ჯერმუკი (სომხ. Ջերմուկ) — ქალაქი სომხეთში ვაიოც-ძორის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე არფაზე, ზანგეზურის ქედის დასავლეთ პლატოზე. ერევნიდან 175 კილომეტრი. ჯერმუკი მაღალმთიანი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. საბჭოთა პერიოდში ქალაქი პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო, განთქმული თბილი გაზაფხულით. აქ აწარმოებენ ცნობილ მინერალურ წყალ „ჯერმუკს“. სომხეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს კვლავ შესძინოს ქალაქს ტურიზმის ცენტრის მნიშვნელობა. გარდა ამისა, ასევე დაგეგმილია, რომ ჯერმუკი გახდეს მნიშვნელოვანი საჭადრაკო ცენტრი, სადაც გაიმართება მრავალი საერთაშორისო ტურნირი.[1]
დაძმობილებული ქალაქები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო