ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი) — ქართული ეკლესია სომხეთში, მას ქართულად ძელი ჭეშმარიტისა ეწოდება. სახელწოდებას ორნაირი მნიშვნელობა აქვს. ჰუნე ვანქ — ბერძენთა მონასტერი და ჰუნე ვანქ — ძველი მონასტერი, ქალკედონიანთა მონასტრის მნიშვნელობით. ვახუშტი ამ მონასტრის შესახებ წერს:
„კვალად დასავლით ამის არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა — მშვენიერი, ამ ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავთ სომეხთვე.“
პროფესორმა კ. ღაფადარიანმა სიტყვა ძელი ძველთან მსგავსების გამო ძველად აღიარა, რაც სომეხმა მეცნიერებმაც არ გაიზიარეს. ეს ცნობა პ. მურადიანმა სათუოდ მიიჩნია და აღნიშნა — ვახუშტი თავის „საქართველოს გეოგრაფიულ აღწერას“, როდესაც რომელიმე ეკლესიას, მონასტერს თუ ციხესიმაგრეს აღწერს, გარდა საისტორიო წყაროებისა, ეყრდნობა ხალხის ისტორიულ მეხსიერებას.
„ყოველ ეჭვისგარეშეა, რომ ეს ძეგლი თავდაპირველად სომეხ ანტიქალკედონიანთა კერა ყოფილა, შემდეგ კი XII საუკუნიდან ქალკედონიანთა ხელში გადასულა, რის აღმნიშვნელნი არიან XII-XIII საუკუნეების ქართული ასომთავრული წარწერები მის გარე კედლებზე.“