ქალბაჯარის რაიონი (აზერ. Kəlbəcər rayonu) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში, სომხეთის საზღვართან. რაიონის ტერიტორია 1993 წლის გაზაფხულზე ყარაბაღის ომის შედეგად მოექცა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ. 2020 წლის 10 ნოემბერს დადებული სამხრივი ხელშეკრულების თანახმად 15 ნოემბრიდან გადადის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ[1]. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის თანახმად, აზერბაიჯანის ქელბაჯარის რაიონი მდებარეობდა მთიანი ყარაბაღის შაუმიანისა და მარტაკერტის რაიონების ტერიტორიაზე. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ქალბაჯარი.
გეოგრაფია
ქალბაჯარის რაიონის ტერიტორია მდებარეობს ზღვის დონიდან 1 500-3 800 მეტრ სიმაღლეზე, მცირე კავკასიონის ფარგლებში მდებარე მდინარე ტერტერის ხეობაში.
რაიონის ბუნებრივ საზღვრებს აყალიბებენ დალიდაღის, მუროვდაღის, კეპესი, შიაგი-გეიჩაგელიუსა და მიხტოკენ-გეიჩის ქედები. ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე (მწვერვალი მუროვდაგი) არის 3 724 მეტრი.
ისტორია
XI საუკუნეში ერთიანი სომხური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, 1751 წლამდე, რაიონის ტერიტორია ხაჩენის სამთავროს ნაწილი იყო და მჭიდროდ იყო დასახლებული სომხებით[2].
1751-1810 წლებში ყველა სომხური სოფელი გაანადგურდა და მათი მოსახლეობა აქედან გადასახლდა ძირითადად საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში. ამავე პერიოდში დაცლილი სომხური სოფლების ტერიტორიაზე დასახლდნენ ეთნიკური ქურთები.
XVII-XIX საუკუნეებიდან ხაჩენის მთავრებმა ფაქტობრივად წარმართეს ბრძოლა სომეხთა სამთავროების ოსმალეთისა და ირანის მმართველობის წინააღმდეგ. დიდწილად მათი ძალისხმევის გამო 1813 წელს ყარაბაღი გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი.
1918-1921 წლებში ითვლებოდა სადავო ტერიტორიად სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის. 1923-1930 წლებში შედიოდა აზერბაიჯანის სსრ-ის ქურთისტანის მაზრაში.
როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ქალბაჯარის რაიონი შეიქმნა 1930 წლის 8 აგვისტოს. საბჭოთა პერიოდში, მისი ფართობი იყო 1936 კმ². მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური ქურთები იყვნენ. თუმცა, 1937 წელს, ქურთების უმეტესობა საბჭოთა ხელისუფლებამ გადაასახლა შუა აზიაში და ამ ტერიტორიაზე დასახლდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები.
1992 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანულმა არმიამ დაიპყრო ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მარდაკერტის რაიონის დიდი ნაწილი და განდევნა მისი სომეხი მოსახლეობა. ამის შემდეგ, 1992 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით ტერიტორია გადაანაწილეს მეზობელ რაიონებს შორის, რომლებშიც აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ: ქალბაჯარის რაიონი, ტერტერის რაიონი და აღდამის რაიონი.
1993 წელს სომხებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, ხოლო 1993 წლის 2 აპრილისთვის, ქალბაჯარის რაიონი მოექცა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯარების კონტროლის ქვეშ. 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაიწყო ომი. აზერბაიჯანის პრეზიდენ ილჰამ ალიევის განცხადებით კონტროლს დაუქვემდებარეს რაიონის გარკვეული ნაწილი[3]. მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად 10 ნოემბერს შეწყდა საბრძოლო მოქმედებები და ქელბაჯარის რაიონი აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს 2020 წლის 15 ნოემბერს[4]. 12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაიწყო სომხების ევაკუაცია რაიონიდან. ადგილობრივმა მოსახლეობამ სატვირთო მანქანებით დაიწყეს მთელი ქონების გატანა და მიტოვებული სახლები გადაწვეს, რათა ისინი აზერბაიჯანელებს ხელში არ ჩავარდნოდათ[5][6][7].
ღირსშესანიშნაობები
ქალბაჯარის რაიონში მდებარეობს არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის გამორჩეულია:
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო