მექსიკის მეორე იმპერია – ეწოდებოდა მექსიკის მმართველობის რეჟიმს 1864-1867 წლებში. იგი შეიქმნა საფრანეგთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მიერ, რომელმაც მექსიკის კამპანიით სცადა აღედგინა ადრეული, ნაპოლეონისეული საფრანგეთის დიდება. სამხედრო ჩარევის შედეგად (მექსიკა-საფრანგეთის ომი) მექსიკის სათავეში დასვეს ავსტრიის ერცჰერცოგი მაქსიმილიან ფერდინანდი, შემდეგში მაქსიმილიან I. საფრანგეთის დიდი მცდელობისა და ავსტრიისა და ესპანეთის სამეფო კარის მხარდაჭერით, მექსიკაში ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის მონარქიული სისტემა.
საფრანგეთს მხარს უჭერდა მექსიკის კონსერვატიული ნაწილი და დიდგვაროვნები, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ამით წერტილი დაესმებოდა რევოლუციათა ციკლს და დამყარდებოდა სტაბილურობა.