მათე ვაწაძე (დ. 17 დეკემბერი, 1988, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი.
კარიერა
ვაწაძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, 2005-2010 წლებში ჩაატარა 96 შეხვედრა და გაიტანა 42 გოლი. 2011 წელს გადავიდა რუსულ ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგაში“. რუსეთში თამაშისას გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სათამაშოდ, ხორვატიის და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ, თუმცა მან ვიზა ვერ მიიღო და ნაკრებს ვერ დაეხმარა[1]. ამის შემდეგ მათე სეზონის ბოლომდე თამაშობდა გორის „დილაში“, 2012 წლის 2 სექტემბერს, ვაწაძემ გააფორმა 3 წელიწად ნახევრიანი კონტრაქტი „ორჰუსთან“.
„ორჰუსში“ გადასვლამდე, „დილას“ რიგებში ვაწაძემ ითამაშა ევროპის ლიგის 2012-2013 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დილა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა, სადაც „მარიტიმუსთან“ დამარცხდა 2 მატჩიან ორთაბრძოლაში. ევროტურნირებზე ასევე ნათამაშები აქვს თბილისის „დინამოს“ რიგებში 2010-2011 და 2009-2010 წლის სეზონების საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ტიტულები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო