მთიანი ყარაბაღის ომის ქრონოლოგია ძირითადად დაფუძნებულია ომში ჩართული მხარეების განცხადებებზე. საომარი მოქმედებებისათვის დამახასიათებელია სანგრების ომი, გამოიყენება მძიმე არტილერია, სარაკეტო სისტემა, ჯავშანტექნიკა, სარაკეტო და ბალისტიკური რაკეტები და დრონები[1], განსაკუთრებით თურქული წარმოების Bayraktar TB2 და ისრაელის წარმოების დრონები. ასევე გამოიყენება კასეტური საბრძოლო მასალა, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობის მიერ, მაგრამ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ[2]. ბალისტიკური რაკეტების შეტევების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა განჯაში, აზერბაიჯანი, ხოლო მეორე მხრიდან სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ხანქენდში (სტეფანაკერტში), არაღიარებული არცახის რესპუბლიკის დედაქალაქში[3]. ჭურვები და რაკეტები ჩავარდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ირანში, თუმცა ამას რაიმე ზიანი არ მოჰყოლია[4][5][6], ხოლო ირანმა განაცხადა, რომ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა ან ჩამოაგდეს ირანში[7][8][9][10]. კახეთის მხარეში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ ასევე გამოაცხადა საქართველომ[11][12].
ხოჯავენდის დაბომბვის შემდეგ[13], არცახის ხელისუფლებამ დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის მობილიზაცია[14].
რუსეთმა განაცხადა, რომ 10 ოქტომბრის 04:00 საათიდან (მოსკოვის დროით 00:00 სთ-დან) სომხეთიც და აზერბაიჯანიც შეთანხმდნენ ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვში მიმდინარე ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად. ბრძოლა მაინც გაგრძელდა. ასევე არ გაითვალისწინეს ცეცხლის შეწყვეტის მეორე მცდელობა 17 ოქტომბრის შუაღამისას, რასაც მოჰყვა ცეცხლის შეწყვეტის მესამე მცდელობა 26 ოქტომბერს, რომელიც ასევე ჩაიშალა.
არცახის ხელისუფლების ცნობით, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო 08:03 საათზე მაშინ როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო და საჰაერო დარტყმები განახორციელეს სამოქალაქო დასახლებებზე, მათ შორის დედაქალაქ სტეფანაკერტზე[15][16]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეტევა, რომელიც სტეფანაკერტისკენ იყო მიმართული, ადგილობრივი დროით 08:10 საათზე დაიწყო[17]. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:00 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ინტენსიური დაბომბვა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე მთელი ფრონტის გასწვრივ და მიმდებარე აზერბაიჯანული დასახლებების გასწვრივ[18]. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მხოლოდ კონტრშეტევა განახორციელა[19][20]. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ თავდასხმის პირობებში მან განალაგა ცოცხალი ძალა, სატანკო და სარაკეტო საარტილერიო დანაყოფები, თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები[21]. არცახის რესპუბლიკამ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა ყველა სრულწლოვანი მამაკაცის მობილიზაცია[22], ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხალხს მიმართა[23].
დღის მეორე ნახევარში აზერბაიჯანმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და კომენდანტის საათი. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზთან განალაგეს ტანკები, არტილერია, სარაკეტო სისტემები, თვითმფრინავები და უფრო ღრმად შევიდნენ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე[24]. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დილით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს სომხეთში მდებარე ქალაქ ვარდენისზე[25]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან მთიანი ყარაბაღის შვიდი სოფელი აიღო[26][27]. ნაშუადღევს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აიღი მუროვდაღის ქედის მწვერვალი[28][29]. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა ეფექტური კონტროლი დაამყარეს ვარდენისი – მარტაკერტი/აღდარის მაგისტრალზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს[30][31].
28 სექტემბერი
მუროვდაღის პიკი (ზემოთ) და ვარდენისი-მარდაკერტი/აღდარის გზატკეცილი M11 (ქვემოთ), რომელიც აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად.
დაახლოებით 08:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა დილით ადრე ცეცხლი გაუხსნეს ტერტერს[32]. არცახის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დილის შეტაკებების დროს სომხურმა ძალებმა აღადგინეს კონტროლი ადრე დათმობილ მთელ რიგ პოზიციებზე[33]. დაახლოებით 10:00 საათზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მოიპოვეს სტრატეგიული სიმაღლე სოფელ თალიშის გარშემო, ხოლო სომხურმა ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადეს[34]. არცახის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ძალები შეეჯახნენ სომხურ ძალების თავდახმას მთელი ფრონტის ხაზზე[35]. ცოტა ხნის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის საარტილერიო ნაწილებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად დასახლებების დაბომბვას აღდარის რაიონში, ასევე დასძინეს რომ სომხურმა არმიამ განიცადა დანაკარგი და უკან დაიხიეს[36].
დაახლოებით 19:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს გორანბოის რაიონის სოფლებს იუხარი-აღჯაქენდსა და ყარამუსალის[37]. დაახლოებით 20:00 საათზე, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა გარკვეული პოზიციები დაიბრუნეს[38], ასევე დასძინეს, რომ სომხურმა ძალებმა მოიგერიეს აზერბაიჯანის თავდასხმები და მიიწევდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე[39]. დაახლოებით 21:00 საათზე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულმა წყარომ, არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა დაიწყეს ახალი დიდი შეტევითი ოპერაცია არაქსის ხეობაში და მადაგიზ–თალიშის მიმართულებით[40]. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, პოღოსიანმა განაცხადა, რომ ხოჯავენდის ახლოს ჩამოაგდეს აზერბაიჯანული თვითმფრინავი[41]. აზერბაიჯანმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია[42]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მზადყოფნაში მოიყვანა მრავალფუნქციურირეაქტიულიგამანადგურებელითვითმფრინავიF-16 და აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანი არც კი ფლობდა ამ შეიარაღებას[43].
29 სექტემბერი
დაახლოებით 08:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მწვავე შეტაკებები ფრონტის გასწვრივ მთელი ღამით გრძელდებოდა. მოიგერიეს სომხური ძალების შეტევა[44]. დაახლოებით 09:00 საათზე სამინისტრომ განაცხადა, რომ 07:30 საათიდან ვარდენისიდან დაბომბეს აზერბაიჯანის დაშქესანის რაიონი[45]. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო აღნიშნული ფაქტი და განაცხადეს, რომ ეს საბრძოლო არეალის გაფართოების მიზნით გაკეთებული განცხადება იყო სომხეთის საწინააღმდეგოდ მიმართული[46]. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა განცხადებები სომხეთის აგრესიის შესახებ[47]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომშ ეტევა დაიწყეს ფუზულის რაიონის მიმართულებით[48].
29 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებები გადავიდა ვარდენისისა (ზემოთ) და დაშქესანის (ქვემოთ) ტერიტორიაზე.
დაახლოებით 11:00 საათზე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის სამხედრო ბაზას ვარდენისში[49]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ გაანადგურეს სომხური მოტორიზებული პოლკი, რომელიც განლაგებული იყო ხოჯავენდის რაიონში[50]. არცახის არმიამ უარყო აღნიშნული ინფორმაცია[51]. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მან გაანადგურა სომხური ურაგანი ხოჯავენდის რაიონში[52]. ამის შემდეგ სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ მოიგერიეს აზერბაიჯანელთა შეტევები[53].
დაახლოებით 12:00 საათზე სომხების მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს[54]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აღნიშნული ინფორმაცია[55]. დაახლოებით 12:40 საათზე, არცახის თავდაცვის არმიის დანაყოფებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს ორი ვერტმფრენი Igla მიწა-ჰაერის რაკეტების გამოყენებით[56]. სომხურმა წყარომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ჯარები ბომბავდნენ ვარდენისის მახლობლად მდებარე ტერიტორიებს[57]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან გაანადგურა სომხური სარდლობის სადამკვირვებლო პუნქტი ჰადრუთში, ხოჯავენდის რაიონში[58], ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განათავსა მძიმე შეიარაღებას და მოიგერია აზერბაიჯანის შეტევა[59].
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის მცდელობა შეტევა განეხორციელებინა აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებზე ფუზულის რაიონის სოფელ აშაღი-ვეისალიში, მარცხი განიცადა და სომხებმა დანაკარგი განიცადეს[60]. დაახლოებით 13:20 საათზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა შეტევა დაიწყეს[61].
დაახლოებით 18:00 საათზე, არცახის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა შეტევა განახორციელეს ფრონტის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო არცახის არმიამ მათ ზარალი მიაყენა[62]. ცოტა ხნის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განჯის საერთაშორისო აეროპორტიდან გაშვებულმა თურქულმა F-16-მა ჩამოაგდო სომხური სუ-25 და დაიღუპა მფრინავი[63]. მაგრამ აზერბაიჯანულმა[64] და თურქულმა[65] მხარემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო[66]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამოგდებული სუ-25–ის სურათები[67]. აზერბაიჯანის მხარის განცხადებით ორი სუ-25 აფრინდა სომხეთის ტერიტორიიდან და მთას შეეჯახა[68]. დაახლოებით 22:00 საათზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განადგურებულია აზერბაიჯანის საბრძოლო მასალების კოლონა[69]. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა გაანადგურეს სომხური პოზიცია ჰასინქაიის (ტერტერის რაიონი) ახლოს, ხოლო მეორე თალიშის მიმართულებით[70].
30 სექტემბერი
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებები ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში[71]. დაახლოებით 08:30 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ძალები ბომბავდნენ ტარტარს[72]. დაახლოებით 10:20 საათზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ნაწილებმა საარტილერიო ცეცხლით ალყა შემოარტყეს სომხურ ძალებს, ხოლო შეტაკებები გრძელდებოდა ფრონტის აღდარა/მარტაკერტ-ტერტერის რაიონში[73]. დაახლოებით 10:20 საათზე სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აშაღი-აღჯაქენდსგორანბოის რაიონში[74]. დაახლოებით 11:10 საათზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საჰაერო ძალები თავს ესხმოდნენ სომხეთის პოზიციებს ფრონტის ჩრდილოეთის მიმართულებით[75].
დაახლოებით 12:25 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტონაშენში განლაგებული მე-10 სამთო მსროლელი დივიზიის სომხეთის მე-7 სამთო მსროლელთა პოლკმა დიდი ზარალი განიცადა და უკან დაიხია[76], მათ გაავრცელეს კადრები, რომელიც აშკარად ასახავდა შეტევით ოპერაციას[77] და აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის ძალები თავს დაესხნენ მე-18 დივიზიის სომხური პოლკის მეთაურის პოსტს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა[78]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა გაანადგურეს აზერბაიჯანული შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის TOS-1[79]. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა დაბომბეს მე-4 სომხური ბატალიონი, რომელიც განლაგებულია ფუზულის რაიონში[80] და მათმა ძალებმა შეუტიეს აღდარაში განლაგებულ მე-10 სამთო მსროლელი დივიზიის სომხური პოლკის შტაბს[81]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა გაანადგურეს აზერბაიჯანის პოსტები და სამხედრო მასალები[82].
ოქტომბერი
1 ოქტომბერი
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებები გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანის ქვედანაყოფებმა სომხების პოზიციები დაბომბეს[83], ხოლო არცახის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ ღამით შედარებით სიმშვიდე იყო[84]. დაახლოებით 10:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ჯარები დილიდან ტარტარს ბომბავდნენ[85]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ასკერანის მახლობლად ჩამოაგდეს აზერბაიჯანული უპილოტო მფრინავი აპარატი[86], ხოლო არცახის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არცახის ძალებმა მოიგერიეს აზერბაიჯანელთა წინსვლა[87]. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ განაცხადეს, რომ არცახის ძალებმა ლალათაფასთან ჩამოაგდეს აზერბაიჯანული აპარატი, რომლის ნაწილებიც ჩამოვარდა ირანის ტერიტორიაზე[88]. აზერბაიჯანმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია[89].
დაახლოებით 13:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯაბრაილისა და ფუზულის რაიონებს ბომბავდნენ სომხეთის ქალაქ გორისის ტერიტორიიდან[90]. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ სომხური ძალები ბომბავდნენ ჩოჯუქ-მარჯანლის, ჰორადიზსა და გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონების ფრონტისპირა სოფლებს[91]. დაახლოებით 14:40 საათზე, არცახის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ჩამოაგდეს ორი აზერბაიჯანული სამხედრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი[92] აზერბაიჯანის მხარემ უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამ დღეს თვითმფრინავები არ ჰყოლია სამხედრო მზადყოფნაში.[93] აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სომხეთის არტილერიის განადგურების შესახებ[94], დაახლოებით 19:00 საათზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ჰორადიზს 17:50 საათიდან[95]. დაახლოებით 23:00 საათზე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სომხურ სოფლებს შატვანსა და მეწ-მასრიკს[96]. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, სომხეთის მხარემ განაცხადა, რომ მან ჩამოაგდო აზერბაიჯანული უპილოტო მფრინავი აპარატი კოტაიქის პროვინციაში[97].
2 ოქტომბერი
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით შეტაკებები გაგრძელდა ფრონტის სხვადასხვა რაიონში და აზერბაიჯანულმა ძალებმა აიღეს და კონტროლი დაამყარეს მნიშვნელოვან სიმაღლეებზე მადაგიზის გარშემო, აღდარის მიმართულებით[98], ხოლო არცახის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტუაცია შედარებით სტაბილური იყო[99]. დაახლოებით 09:30 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღდამის რაიონის სოფლები სომხეთის არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდნენ[100]. 12:40 საათზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღდამის რაიონის სოფელი ქუზანლი იბომბებოდა მთიანი ყარაბაღის ძალების მიერ, ხოლო სომხეთის ტერიტორიიდან გაისროლეს Tochka-U-ს 10 რაკეტა შამქორის რაიონის სოფელ საბირქენდის მიმართულებით[101][102]. სომხურმა მხარემ უარყო აღნიშნული ინფორმაცია[103]. ამის შემდეგ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ დაბომბა ბარდის რაიონის სოფელი ამირლი და მასთან ერთად აღდამი და გუზანლი თოუზის რაიონში[104]. დაახლოებით 14:00 საათზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სტეფანაკერტს[105]. დაახლოებით 16:40 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო ქალაქი ტერტერი და ამავე რაიონის სოფელი შიხარხი, ასევე სოღანვერდილარიბარდის რაიონში[106]. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა გაანადგურეს სომხეთის საველე საკონტროლო პუნქტი.
3 ოქტომბერი
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრონტზე ვითარება კვლავ დაიძაბა[107], ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ფრონტის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე[108]. დაახლოებით 10:40 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქი ტერტერი ქალაქი და ტერტერის რაიონის რამდენიმე სოფელი, აგრეთვე აღდამის, აღჯაბადის და გორანბოის რაიონების სოფლები, სომხეთის არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდნენ[109]. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 12:10 საათზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედროები იყენებდნენ შორი მოქმედების იარაღს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით[110]. დაახლოებით 19:40 საათზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმაილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა კონტროლი დაამყარეს სუქოვუშანზე (მადაგიზი)[111]. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ტერტერის რაიონის სოფელ თალიშზე, ჯაბრაილის რაიონის რამდენიმე დასახლებაზე და ფუზულის რაიონის სოფელ აშაღი-აბდიურაჰმანლიზე[112].
4 ოქტომბერი
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრონტის ხაზზე ღამით სიტუაცია შედარებით სტაბილური, მაგრამ დაძაბული იყო[113]. დაახლოებით 09:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ძალებს იერიში მიჰქონდათ ქალაქ ტერტერსა და ჰორადიზზე[114] დაახლოებით 10:30 საათზე სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ძალები ბომბავენ ფუზულის რაიონს, ასევე აღდამისა და ტერტერის რაიონებს[115], ხოლო არცახის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სტეფანაკერტს[116]. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ განჯა დაბომბეს[117][118]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ ეს განხორციელდა მისი ტერიტორიიდან[119], ამავე დროს არცახის ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა და აღნიშნა, რომ სომხურმა ძალებმა მიიტანეს დარტყმა სამხედრო-საჰაერო ბაზაზე და საერთაშორისო აეროპორტზე, რის შედეგადაც გაანადგურეს იგი[120]. აზერბაიჯანმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია[121]. ამის შემდეგ რუსმა კორესპონდენტებმა და აეროპორტის ხელმძღვანელობამ უარყო ასევე აღნიშნული ინფიორმაცია და აღნიშნეს, რომ აეროპორტი COVID-19-ის პანდემიის გამო არ ფუნქციონირებდა მარტის თვიდან[122][123]. დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მათმა ძალებმა ფრონტზე ვიზიტის დროს მძიმედ დაჭრეს არცახის პრეზიდენტი[124][125]. არცახმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია[126]. დაახლოებით 16:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები ბომბავდნენ სარიჯალსაღჯაბადის რაიონში, აღდამის რაიონის რამდენიმე დასახლებას და ბარდის რაიონის სოფელ შაჰვალილარს[127]. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა ქალაქ ჯაბრაილზე[128]და ჯაბრაილის რაიონის რამდენიმე სოფელზე დაამყარეს კონტროლი[129]. დაახლოებით 17:30 საათზე, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები მადაგიზს ტოვებენ[130]. დაახლოებით 22:40 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა რაკეტა ჩააგდეს ტერტერსა და მინგეჩაურში[131], რომელიც მდებარეობს მინგეჩაურის წყალსაცავთან[132], რომელსაც სომხეთი განიხილავს სამხედრო მიზნებისათვის[133][134][135] სოხეთმა და არცახმა უარყვეს ინფორმაცია.[136]. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ორი საშუალო რაკეტა ისროლეს ხიზისა და აფშერონის რაიონებში[137].
