ოქროს ხანა — ტერმინი მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, კონკრეტულად ჰესიოდესსამუშაონი და დღენიდან, სადაც აღწერილია ადამიანთა რასის დაცემის ხუთი ეტაპი. ოქროს ხანა პირველი პერიოდი იყო, როდესაც ადამიანთა ოქროს რასა (ბერძ.χρύσεον γένοςchrýseon génos)[1] ცხოვრობდა. პირველ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების მმართველი იყო კრონოსი. პირველი ეპოქის დასასრულის შემდეგ იყო ვერცხლის, ბრნიჯაოს (ადამიანის ხანა), გმირული და ბოლოს მიმდინარე რკინის ხანა.[2]