მინგეჩაურის წყალსაცავი (აზერ. Mingəçevir su anbarı) — წყალსაცავი აზერბაიჯანის მინგეჩაურის რაიონში, მდინარე მტკვარზე. ზღვის დონიდან 71 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე — 70 კილომეტრი, სიგანე — 18 კილომეტრი. ზედაპირის ფართობი — 605 კმ². მოცულობა — 16,1 კმ³. უდიდესი სიღრმე — 75 მეტრი, საშუალო სიღრმე — 27 მეტრი. შეიქმნა ენერგეტიკული მიზნებისათვის, ასევე მდინარე მტკვრის ქვემო დინებაში წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად. გამოიყენებენ სარწყავად. მისგან სათავეს იღებს ზემოყარაბაღისა (172 კმ.) და ზემოშირვანის (123 კმ.) სარწყავი არხები.
ლიტერატურა