5 ოქტომბერი
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებები სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში[138], ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა შეტევა დაიწყეს სამხრეთიდან[139]. დაახლოებით 10:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა რადარის მიერ ჩაწერილი კადრები, სადაც ჩანს, რომ ჯერმუკიდან, კაპანიდან და ბერდიდან როგორ ისვრიან რაკეტებს აზერბაიჯანის მიმართულებით[140]. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ჯარები რაკეტებს ესროდნენ სტეფანაკერტს[141]. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები ბომბავდნენ ქალაქებს ბეილაგანს, ბარდას და ტერტერს[142] შუადღისას, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები ბომბავენ ქალაქ ჰორადიზსა და ტერტერს, აგრეთვე სოფლებს ტერტერის, აღჯაბადის, გორანბოისა და გოიგოლის რაიონებში[143]. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხური ძალები სარაკეტო იერიშს ახორციელებდნენ განჯაზე, ბარდაზე, ბეილაგანსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებზე[144], ხოლო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განჯას ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის ქალაქ ბერდიდან[145] დაახლოებით 16:50 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა დაბომბავს ქალაქები აღჯაბადი[146] და ბეილაგანი[147]. დაახლოებით 18:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰადრუთში განლაგებული პირველი სომხური პოლკის ბატალიონი გაიქცა[148]. დაახლოებით 20:20 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა კვლავ დაბომბეს განჯა[149]. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჯაბრაილის რაიონის რამდენიმე სოფელზე[150]. მოგვიანებით სომხურმა ძალებმა განაცხადეს ნაწილობრივი „ტაქტიკური უკან დახევის“ შესახებ[151].
6 ოქტომბერი
შეტაკებები ღამითაც გაგრძელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ძალები აკონტროლებდნენ ფრონტს[152], ხოლო არცახმა განაცხადა, რომ სიტუაცია სტაბილური იყო[153]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა გაანადგურეს სომხური საბრძოლო მასალის საწყობი ბალიჯაში[154] აზერბაიჯანული წყაროების თანახმად, სომხური რაკეტები მოხვდა სკოლის შენობასა და სახანძრო მანქანას აღდამის რაიონში[155]. დაახლოებით 16:30 საათზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა დაიწყეს ახალი შეტევა სამხრეთ ფრონტზე[156]. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, იმავე სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სტეფანაკერტს[157] დაახლოებით 19:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები იბომბავდნენ ევლახის, გორანბოისა და ბეილაგანის რაიონებს[158]. დაახლოებით 22:30 საათზე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სომხეთმა რაკეტები გაისროლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით, რაც აზერბაიჯანის არმიამ თავიდან აიცილა[159]. ცოტა ხნის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურების დაბომბვა[160]. შემდეგში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხურმა ძალებმა ქალაქი ტერტერი დაბომბეს[161].
7 ოქტომბერი
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებები მთელი ფრონტის გასწვრივ გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში[162]. დაახლოებით 10:00 საათზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები აკონტროლებდნენ ჯაბრაილის რაიონს[163], მათ ასევე გამოაქვეყნეს ფოტოები, რომლებიც აშკარად ამტკიცებდა აზერბაიჯანული ძალებს ყოფნას შიუქიურბეილიში[164]. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ძალები ბომბავენ ტერტერის, ბარდის, აღდამის, აღჯაბადის, ფუზულისა და ჯაბრაილის რაიონებს[165] შუადღისას, მათ განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ძალებმა დაამყარეს კონტროლი ახალ სომხურ ბაზებზე[166], ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სტეფანაკერტს[167]. დაახლოებით 15:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ტერტერისა და ფუზულის რაიონების სოფლებს[168]. დაახლოებით 19:30 საათზე, არცახის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა დაიბრუნეს გარკვეული პოზიციები[169].
8 ოქტომბერი
შეტაკებები მთელი ღამით გაგრძელდა; არცახის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სიტუაცია სტაბილური იყო, მაგრამ დაძაბული[170]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დილით სომხურმა ძალებმა დაიწყეს გორანბოის, ტერტერის, აღდამის[171], ბარდისა და აღჯაბადის რაიონების[172] სოფლებისა და ქალაქ ბარდის დაბომბვა[173]. შუადღისას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა განჯაში, ბარდაში, ტერტერსა და სხვა ქალაქებში ჩააგდეს Smerch MLRS[174]. შუშის ღაზანჩეცოცის ტაძარი განმეორებით დაიბომბა და სერიოზულად დაზიანდა[175][176]. დაახლოებით 13:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა გაისროლეს Tochka-U-ს რაკეტა ქალაქ ბარდისაკენ[177] დაახლოებით 15:00 საათზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ მოიგერიეს აზერბაიჯანის შეტევა[178]. ამის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა დაბომბეს სოფლები გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონებში[179].
შეტაკებები მთელი ღამით გაგრძელდა; არცახის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სიტუაცია სტაბილური იყო, მაგრამ დაძაბული[180]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დილიდან სომხურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს გორანბოის, ტერტერის, ბარდისა და აღდამის რაიონებს[181] და დაბომბეს აღჯაბადის რაიონი და ქალაქი მინგეჩაური[182]. სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს ჯაბრაილის რაიონის სოფლები, რომლებზეც აშკარად კონტროლი ჰქონდათ დამყარებული მის ძალებს[183][184]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სტეფანაკერტს[185]. დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა რაკეტები გაისროლეს ბეილაგანის მეჩეთისა და განჯისგოი იმამის მეჩეთისკენ[186] დაახლოებით 16:30 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა სომხეთიდან მინგეჩაურისაკენ ფრენის დროს ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა[187]. დაახლოებით 17:00 საათზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჰადრუთზე[188], მის მრავალ სოფელთან ერთად[189]. არცახის ხელისუფლებამ უარყო აღნიშნული ინფორმაცია[190]. დღის განმავლობაში, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომლებიც აშკარად აჩვენებს სუგოვუშანის (მადაგიზი) მიდამოებს და თალიშის ქუჩებს, კვლავ აღნიშნულია აზერბაიჯანის ყოფნა სადავო სოფლებში[191][192].
10 ოქტომბერი — რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტა
10 ოქტომბრის 04:00 საათამდე (00:00 GMT) რუსეთმა განაცხადა, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც შეთანხმდნენ ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მოსკოვში გამართული ათსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ (მოსკოვის შეთანხმება)[193][194] საომარი მოქმედებები ოფიციალურად უნდა შემწყდარიყო 12:00 საათზე (08:00 GMT), რათა მომხდარიყო პატიმრების გაცვლა და გარდაცვლილთა გადმოსვენება, რასაც ხელს უწყობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)[195]. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს მუდმივი ხასიათი აქვს, რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ხელს უშლის დაღუპულების გამოსვენებაში, დაჭრილებისა და ტყვეების ურთიერთგაცვლაში, ასევე ხელს უწყობს ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხეს[196].
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის დაწყებამდე სამოქალაქო დასახლებების დაბომბვაში, ორივე მხარე უარყოფს ბრალდებებს[197][198]. თითოეულმა მხარემ მეორე მხარე დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში[198][199]. ამის შემდეგ მალევე მოხდა შეტაკებები და ძლიერი ბრძოლები ჰადრუთში, აზერბაიჯანი უფრო ღრმად შევიდა კონფლიქტის ზონაში. არცახი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ჰადრუთზე თავდასხმაში, სადაც მძიმე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა[200]. დაახლოებით 23:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები ბომბავდნენ ტერტერს[201], ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სტეფანაკერტს[202]. აზერბაიჯანმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია[203].
რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია და მოუწოდა ორივე მხარეს შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, ასევე გამოხატა მზადყოფნა ფრონტზე სამხედრო დამკვირვებლის მისიის განლაგებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობდა ზავის უზრუნველყოფას. ამას დათანხმდა სომხეთი[204] და ასევე აზერბაიჯანიც, თუმცა გარკვეული პირობებით[205]. თურქეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს, რომ მინსკის ჯგუფმა ვერ მოახერხა კონფლიქტის მოგვარება და დაჟინებით მოითხოვდეს ოთხმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.[206]
11 ოქტომბერი
სიტუაცია იყო საკმაოდ მშვიდი, თუმცა შეინიშნებოდა მცირე დარღვევები[207]. დაახლოებით 02:30 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა განჯას[208] სკუდის რაკეტა ესროლეს[209], სომხეთის ქალაქ ბერდიდან[210], დაიღუპა 10[211] და დაშავდა 33 მშვიდობიანი მოქალაქე[212]. ეს ოფიციალურად უარყვეს[213], მაგრამ შემდეგ დადასტურდა[214][215]. აზერბაიჯანმა ასევე განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა რაკეტები გაისროლეს მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურისკენ[216]. დაახლოებით 18:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ძალები ბომბავენ რამდენიმე რაიონის სოფლებს[217]
12 ოქტომბერი
გრძელდებოდა მცირე შეტაკებები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათმა ძალებმა მიიღეს ოპერატიული უპირატესობა[218]. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა სცადეს ჰადრუთის დაბრუნება[219]. ამავე სამინისტროს ცნობით სომხური ჯარები აზერბაიჯანის რამდენიმე რაიონს ბომბავდნენ[220][221]. დაახლოებით 15:00 საათზე აზერბაიჯანის ძალებმა განაცხადეს რამდენიმე სოფელზე ოპერატიული კონტროლის დამყარების შესახებ, მაგრამ მათში შესვლა არ მომხდარა[222].
13 ოქტომბერი
ბრძოლები განახლდა[223] რამდენიმე რაიონში[223][224], სომხურმა ძალებმა აშკარად დაბომბეს რამდენიმე მათგანი[225]. საღამოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი აკონტროლებდნენ ჰადრუთს[226], მაგრამ ეს შემოიფარგლებოდა მეზობელი სიმაღლეებით და თაღასერით და არ შესულან ჰადრუთის ცენტრში[227].
14 ოქტომბერი
ბრძოლა გრძელდებოდა; დაახლოებით 09:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ძალები ბომბავდა რამდენიმე რაიონს[228]. აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ ისინი აკონტროლებდნენ ფუზულის რაიონის სამ და ხოჯავენდის რაიონის ხუთ სოფელს[229]. ღამით, აზერბაიჯანმა გაანადგურა სარაკეტო გამშვები მოწყობილობები, რომლებიც სომხეთის ორ ადგილას, ქალბაჯარის რაიონის მოსაზღვრე ტერიტორიებზე მდებარეობდა[230].
15 ოქტომბერი
ბრძოლა გრძელდებოდა; აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ტერტერში ცეცხლი გაიხსნეს დაკრძალვას, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა ოთხი[231], ამ ამბავს შეესწრო დოჟდის კორესპონდენტი[232]. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ მთელ ფრონტის ხაზს, მართუნის რაიონში BM-30 Smerch-ით იბომბებოდა წითელი ბაზარი[233]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი სოფელ არიშზეფუზულის რაიონში, სოფელ დოშულუზეჯაბრაილის რაიონში და ხოჯავენდის რაიონის რამდენიმე დასახლებაზე[234].
16 ოქტომბერი
ბრძოლა გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში[235]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანული ძალების მიერ შუშაქენდის ინტენსიურ დაბომბვის შესახებ, ხოლო არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ხოჯავენდსა და მიმდებარე დასახლებებს ბომბავნენ[236]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები ბომბავდნენ გორანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონებს[237]. საღამოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინა დღეს სომხურმა ძალებმა რაკეტა ისროლეს ორდუბადის რაიონში, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა[238][239]. სომხეთის ხელისუფლებამ უარყო აღნიშნული ინფორმაცია[240]. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მან კონტროლი დაამყარა ხოჯავენდის რაიონის ზოგიერთ დასახლებაზე[241].
17 ოქტომბერი
სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტეფანაკერტი და შუშა დაიბომბა გამთენიისას, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალებით[242]. ღამით თავს დაესხნენ აზერბაიჯანში მინგეჩაურს[243][244] და განჯა[245], ამ უკანასკნელის წინააღმდეგ სკუდის რამდენიმე რაკეტა გამოიყენეს[246][247][248].
ამის შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ განჯაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 52-ზე მეტი[249]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ მან ჩამოაგდო ორი აზერბაიჯანული თვითმფრინავი სიუნიქის პროვინციაში[250], მოგვიანებით აღნიშნული უარყო აზერბაიჯანმა[251]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ჩამოაგდეს სომხების სუ-25[252] (სომხეთმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია [253]) და გააკონტროლა ფუზული და რამდენიმე სოფელი[254]. დაახლოებით 18:15 საათზე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთში სამი აზერბაიჯანული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო[255].
საღამოს მიაღწიეს შეთანხმებას ჰუმანიტარული მიზნებით შუაღამიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ[256].
18 ოქტომბერი — რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტა
დილით ადრე ორივე მხარემ დაადანაშაულა ერთმანეთი ახლად შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ დარღვევაში[257][258]. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ძალებმა ფრონტის ხაზი დაბომბეს, მორიგი შეტევა დაიწყეს მდინარე არაქსის გასწვრივ[259] და შეტევა განახორციელეს სტეფანაკერტზე[260], ხოლო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მოიგერიეს სომხების თავდასხმები[261]გადაბეისა და თოუზის რაიონებში, თავდასხმა განხორციელდა ჭამბარაკიდან და ბერდიდან, სომხეთ–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ[262]. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, „რია-ნოვოსტის“ კორესპონდენტმა გაავრცელა ინფორმაცია ორმხრივი ცეცხლის გახსნის შესახებ ჰადრუთთან[263]. დაახლოებით 12:30 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ჩამოაგდო სომხური სამხედრო თვითმფრინავი სუ-25, რომელიც მათი განცხადებით, გადაადგილდებოდა ჯაბრაილის მიმართულებით; სომხეთმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია[264]/
შეტაკებები გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ოპერატიული უპირატესობის შესახებ[268]; განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხური ჯარები ბომბავდნენ გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონებს და ისროდნენ აღჯაბადის რაიონის მიმართულებითაც[269] დაახლოებით 08:00 საათზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა აიღეს ჯაბრაილის რაიონის რამდენიმე სოფელი[270]. ამის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა დაიწყეს დაბომბვა და თავდასხმები[271][272]. შუადღისას, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხეთმა რაკეტები გაისროლა ბაქო–ნოვოროსიისკის ნავთობსადენზე, მაგრამ უშედეგოდ[273] სომხეთმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია[274]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად განაცხადა, რომ სიტუაცია ნაკლებად დაძაბული იყო[275], მაგრამ შემდეგ განაცხადა, რომ შეტაკებები გრძელდებოდა ფრონტის გასწვრივ[276].
20 ოქტომბერი
ღამით შეტაკებები გაძლიერდა, კერძოდ, მარტაკერტთან (აღდარა), ჰადრუთთან და ზანგილანთან ახლოს[277][278], აზერბაიჯანის ჯარების მონაწილეობით[279]. დაახლოებით შუადღისას, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ძალები ბომბავდნენ აღდამისა და ტერტერის რაიონებს[280]. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალები აკონტროლებენ ზანგილანს, ზანგილანის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს[281] და ზანგილანის, ფუზულის, ჯაბრაილისა და ხოჯავენდის რაიონების რამდენიმე სოფელს[282]. პრეზიდენტის ბრძანებით სოფელ ვანქს ეწოდა ჩინარლი[283]. მალევე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს ზანგილანი[284], ხოლო BBC–ის რუსულმა სამსახურმა დაადასტურა აზერბაიჯანის განცხადებები[285]. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები უკან იხევდნენ მდინარე არაქსის გასწვრივ[286], რაც აზერბაიჯანმა უარყო[287].
