ერევნის სუბ-სარქისის ეკლესია (სომხ. Սուրբ Սարգիս Եկեղեցի, Surp Sarkis Yekeghetsi) — სომხური სამოციქულო ეკლესია ნორ-ნორქის რაიონში, სომხეთი. ეკლესიის მშენებლობა 1998 წელს დაიწყო სომეხი მოღვაწის სარქის გაბრელიანის დაფინანსებით ნიუ-იორკიდან. მთავარი გუმბათის სიმაღლე 23 მეტრია[1], სამლოცველო დარბაზის ფართობი კი - 328 კვ.მ[2]. სურბ-სარქისის ეკლესია პირველია სომხეთის ეკლესიებს შორის, რომელიც მარმარილოს იატაკის ქვემოთ დამონტაჟებული გამათბობელი სისტემით თბება.