ქვეყნები რომელთაც უკვე აირჩიეს მონაწილე ან სიმღერა ვერ გადალახეს ნახევარფინალი ქვეყნები რომლებიც ადრე იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ უარი განაცხადეს 2017 წელს
ხმის მიცემა
ხმის მიცემის სისტემა
თითოეული ქვეყანა საუკეთესო 10 სიმღერას აფასებს 12, 10, 8–1 ქულით ორ ნაწილად, პროფესიონალური ჟიურის შეფასებითა და ტელემაყურებელთა ხმებით.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2017 — ევროვიზიის სიმღერის 62-ე კონკურსი, რომელიც გაიმართება კიევში (უკრაინა). უკრაინამ კონკურსის მასპინძლობის უფლება მოიპოვა 2016 წლის კონკურსშიჯამალას სიმღერის „1944“ გამარჯვების შედეგად. ეს იქნება მეორედ ჩატარებული კონკურსი კიევში, მას შემდეგ, რაც 2005 წელს ჩატარდა. კონკურსი შედგება ორი ნახევარფინალისგან, რომელიც გაიმართება 9 და 11 მაისს და ფინალი 13 მაისს 2017 წელს. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ 42 ქვეყნის წარმომადგენლები.
2016 წლის 9 სექტემბერს ევროვიზიის ჩატარების ადგილად არჩეულ იქნა კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი, რაც უკრაინის ყველაზე დიდ საგამოფენო სივრცეს წარმოადგენს. საგამოფენო ცენტრი არის მრავალი საერთაშორისო კულტურული და საქმიანი ღონისძიების ჩატარების ადგილი.
2016 წლის 31 ოქტომბერს გამოცხადებული იყო, რომ 2017 წლის კონკურსში მონაწილეობას მიიღებდა 42 ქვეყანა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდნენ პორტუგალია და რუმინეთი, თუმცა გავიდა ბოსნია და ჰერცეგოვინა. კონკურსი აგრეთვე დატოვა რუსეთმა, მას შემდეგ, რაც მის წარმომადგენელ, იულია სამოილოვას, აუკძალეს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ვიზიტის გამო.
დაბრუნება
პორტუგალია — RTP-ის რესტრუქტურიზაციის შემდეგ პორტუგალია ბრუნდება კონკურსში[1].
რუმინეთი — დისკვალიფიკაციის შემდეგ რუმინეთი ბრუნდება კონკურსში[2].
მონაწილეობაზე უარის თქმა
ანდორა — ანდორის რადიო და ტელევიზიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ანდორა არ აპირებს 2017 წლის კონკურსში დაბრუნებას[3].
სლოვაკეთი — ფინანსური ხარჯებიდან გამომდინარე, სლოვაკეთი არ იღებს მონაწილეობას 2012 წლიდან, განაცხადა ეროვნულმა მაუწყებელმა „Rozhlas a televízia Slovenska“ (RTVS)[3].
თურქეთი — თურქეთის ტელე-რადიო კომპანიამ (TRT) განაცხადა, რომ ის აგრძელებს კონკურსის ბოიკოტს[8].
პირველი ნახევარფინალი
პირველ ნახევარფინალში მონაწილეობას 18 სახელმწიფოს წარმომადგენელი მიიღებს. ხმის მიცემის უფლება ასევე ექნება დიდი ხუთეულის სამ სახელმწიფოს — იტალიას, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოს[9].
მეორე ნახევარფინალში მონაწილეობას 18 სახელმწიფოს წარმომადგენელი მიიღებს. ხმის მიცემის უფლება ასევე ექნება დიდი ხუთეულის ორ სახელმწიფოს — საფრანგეთსა და გერმანიას, ასევე მასპინძელ ქვეყანას — უკრაინას[9].