21 ოქტომბერი
ღამით, შეტაკებები კიდევ უფრო გაძლიერდა, კერძოდ ზანგილანსა და მარტაკერტის რაიონებში და ჰადრუთთან ახლოს[288]. დილით აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა ტერტერის დაბომბვაში[289], ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა მარტაკერტის (აღდარა) დაბომბვაში[290]. დაახლოებით 20:30 საათზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმაილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ფუზულის, ჯაბრაილისა და ზანგილანის რაიონების 22 დასახლებაზე[291].
22 ოქტომბერი
შეტაკებები სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, მარტაკერტის, ჰადრუთისა და ზანგილანის მახლობლად[292]. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხოჯავენდი იბომბებოდა ღამით აზერბაიჯანის ძალების მიერ[293]. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 09:00 საათზე ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს სომხეთის ტერიტორიიდან ქაბალასა და ქურდამირის მიმარულებით[294]. სომხეთმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია[295] შუადღისას, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა ნახიჩევანში ჩამოაგდეს სომხური თვითმფრინავი[296]. დაახლოებით 17:30 საათზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ფუზულისა და ჯაბრაილის რაიონების რამდენიმე სოფელზე[297]. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს აღბანდზეზანგილანის რაიონში, გამოაქვეყნეს სავარაუდო დამადასტურებელი კადრები[298]. ალიევის აზრით, ამით აზერბაიჯანის ძალებმა დაასრულეს აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე კონტროლი[299] სომხეთმა ტყუილი უწოდა აღნიშნულ ინფორმაცია[300] და განაცხადა, რომ მძიმე შეტაკებები მოხდა ქაჯარის მახლობლად ფუზულის რაიონში[301] დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინტენსიური შეტაკებები მოხდა მთელ ფრონტზე, განსაკუთრებით მარტუნის პროვინციაში[302].
ოქტომბრის შუა რიცხვებში აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მათმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ზანგილანზე (ზემოთ) და გუბადლიზე (ქვემოთ)
ღამით, შეტაკებები გაგრძელდა, კერძოდ, აღდარის, ჰადრუთისა და გუბადლის მახლობლად[303]. დაახლოებით 09:00 საათზე, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მარტუნის პროვინციის რამდენიმე სოფელი BM-30 Smerch–ის გამოყენებით დაბომბეს[304]. აზერბაიჯანმა უარყო აღნიშნული და განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ინტენსიურად დაბომბეს ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონების სოფლები[305]. საღამოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხოჯავენდის, ფუზულის, ზანგილანისა და გუბადლის რაიონების რამდენიმე სოფელზე[306]. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა სავარაუდო დამადასტურებელი კადრები ერთ-ერთი სოფლიდან[307] შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის ეროვნული გმირი, შუქურ ჰამიდოვი მოკლეს გუბადლის რაიონში ჩატარებული ოპერაციების დროს[308]. ცოტა ხნის შემდეგ, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ჯარები თავს ესხმოდნენ ლაჩინს[309], ასევე ისროდნენ ხოჯავენდისა და აღდარის (მარტაკერტი) მიმართულებით[310][311] ღამით, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სტეფანაკერტს; აზერბაიჯანმა უარყო აღნიშნული[312].
24 ოქტომბერი
ღამით, შეტაკებები გაგრძელდა, კერძოდ გუბადლისთან[313]. დაახლოებით შუადღისას, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ჯარები რაკეტებს უშენდნენ ნაფთალანს და ტერტერს[314], სომხეთის ტერიტორიიდან ლაჩინის დაბომბვის დროს[315]. სომხეთმა უარყო აღნიშნული და განაცხადა, რომ ლაჩინი რჩებოდა არცახის კონტროლის ქვეშ[316]. BBC-ის რუსული სამსახურის კორესპოდენტმა დაადასტურა, რომ ქალაქ ლაჩინს სომხები აკონტროლებდნენ, მაგრამ აზერბაიჯანის ძლიერი დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა[317] საღამოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ძალებმა სიუნიქის პროვინციიდან სცადეს შეტევა ზანგილანში აზერბაიჯანის პოზიციებზე[318]. დაახლოებით 19:30 საათზე, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ხოჯავერდს ბომბავდნენ[319].
25 ოქტომბერი
ღამით, შეტაკებები განსხვავებული ინტენსივობით გაგრძელდა, ხოლო აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ძალები აკონტროლებდნენ ტერიტორიებს. დილით, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მარტუნის პროვინციის რამდენიმე სოფელი იბომბებოდა[320] დაახლოებით შუადღისას, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები ბომბავენ ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონის რამდენიმე სოფელს[321]. საღამოს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები ზანგილანისა და ჯაბრაილის რაიონებიდან, რომელიც ვითარდებოდა მდინარე არაქსთან და ირანის საზღვართან[322]. დაახლოებით 20:30 სთ-ზე, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ ასკერანის პროვინციის რამდენიმე სოფელს, შუშასთან ახლოს[323] დაახლოებით 23:00 საათზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა კონტროლი დაამყარეს გუბადლიზე, გუბადლის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე; აზერბაიჯანმა გამოაქვეყნა დამადასტურებელი ფოტომასალა[324] მოგვიანებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მძიმე შეტაკებებს[325] საღამოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე 26 ოქტომბრის დილიდან[326].
26 ოქტომბერი — აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტა
დილით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება კვლავ დაირღვა[327]. Eurasianet-ის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერის საშალებით 08:03 საათზე განაცხადა, რომ სომხეთმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, შემდეგ წაშალა ტვიტი და 08:05 საათზე გამოაქვეყნა სხვა, რომელშიც ასევე ამბობდა, რომ სომხეთმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება[328]. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანის არტილერიამ სომხების პოზიციების დაბომბვა 08:45 საათზე დაიწყო[329]. ამის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები ბომბავდნენ ქალაქ ტერტერსა და მიმდებარე სოფლებს, ასევე ესროდნენ აზერბაიჯანის პოზიციებს ლაჩინის რაიონის სოფელ საფიიანის ტერიტორიაზე. არცახის ხელისუფლებამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადეს, რომ ისინი „მკაცრად იცავდნენ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას[330][331]. დაახლოებით 10:30 საათზე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბერდში, ჭამბარაკსა და ვარდენისში განლაგებული სომხური ჯარები ესროდნენ აზერბაიჯანის პოზიციებს გადაბეის, დაშქესანისა და თოუზის რაიონებში[332]. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა დაიწყეს საჰაერო დარტყმა ხოჯავენდზე[333]. აზერბაიჯანმა უარყო აღნიშნული[334]. დაახლოებით 13:00 საათზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ჯაბრაილის, ზანგილანისა და გუბადლის რაიონების რამდენიმე სოფელზე[335]მდინარეჰაქარის ხეობის გასწვრივ[336]. სომხეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა შეტევა დაიწყეს რეგიონში[337] დაახლოებით 15:30 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ძალები აღჯაბადის რაიონს ბომბავდნენ[338]. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ძალები კვლავ ტერტერს ესროდნენ[339] საღამოს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დაბომბვები მკვეთრად გააქტიურდა[340], ხოლო არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელები აგრძელებენ ახალი შეტევიებს დაწყებას[341], აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აქვეყნებს ფოტომასალას, სავარაუდოდ ფადარიდან[342] ამის შემდეგ, სომხეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მათ დაკარგეს გუბადლი[343] და რომ აზერბაიჯანის ძალებმა სამხრეთით მიაღწიეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარს[344]. ასევე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ხანლიღში გადაღებული ფოტომასალა[345].
ღამით გაგრძელდა შეტაკებები, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა დაბომბეს მათი პოზიციები ხოჯავენდში, ფუზულსა და გუბადლიში[346]. დაახლოებით შუადღისას, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა დაარტყეს სომხეთის სასაზღვრო პუნქტს ქვეყნის სამხრეთით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის საზღვრების გადაკვეთაზე[347]. აზერბაიჯანმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია[348]. ამასობაში, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი თავდაცვის მინისტრი ჯალალ ჰარუთიანიანი საბრძოლო მოქმედების დროს დაიჭრა[349]. თუმცა, აზერბაიჯანის არაოფიციალური სამხედრო წყაროების მტკიცებით, იგი მოკლეს და გაავრცელეს კადრები, რომელზეც აშკარად ჩანს დრონის კამერიდან გადაღებული მკვლელობა[350]. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხური ძალები ტერტერსა და მის მიმდებარე სოფლებს ბომბავდნენ[351]. დაახლოებით 18:00 საათზე, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ბარდას ბალისტიკური რაკეტა ესროლეს[352], დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა კიდევ 13[353]. სომხეთმა არ აიღო დაბომბვაზე პასუხისმგებლობა[354]. დაახლოებით 20:00 საათზე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ხოჯავენდსა და ლაჩინს ბომბავდნენ, რაც აზერბაიჯანმა უარყო[355].
