმპერატორის ტიტული მიიღო. არაოფიციალურად, ხალხთა მასებში ტიტული „ცარი“ განაგძობდა გამოყენებას 1917 წლის თებერვლამდე.

ცარის ოჯახის ტიტულები

  • ცარიცა (Царица) — ცარის მეუღლე, ან მმართველი ქალი.
  • ცესარევიჩი (Цесаревич) — მამრობითი სქესის მემკვიდრე. სრული ტიტულია «მემკვიდრე ცესარევიჩი» (Наследник Цесаревич).
  • ცარევიჩი (Царевич) — ცარის ან ცარიცას ვაჟი. გამოიყენებოდა აგრეთვე შვილიშვილების მიმართაც.
  • ცარევნა (Царевна) — ცარის ან ცარიცას ქალიშვილი.
  • ცესარევნა (Цесаревна) — ცესარევიჩის მეუღლე.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • John V.A. Fine, Jr., The Early Medieval Balkans, Ann Arbor, 1983
  • John V.A. Fine, Jr., The Late Medieval Balkans, Ann Arbor, 1987
  • Robert O. Crummey, The Formation of Muscovy 1304–1613, New York, 1987
  • David Warnes, Chronicle of the Russian Tsars, London, 1999
  • Matthew Lang (Editor), The Chronicle - $10 Very Cheap, Sydney, 2009/10

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!