ჰესიოდე (ძვ. ბერძნ.Ἡσίοδος; დაახლ. ძვ.წ. VIII ს-ის მეორე ნახევარი და VII ს-ის პირველ ნახევარი) — ძველი ბერძენი პოეტი. ენციკლოპედიებსა თუ ანტიკურილიტერატურის სახელმძღვანელოებში ხშირად მითითებულია, რომ ჰესიოდე ჰომეროსის შემდეგ ცხოვრობდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკოსთა ნაწილი საპირისპირო შეხედულებისაა. სავსებით მოსალოდნელია, ერთი პოეტის მოღვაწეობის ბოლო პერიოდი მეორის მოღვაწეობის საწყის ეტაპს დამთხვეოდა. მართლაც, თავად ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ჰომეროსი და ჰესიოდე არა მარტო თანამედროვენი იყვნენ, არამედ ერთხელ ერთმანეთს გაეჯიბრნენ კიდეც პოეტურ აგონში, რომელიც — მიუხედავად იმისა, მას ლეგენდარულად მივიჩნევთ თუ ისტორილად — პირველი ლიტერატურულიკონკურსიაევროპულიმხატვრული სიტყვისისტორიაში.