28 ოქტომბერი
მთელი ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოიგერიეს რამდენიმე სომხური კონტრშეტევა მარტაკერტთან, ხოჯავენდთან, ფუზულთან, ზანგილანთან და გუბადლის მახლობლად, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა „დივერსიული ჯგუფების“ განადგურების შესახებ[356][357]. გამთენიისას, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა ტერტერის რაიონი დაბომბეს[358], რაც სომხეთმა უარყო[359]. შუადღისას, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები შუშას ბომბავდნენ და ვითარება ჩანაქჩის მახლობლად იყო დაძაბული[360]. აზერბაიჯანმა უარყო შუშას დაბომბვა[361] და მისმა თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, BBC–ის რუსული სამსახურის ცნობით, გუბადლის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან[362]. დაახლოებით 14:00 საათზე, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა განახორციელეს BM-30 Smerch რაკეტებით, კასეტური საბრძოლო მასალებით ბარდაზე შეტევა[363][364], დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 70 ადამიანი[365]. სომხეთმა უარყო პასუხისმგებლობა[366] და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სტეფანაკერტს, ხოლო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ძალები ასევე ბომბავდნენ გორანბოის და ტერტერის რაიონებს[367]. საღამოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი გუბადლის, ზანგილანის, ფუზულისა და ჯაბრაილის რაიონების რამდენიმე სოფელზე[368].
29 ოქტომბერი
ღამით შეტაკებები გაგრძელდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ მოიგერიეს სომხების თავდასხმები ხოჯავენდის, ფუზულისა და გუბადლის მახლობლად[369]. დილით, ორივე მხარემ დაადანაშაულა ერთმანეთი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში[370]. დაახლოებით 10:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები ბომბავდნენ ტერტერისა და გორანბოის რაიონებს[371] დაახლოებით შუადღისას, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეტაკებები მიმდინარეობდა შუშიდან სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოფელ ჩანაქჩში[372]. ამის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები ჰაქარის ხეობის ახლად განთავისუფლებული სოფლებიდან[373]. საღამოს არცახის პრეზიდენტმა, არაიკ ჰარუთინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები უკვე 5 კილომეტრში არიან მთიანი ყარაბაღის სიდიდით მეორე ქალაქი შუშიდან[374].
30 ოქტომბერი
შეტაკებები გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, განსაკუთრებით შუშასთან[375]. დაახლოებით შუადღისას აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხეთის ჯარები გორისიდან, ბომბავდა აზერბაიჯანის პოზიციებს გუბადლის რაიონში[376]. ცოტა ხნის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მძიმე შეტაკებები მიმდინარეობდა მთიანი ყარაბაღის სამხრეთით[377]. შემდეგ, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხრეთით შეტაკებები გაძლიერდა[378]. საღამოს Amnesty International-მა პირველად დაადასტურა სომხეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება, სადაც აღნიშნული ქმედება აღწერილი იყო როგორც „სასტიკი და უგუნური“[379]. ამის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჯაბრაილის, ზანგილანისა და გუბადლის რაიონების რამდენიმე სოფელზე[380]. დაახლოებით 17:30 საათზე Abkhazian Network News Agency-ის კორესპონდენტი იტყობინება, რომ ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის შუშასა და სტეფანაკერტთან[381]ირანმა გააკრიტიკა მინსკის ჯგუფი და თქვა, რომ „მშვიდობის დამყარების რეალური სურვილი არ არსებობს“ არცერთი მხრიდან[382].
31 ოქტომბერი
ღამით შეტაკებები გაგრძელდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა მათი პოზიციები დაბომბეს[383]. სომხეთმა თქვა, რომ აზერბაიჯანი იყენებდა აკრძალულ ფოსფორულ საბრძოლო მასალებს მთიანი ყარაბაღის თავზე და ხანძრებს უკიდებდა დასახლებების მიმდებარე ტყეებს[384][385]. ორივე მხარე იწყებს ერთმანეთის დადანაშაულებას საცხოვრებელი ადგილების დაბომბვაში[386][387] აზერბაიჯანმა უარყო აღნიშნული ბრალდება[388]. შუადღემდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტსვლადიმერ პუტინს თხოვნით, დაეწყო კონსულტაციები სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდაჭერის ფორმის დასადგენად[389] ამის სანაცვლოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან გაუწიონ „ყველა საჭირო დახმარება“ სომხეთს თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთის ტერიტორიაზე გავრცელდება[390]. საღამოს, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები შუშას ბომბავდნენ[391]. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხური ძალები ბომბავენ ტერტერის რაიონის სოფლებს, ასევე აღჯაბადის რაიონის სოფელ ქიიამადინლს[392] დაახლოებით 18:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარეობდა შეტაკებები მარტაკერტთან და ხოჯავენდთან[393], სომხეთმა ეს დაადასტურა ღამით, მაგრამ განაცხადა, რომ შეტაკებების ინტენსივობა შემცირდა[394].
ნოემბერი
1 ნოემბერი
ღამით საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა აღდარის (მარტაკერტი), აღდამის, ხოჯავენდისა (მართუნი) და გუბადლის მიმდებარედ[395]. დილით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხური ძალები ბერდიდან, ჭამბარაკიდან და გორისიდან ესროდნენ აზერბაიჯანის პოზიციებს, რომლებიც მდებარეობდენ თოუზის, გადაბეისა და გუბადლის რაიონებში[396]. პასუხად არცახის ხელისუფლებამ განაცხადა რომ მარტაკერტი იბომბებოდა[397], RIA Novosti-ს ჟურნალისტის ცნობით კი იბომბებოდა ხანქენდი (სტეფანაკერტი)[398]. არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორივე ქალაქი იბომბებოდა საღამომდე[399], ხოლო აზერბაიჯანის ცნობით, სომხურმა ძალებმა დაბომბეს აღჯაბადისა და ტერტერის რაიონის სოფლები[400].
2 ნოემბერი
ღამით შეტაკებები გაგრძელდა, განსაკუთრებით ხოჯავენდის, აღდამისა და გუბადლის მახლობლად[401]. საღამოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი ჯაბრაილის, ზანგილანისა და გუბადლის რაიონების რამდენიმე სოფელზე[402]. ამის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობდა ხოჯავენდთან და შუშის მახლობლად[403].
3 ნოემბერი
ღამით, შეტაკებები გაგრძელდა, განსაკუთრებით ხოჯავენდთან და მარტაკერტთან, ასევე ზანგილანთან და გუბადლისთან. დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ ფუზულის სომხეთის ტერიტორიიდან ესროდნენ BM-30 ტიპის სმერჩებს; სომხეთმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია[404]. სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღამით შეტაკებები მოხდა თაგავერდში[405], ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტანკების ომი გაიმართა ხოჯავენდის მახლობლად[406].
ღამით შეტაკებები გაგრძელდა, განსაკუთრებით ხოჯავენდის მახლობლად. დილით სომეხმა განაცხადეს, რომ ხოჯავენდი[411], ასევე ლაჩინი და შუშა ძლიერ დაბომბეს[412]. საღამოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხური ჯარები იბომბებენ ქალაქ ტერტერსა და სოფელ საჰლაბადს, აგრეთვე ჰაჯითურალისა და აფათლისაღდამის რაიონში[413].
6 ნოემბერი
ღამით შეტაკებები გაგრძელდა, განსაკუთრებით შუშასთან. დილით, არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტეფანაკერტი დაიბომბა[414].
სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბრძოლა შუშასთან ახლოს მიმდინარეობდა[423]. გარდა ამისა, გვიან საღამოს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: „საერთო ვითარება შეიძლება შეფასდეს, როგორც საკმაოდ ხელსაყრელი. ჩვენს ჯარს შეუძლია შეაფერხოს მოწინააღმდეგის წარმატების ყველა მცდელობა, მაგრამ შეტაკებები კვლავ გრძელდება. უკვე 3-4 დღეა, რაც შეტაკებები შუშისთვის გრძელდება ღამის საათებშიც[424]. რუსი სამხედრო დამკვირვებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ასევე უარყოფენ შუშის აღების ფაქტს[425][426]. სომხური მედია აცხადებს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთში Bayraktar TB2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს[427].
