ლორენცო II მედიჩი

ლორენცო II დე მედიჩი
Lorenzo II de Medici
ფლორენციის, ურბინოს და ბოლონიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 17 მარტი 1516
მმართ. დასასრული: 4 მაისი 1519
წინამორბედი: ჯულიანო მედიჩი
მემკვიდრე: ჯულიო მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 სექტემბერი 1496
გარდ. თარიღი: 4 მაისი 1519 (26 წლის)
მეუღლე: მადლენ დე ლა ტურდე
(ქ. 1518 - გარდ. 1519)
შვილები: ეკატერინე მედიჩი
სრული სახელი: ლორენცო დი პიერო დე მედიჩი
დინასტია: მედიჩები
მამა: პიერო მედიჩი
დედა: ალფონსინა ორსინი
რელიგია: კათოლიციზმი

ლორენცო II დე მედიჩი (იტალ. Lorenzo di Pierro de' Medici; დ. 12 სექტემბერი, 1496 — გ. 4 მაისი, 1519) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ფლორენციის, ურბინოსა და ბოლონიის ჰერცოგი 1516-1519 წლებში. პიერო მედიჩისა და ალფონსინა ორსინის ვაჟი. საფრანგეთის დედოფლის, ეკატერინე მედიჩის მამა.

ბიოგრაფია

ლორენცო დაიბადა 1496 წლის 12 სექტემბერს ფლორენციაში. იგი იყო პიერო მედიჩისა და ალფონსინა ორსინის უფროსი ვაჟი. მას აგრეთვე ჰყავდა ერთი უმცროსი და — კლარისა მედიჩი. მამის ხაზით ლორენცოს ბაბუად ერგებოდა ლორენცო I ბრწყინვალე, ხოლო ბებია კლარისა ორსინი. დედის ხაზით კი ბაბუად ერგებოდა ოვერნის ჰერცოგი რობერტო დე ლა ტურდე და ეკატერინა სან სევერინო. ამ წარმომავლობის წყალობით ლორენცოს თავისუფლად შეეძლო ჰქონოდა პრეტენზია ნებისმიერ იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოზე.

ლორენცოს ტახტისაკენ მიმავალი გზის გაკვლევაში ძალიან დაეხმარა რომის პაპი ლეო X-ე, რომელმაც მას 1516 წელს ურბინოს ჰერცოგობა უბოძა. ამავე წელს 10 000-იანი არმიით დაიძრა ტოსკანისაკენ სადაც ურბინოს ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ფლორენციის ჰერცოგი. მან ფლორენციის ტახტიდან ჩამოაგდო როვერეს დინასტიის წარმომადგენელნი, იგი კვლავ მედიჩებს დაუბრუნა და თავი ფლორენციის ჰერცოგადაც გამოაცხადა. ამას გარდა ლორენცო ბოლონიის ჰერცოგადაც ითვლებოდა.

1518 წლის 5 ივნისს ლორენცომ მმართველობის განსამტკიცებლად ცოლად შეირთო ფრანგი დიდგვაროვანი ქალი, ოვერნის ჰერცოგის ასული მადლენ დე ლა ტურდე. 1519 წელს მადლენმა გოგონა გააჩინა სახელად ეკატერინე. ეს გოგონა მომავალში საფრანგეთის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი დედოფალი, ეკატერინე მედიჩი გახდა. მადლენი კი მშობიარობას გადაჰყვა. ამ მოვლენებიდან სულ რაღაც 3 კვირაში ლორენცოც გარდაიცვალა სიფილისით. ეკატერინეს აღზრდა ლორენცოს ბიძაშვილმა, რომის პაპმა კლემენტე VII-მ იკისრა.

ლორენცო და მადლენი დაკრძალულნი არიან მედიჩების საგვარეულო აკლდამაში, ფლორენციაში. მათ საფლავებს თავად მიქელანჯელოს მიერ გამოკვეთილი ქანდაკებები ამშვენებს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!