ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში — ერთ-ერთი ნობელის ხუთი პრემიიდან, რომელიც ჩამოყალიბებული იქნა შვედი ინდუსტრიალისტის, გამომგონებლის და იარაღების მწარმოებელი ალფრედ ნობელის მიერ, ქიმიის, მედიცინის და ფიზიოლოგიის, ფიზიკის, ლიტერატურასა და ეკონომიკის ნობელის პრემიებთან ერთად. 1901 წლის მარტის შემდეგ,[1] ის გაიცემა ყოველწლიურად (ზოგი გამონაკლისით) ადამიანებისათვის რომლებიც „შეიტანენ ყველაზე მეტ ან საუკეთესო წვლილს ერთა შორის ძმობის, არმიების შემცირების ან გაუქმების და სამშვიდობო კონფერენციების პოპულარიზაციისათვის“.[2]
მისი პოლიტიკური ბუნების დამსახურებით, ნობელის პრემია ხშირად იყო სკანდალების ნაწილი.
ჩამოყალიბება
ალფრედ ნობელის სურვილზე დაყრდნობით, ნობელის მშვიდობის პრემია უნდა გადაეცეს ადამიანს ვინც „შეიტანს ყველაზე მეტ ან საუკეთესო წვლილს ერთა შორის ძმობი, არმიების შემცირებისა ან გაუქმების და სამშვიდობო კონფერენციების პოპულარიზაციისათვის“.[3] ალფერდ ნობელის სურვილში კიდევ არის დაზუზტებული რომ პრემია უნდა გასცეს ნორვეგიის პარლამენტის მიერ არჩეულმა ხუთ წევრინამა ჯგუფმა, რომელსაც ნობელის ნორვეგიული კომიტეტი ეწოდება.[4][5]
ნობელი გარდაიცვალა 1896 წელს და არ დაუტოვებია არანაირი განმარტებები მშვიდობის ნობელის პრემიის კატეგორიად არჩევისათვის. რადგანაც თავად ქიმიური ინჟინერი იყო, ქიმიის და ფიზიკის კატეგორიები აშკარა არჩევნები იყო. ხოლო მშვიდობის პრემიის კატეგორიად არჩევისათვის მიზეზები არც თუ ისე აშკარაა. ნობელის ნორვეგიული კომიტეტზე დაყრდნობით, ნობელის მეგობრობამ მშვიდობის აქტივისტ და პაციფისტბერთა ფონ სტანერთან იქონია გავლენა მშვიდობის ნობელის პრემიის კატეგორიად ჩამოყალებაში.[6] ზოგი კი ფიქრობდა რომ ეს იყო კომპესაცია ისეთი დამანგრეველი ძალების შექმნისათვის როგორიც იყო დინამიტი და ბალისტიტი, რომელებიც ორივე ნობელის ცხოვრებისას გამოიყენებოდა ძალოდივრივი გზებით. ბალისტიტი კი გამოიყენებოდა ომში[7] და ირლანდიის რესპუბლიკის საძმო, ირლანდიური ნაციონალისტური ორგანიზაცია, ახდენდა დინამიტით თავდასხმებს ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ 1880-იან წლებში.[8] ნობელი ასევე პასუხისმგებელი იყო ბოფორსის, რკინის და ფოლადის მწარმოებელი საწარმოს, იარაღების მწარმოებელ ქარხანად გადაკეთებაში.
ასევე არ არის ცნობილი თუ რატომ სურდა ნობელს მშვიდობის პრემიის გაცემა ნორვეგიაში, რომელიც ნობელის გადაცვალებისას პერსონალურ კავშირში იყო შვედეთთან. ნობელის ნორვეგიული კომიტეტი მიირჩენევს რომ ნობელმა ნორვეგია აირჩია იმიტომ რომ, ნორვეგიას არ ჰქონდა ისეთი მილიტარისტული ტრადიციები როგროც შვედეთს. ასევე XIX საუკუნის ბოლოს გაკეთებულ ჩანაწერების მიხედვით, ნორვეგიის პარლამენტი გახდა პარლამენტშორისი კავშირის წევრი, რომელიც ცდილობდა კონფლიქტების შეამდგომლობით გადაწყვეტას.[6]
ყოველ წელს, ნობელის ნორვეგიული კომიტეტი სპეციალურად იწვევს კვალიფიცირებულ ადამიანთა ჯგუფს, რათა დაამტკიცონ ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინაციები.[9] ნობელის ფონდის წესდებები აკონკრეტებენ კატეგორიებს საიდანაც შეიძლება ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინატორები არჩევა.[10] ეს კატეგორიებია:
ნაციონალური ანსამბლეების, მთავრობების და პარლამნტთაშორისი კავშირის წევრები
სამუდამო საარბიტრაჟო სასამართლოს და ჰააგის გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წევრები
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის წევრები
უნივერსიტტებში ისტორიის, სოციალური მეცნიერებების, ფილოსოფიის, სამართლის და თეოლოგიის პროფესორები, უნივერსიტებების პრეზიდენტები და მშვიდობის კვლევასა და საერთაშორისო საქმეების ინსტიტუტების დირექტორები
ნობელის მშვიდობის პრემიის ყოფილი ლაუეატები
ნობელის ნორვეგიული კომიტეტის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები
ნომინაციები როგორც წესი წარდგენილნი უნდა იყვნენ თებერვლის დასაწყისში. ხოლო კომიტეტის წევრების ნომინაციები შეიძლება მიღებული იქნას კომიტეტის პირველ შეხვედრამდე.[10]
2009 წელს, მიღებული იქნა რეკორდული, 205 ნომინაცია,[11] თუმა რეკორდი მოიხსნა 2010 წელსაც, 237 ნომინაციით და 2011 წელსაც, 241 ნომინაციით.[12]ნობელის ფონდის წესედებაში აკრძალულია ინფორმაციების გამოქვეყნება ლაურეატების არჩევისას ნომინაციების, მოსაზრებების და გამოკვლევების შესახებ, და ეს ყველაფერი დაიშვება მხოლოდ დაჯილდოვებიდან 50 წლის შემდეგ.[13] დღეს ბევრი ადამიანი არის ცნობილი „ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინატად“, მაგრამ ამ „წოდებას“ არ აქვს არანაირი ოფიციალური პოზიცია და ნიშნავს რომ ეს ადამიანი ათასობით ნიმინატორიდან მხოლოდ ერთმა მაინც დაასახელა.[14]1939 წელს, შვედეთის პარლამენტის წევრმა სატირულად წამოაყენა ადოლფ ჰიტლერის ნომინაცია, რითიც დასცინა სერიოზულ, თუმცა წარუმატებელ ნევილ ჩემბერლენის ნომინაციას.[15][16]