9 ნოემბერი
ღამით ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა. დაახლოებით 09:00 საათზე არცახის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ აზერბაიჯანის ძალებმა სტეფანაკერტი დაბომბეს შორი რადიუსის მოქმედების კასეტური ბომბებით[428] აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანმა უარყო[429]
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიდევ 23 სოფელი გაანთავისუფლეს[430]. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბრძოლა ქალაქ შუშის მახლობლად გაგრძელდა, ხოლო აზერბაიჯანის სამხედრო ძალების თავდასხმა მოიგერიეს ხოჯავენდთან, მარტაკერთან და თაგავერდთან[431][432]. არცახის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შუშას ვეღარ აკონტროლებდნენ[433].
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა შუშაში გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს აზერბაიჯანის სრულ კონტროლს ქალაქზე[434][435]. გვიან საღამოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „კიდევ 48 სოფელი, 1 დასახლება და 8 სტრატეგიული ბორცვი“ დაიკავეს აზერბაიჯანის ძალებმა ჯაბრაილის, გუბადლის, ზანგილანის, ხოჯალის, ხოჯავენდისა და ლაჩინის რაიონებში[436]. საღამოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის თავზე რუსული მი-24 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისა და სომხეთის სასაზღვრო სოფელ ერასხის მახლობლად. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟს ორი წევრი და დაიჭრა სამი[437][438]. აზერბაიჯანმა სასწრაფოდ გამოაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა[439][440].
შუაღამისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ხელშეკრულების ტექსტი, რომლის მიხედვითაც საომარი მოქმედებები შეწყდება 10 ნოემბრის 00:00 საათიდან; აღდამის რაიონის ოკუპირებული ტერიტორია აზერბაიჯანს დაუბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე; სომხეთი ჯარს გაიყვანს ქალბაჯარის რაიონიდან 15 ნოემბრამდე, ხოლო ლაჩინიდან — 1 დეკემბრამდე; 5 წლის განმავლობაში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მთიანი ყარაბაღისა და ლაჩინის დერეფნის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ; იქმნება სამშვიდობო ცენტრი ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის მიზნით; უზრუნველყოფილი იქნება კავშირი მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის; იძულებით გადაადგილებული პირები დაუბრუნდებიან ოკუპაციისგან განთავისუფლებულ ტერიტორიებს; განხორციელდება ტყვეთა და მიცვალებულთა გაცვლა[441][442].
გვიან ღამით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მან, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ 01:00 საათიდან (მოსკოვის დროით 00:00 საათიდან)[443]. ფაშინიანის განცხადებას მოჰყვა პუტინის დაზუსტება იმის შესახებ, რომ რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ კონტაქტის ხაზზე[444]. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ გამოიწვია ხალხის მწვავე არეულობა ერევანში, მომიტინგეები გაემართნენ საპრეზიდენტო სასახლისკენ, სომხეთის სამხედროებისთვის ძალაუფლების გადაცემის მოთხოვნით[445].
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დაახლოებით 2 000 რუსი მშვიდობისმყოფელი გაიგზავნა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში[446]. იმავდროულად, არცახის თავდაცვის არმია იტყობინება, რომ აზერბაიჯანული ჯარები ასრულებდნენ საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს ფრონტის ხაზის ყველა მთავარი მიმართულებით, სამიზნე იყო ასევე სამოქალაქო დასახლებები[447].
↑„Azerbaijani MoD: During the night battles, artillery strikes were inflicted on the enemy“(video). APA. 1 October 2020. ციტირების თარიღი: 1 October 2020. ციტატა: „During the night battles, the Azerbaijan Army Units inflicted crushing artillery strikes on the positions of the Armenian armed forces stationed in occupied territories, Ministry of Defense told APA.“
↑„Azerbaijani territory came under rocket fire from the Gorus region of Armenia“. APA.az ((ინგლისური)). 1 October 2020. ციტირების თარიღი: 1 October 2020. ციტატა: „According to the Ministry, Azerbaijani territory came under fire from the Gorus region of Armenia in the morning on October 1. Missiles fired from Armenia hit the front line in the Jabrayil-Fuzuli area.“
↑„Enemy is again shelling our human settlements“. APA.az ((ინგლისური)). 1 October 2020. ციტირების თარიღი: 1 October 2020. ციტატა: „Jojug Marjanli village of Jabrayil region, Horadiz city of Fizuli region, frontline villages of Goranboy, Tartar and Aghdam regions are under artillery fire by the Armenian armed forces, Ministry of Defense told APA.“
↑Azerbaijani MoD: Armenians shelled Tartar, Aghdam, Aghcabadi and Goranboy regions of Azerbaijan(ინგლისური) (3 October 2020). ციტატა: „Currently, the enemy is firing at our villages, and decisive response measures are being taken, Ministry of Defence of Azerbaijan told APA. On October 3, during the night, Tartar city, Sahlaabad, Gazyan, Gapanli, Gaynaq, Askipara, Husanli, Ayag Garvand, Imamgulubeyli, Garadagli, Tazakend, Muganli, Qiyameddinli, Ranjbarlar, and Tapgaragoyunlu villages of Agjabadi region were subjected to intensive artillery fire by Armenian Armed Forces.“ ციტირების თარიღი: 3 October 2020
↑President Ilham Aliyev: 'Azerbaijani army liberates a number of villages today'(ინგლისური) (3 October 2020). ციტატა: „Today, the Azerbaijani Army liberated Talysh village of Tartar region, Mehdili, Chakhirli, Ashagi Maralyan, Shaybey and Guyjag villages of Jabrayil region, Ashagi Abdurrahmanli village of Fizuli region, President of Azerbaijan Ilham Aliyev shared this information on his Twitter page, APA reports.“ ციტირების თარიღი: 3 October 2020
↑MoD: Currently, the enemy is subjecting to fire our villages(ინგლისური) (4 October 2020). ციტატა: „Currently, the Armenian armed forces are inflicting rocket strikes on the Terter city and Horadiz city of the Fizuli region from the territory of Khankendi, Ministry of Defense told APA.“ ციტირების თარიღი: 4 October 2020
↑President Ilham Aliyev: Jabrayil city and 9 villages of the region liberated from occupation(ინგლისური) (4 October 2020). ციტატა: „President İlham Aliyev said the city of Jabrayil and 9 villages of the region were liberated from the occupation: 'Today, Karkhulu, Shukurbayli, Chereken, Dashkasan, Horovlu, Mahmudlu, Jafarabad, Yukhari Maralyan, Decal villages of Jabrayil region have been liberated from occupation.'“ ციტირების თარიღი: 4 October 2020
↑Armenia fired on Azerbaijan's Mingachevir and Tartar(ინგლისური) (4 October 2020). ციტატა: „The Mingachevir and Terter cities of Azerbaijan have come under rocket fires from the Armenian armed forces has, there are wounded, the Ministry of Defence told APA.“ ციტირების თარიღი: 4 October 2020
↑Assistant to Azerbaijani President: Armenia launched a missile attack against Mingachevir city(ინგლისური) (4 October 2020). ციტატა: „Armenia's state terror against Azerbaijani civilians continues. Minutes ago Armenia's armed forces launched a missile attack against Mingachevir industrial city of Azerbaijan. Mingachevir hosts a water reservoir and a key electricity plant. Barbaric expression of desperation.“ ციტირების თარიღი: 4 October 2020
↑Hikmet Hajiyev: Armenians launched two 300 km mid range missile in Khizi and Absheron regions(ინგლისური) (4 October 2020). ციტატა: „Today, Aide to the President Hikmet Hajiyev tweeted about Armenia's missile attacks on Azerbaijani civilians and civilian infrastructure, APA reports. Mr. Hajiyev noted that 4+cassette type Smerch missiles were fired at Ganja, the second largest city of the country. Two 300-km medium-range missiles were fired at Khizi and Absheron regions. Two rockets were fired at Mingachevir, where the reservoir and power plant are located.“ ციტირების თარიღი: 4 October 2020
↑The territory of Azerbaijan came under rocket fire from Armenia(ინგლისური) (Video) (5 October 2020). ციტატა: „On October 5 in the morning, the technical means of the radar systems of the Air Defense Forces of Azerbaijan recorded the launch of rockets fired at Azerbaijan from the starting positions in the Jermuk, Gafan and Berd regions of Armenia, APA reports citing the Defence Ministry.“ ციტირების თარიღი: 5 October 2020
↑MoD: Azerbaijan's human settlements are under fire(ინგლისური) (5 October 2020). ციტატა: „At present, Horadiz city the Fizuli region, the villages of the Agjabedi region, the Terter city and the villages of this region, the Goranboy and Goygol regions are being shelled by the Armenian armed forces, the Ministry of Defence told APA.“ ციტირების თარიღი: 5 October 2020
↑Azerbaijan's Ministry of Defense: Armenia cannot supply its troops at the front(ინგლისური). Azerbaijan State News Agency (5 October 2020). ციტატა: „There is a shortage of food and fuel in the area of defense responsibility of the 1st motorized rifle regiment of the Armenian armed forces in Hadrut. Leaving their combat positions, the military personnel of the 3rd battalion of the regiment fled without permission. The drivers of the military unit, also leaving their military equipment and vehicles, fled from the combat zone.“ ციტირების თარიღი: 5 October 2020
↑MD: The Ganja city once again comes under fire(ინგლისური) (5 October 2020). ციტატა: „Armenian armed forces are once again shelling the Ganja city, APA reports quoting the Ministry of Defense.“ ციტირების თარიღი: 5 October 2020
↑„President: 'Several villages of Jabrayil were liberated from occupation'“. APA.az ((ინგლისური)). 5 October 2020. ციტირების თარიღი: 5 October 2020. ციტატა: „Today, the Azerbaijani army liberated Shikhali Agali, Sarijali, Mazra villages of Jabrayil region and several strategic heights in different directions. The successful operation of our heroic army continues. Karabakh is Azerbaijan!“
↑Ministry of Defense: The weapons and ammunition depot in Ballija was destroyed (6 October 2020). ციტატა: „As a result of an accurate fire strike by the Azerbaijan Army, the central ammunition depot in Ballija was destroyed, APA reports citing Ministry of Defense. […] a large number of various types of ammunition were had been in this military depot belonging to the Armenian army, located in the occupied territories of Azerbaijan.“ ციტირების თარიღი: 6 October 2020
↑Azerbaijani MoD: Enemy fired on our regions(ინგლისური) (6 October 2020). ციტატა: „Armenian armed forces fired on Yevlakh, Goranboy and Beylagan regions, APA reports citing press service of the Ministry of defence.“ ციტირების თარიღი: 6 October 2020
↑Azerbaijani MoD: Battles continued at the front at night(ინგლისური) (7 October 2020). ციტატა: „On the night of October 7, battles continued along the entire front, APA reports citing Ministry of Defense. Our troops conducted combat operations in various directions of the front to develop the achievements of the last days. Mutual artillery fire was registered.“ ციტირების თარიღი: 7 October 2020
↑Ministry of Defense: Azerbaijani Army has full dominance in the direction of Jabrayil(ინგლისური) (7 October 2020). ციტატა: „'Armenia's Ministry of Defense spread disinformation for the next time on so-called "losses" of our units in the direction of Jabrayil', Ministry of Defense told APA. It has been noted in the information that news, spread by the Armenian side is groundless and false: 'Our Army continues its counter-attack operations successfully in the direction of Jabrayil and has full dominant before the enemy'.“ ციტირების თარიღი: 7 October 2020
↑Video recording of Shukurbayli village of Jabrail(ინგლისური) (Video) (7 October 2020). ციტატა: „The Shukurbayli village of the Jabrayil region liberated from the occupation, APA reports citing the press service of the Ministry of Defence.“ ციტირების თარიღი: 7 October 2020
↑MoD: Armenian armed forces are subjecting to fire our human settlements(ინგლისური) (7 October 2020). ციტატა: „Armenian armed forces are subjecting to fire our human settlements, APA reports citing Azerbaijani MoD. Armenian armed forces are shelling the villages of the Terter, Barda, Aghdam, Aghjabadi, Fizuli, and Jabrayil regions. Azerbaijan Army is taking adequate actions.“ ციტირების თარიღი: 7 October 2020
↑MoD: Azerbaijani Army advances and liberates new bases(ინგლისური) (7 October 2020). ციტატა: „Today, the Azerbaijani Army has moved in certain directions, clearing the area of enemy forces by liberating new bases, Defense Ministry told APA. Large number of enemy forces, military equipment and other weapons were destroyed in the fighting.“ ციტირების თარიღი: 7 October 2020
↑MoD: Enemy is again shelling our human settlements(ინგლისური) (7 October 2020). ციტატა: „The Armenian army is subjecting to fire the human settlements of the Terter and Fizuli regions, APA reports citing Ministry of Defense.“ ციტირების თარიღი: 7 October 2020
↑„Armenia shells the human settlements of Azerbaijan“. APA.az ((ინგლისური)). 8 October 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2020. ციტირების თარიღი: 8 October 2020. ციტატა: „The Armenian armed forces are shelling the villages of Goranboy, Terter, and Aghdam regions, the Ministry of Defence told APA.“
↑„MoD: Missile launched from Armenia in the direction of Mingachevir was shot down in the sky“. APA. 9 October 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2020. ციტირების თარიღი: 9 October 2020. ციტატა: „A ballistic target launched from the territory of Armenia in the direction of Mingachevir was detected by Azerbaijan's Air Defense Systems and destroyed at an altitude of more than 20 kilometers, Ministry of Defense told APA.“
↑Azerbaijani Army liberates Hadrut settlement and eight villages from occupation – LIST(ინგლისური) (9 October 2020). ციტატა: „Villages, liberated by the Azerbaijani Army from occupation besides Hadrut settlement, have been revealed, APA reports. President Ilham Aliyev said in his address to the nation that besides Hadrut settlement, Chayli, Yukhari Guzlak, Gorazili, Gishlag, Garajali, Afandilar, Sur, and Suleymanli villages have been liberated from the occupation: 'Operation is being executed fully', stressed head of state.“ ციტირების თარიღი: 9 October 2020
↑Video of the liberated Talish village of Tartar region(ინგლისური) (video) (9 October 2020). ციტატა: „A video of the liberated village of Talysh in the Tartar region has been released, APA reports quoting the Defense Ministry.“ ციტირების თარიღი: 9 October 2020
↑MoD: Armenia is shelling Tartar city(ინგლისური) (10 October 2020). ციტატა: „Armenian armed forces, violating the humanitarian ceasefire, started shelling the city of Tarta on October 10 at 22.30, the Defense Ministry told APA.“ ციტირების თარიღი: 10 October 2020
↑Defense Ministry: Armenia spreads false information(ინგლისური) (10 October 2020). ციტატა: „The information spread by the Armenian side about the alleged missile strikes by the Azerbaijani Army on the occupied settlements is false and misinformation, the Defense Ministry told APA. "Unlike Armenia, Azerbaijan fully complies with the humanitarian ceasefire," said Ministry.“ ციტირების თარიღი: 10 October 2020
↑Staff, Reuters (2020-10-15). „Aliyev says he believes Nagorno-Karabakh conflict will be solved“. Reuters ((ინგლისური)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-27. ციტირების თარიღი: 2020-10-17. ციტატა: „Asked about a Russian proposal to deploy military observers to Nagorno-Karabakh, Aliyev said such a move should be discussed towards the end of the conflict and it could would require Azerbaijan’s approval.“
↑Situation in Artsakh's settlements and frontline relatively calm(ინგლისური) (11 October 2020). ციტატა: „According to the data in the morning the situation is relatively calmer. We don’t know how long it will last. The settlements are not under missile strikes and shelling. There are very small shootings in the frontline, small artillery is being used, small inter-positional battles are taking place. I don’t know how the day will develop“ ციტირების თარიღი: 11 October 2020
↑Ganja was fired from "Scud" missile, and not "Tochka-U"(ინგლისური) (12 October 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2020. ციტატა: „missile strike on a residential area of the city of Ganja was carried out by a Scud ballistic missile, said Gazanfar Ahmedov, executive director of the National Agency for Mine Action (ANAMA).“ ციტირების თარიღი: 12 October 2020
↑„President: "Azerbaijani Army neutralized a large group of special forces, trying to reoccupy Hadrut this night"“. APA.az ((ინგლისური)). 2020-10-12. ციტირების თარიღი: 2020-10-12. ციტატა: „They attempted to reoccupy Hadrut for several times. According to the information given to me this morning, a large group of special forces, coming from Armenia, tried to reoccupy Hadrut this night. However, from a strategic point of view, it does not have great importance for Armenia. They take such a step for just taking a selfie there, or reporting to their people.“
↑„The enemy is shelling our human settlements“. APA.az ((ინგლისური)). 19 October 2020. ციტირების თარიღი: 19 October 2020. ციტატა: „During the night, the Armenian armed forces subjected to fire the Goranboy, Terter, and Aghdam regions using mortars and artillery. Since this morning, the territory of the Aghjabedi region is under fire.“