დავით ყიფიანი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფიანი.
დავით ყიფიანი
დავით ყიფიანი 1981 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავით დავითის ძე ყიფიანი
დაბადების
თარიღი
18 ივნისი, 1951
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
17 სექტემბერი, 2001
(50 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველო
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1964–1966 თბილისის 35-ე სკოლა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1968 ლოკომოტივი 1 (0)
1969 დინამო თბ. 0 (0)
1970 ლოკომოტივი 28 (3)
1971–1982 დინამო თბ. 246 (79)
ეროვნული ნაკრები
1974–1981 სსრ კავშირი 19 (7)
სამწვრთნელო კარიერა
1984–1985 დინამო თბილისი
1988 დინამო თბილისი
1990–1991 დინამო თბილისი
1992–1993 ოლიმპიაკოსი
1995–1997 დინამო თბილისი
1997 საქართველო
1998 რასინგი მეხელენი
1998 შინიკი
1999–2001 ტორპედო ქუთაისი
2000–2001 საქართველო
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დავით ყიფიანი (დ. 18 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 სექტემბერი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980), და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981).[1] ღირსების ორდენის კავალერი.

1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[2][3] რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი.[6][7][8][9] საქართველოს სპორტული საზოგადოების, სპორტული ჟურნალისტების, საფეხბურთო სპეციალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა განსაკუთრებული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით.[10][11]

საკლუბო კარიერა

დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს, თბილისში დაიბადა. ფეხბურთის თამაში დაიწყო 35-ე სკოლაში მწვრთნელ ფ. ჭელიძის ხელმძღვანელობით.[12]

1968 წელს, ყიფიანი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, სოჭში გამართული „იმედის თასის“ გამარჯვებული გახდა. იმავე წელს ამ გუნდმა თბილისში, საბჭოთა კავშირის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2–1 დაამარცხა.[13]

1970 წელს თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ (1970), ხოლო 1971–1982 წლებში — თბილისის „დინამოში“.

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[14][15][16][17][18]

საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; ევროტურნირებზე — 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981).

სანაკრებო კარიერა

1974–1981 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 19 მატჩი ითამაშა და 7 ბურთი გაიტანა.[19][20][21]

პირველად ეროვნული ნაკრების მაისურით 1974 წლის 17 აპრილს, იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ქალაქ ზენიცაში, სტადიონ „ბილინო პოლეზე“ გაიმართა. დავით ყიფიანი მინდორზე შეხვედრის მეორე ნახევარში გამოვიდა ვლადიმერ ფედოტოვის ნაცვლად და უკვე ოთხ წუთში შეძლო მეტოქის კარის აღება — თავისი პირველი და ამავე დროს გამარჯვების მომტანი გოლი პირველივე სანაკრებო შეხვედრაში. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრაც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 46-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული დავით ყიფიანი 68-ე წუთზე მანუჩარ მაჩაიძემ შეცვალა, რომლისთვისაც აღნიშნული შეხვედრა, ასევე სადებიუტო იყო სანაკრებო კარიერაში. მაჩაიძისა და ყიფიანის გარდა, თბილისის დინამოელთაგან საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა რევაზ ძოძუაშვილიც.[22]

სანაკრებო მატჩები და გოლები

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 17.04.1974 ზენიცა იუგოსლავია იუგოსლავიის დროშა 0–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური გოლი 50' შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'შეცვლაზე გამოყვანა 68 წუთის შემდეგ 68' [23]
2 23.03.1977 ბელგრადი იუგოსლავია იუგოსლავიის დროშა 2–4 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური გოლი 54' შეცვლაზე გამოყვანა 68 წუთის შემდეგ 68' [24]
3 24.04.1977 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 2–0 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი მსოფ. შეს. გოლი 77' [25]
4 30.04.1977 ბუდაპეშტი უნგრეთი უნგრეთის დროშა 2–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ მსოფ. შეს. გოლი 88' შეცვლაზე შესვლა after 60 წუთი 60' [26]
5 10.05.1977 ათენი საბერძნეთი საბერძნეთის დროშა 1–0 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ მსოფ. შეს. [27]
6 18.05.1977 თბილისი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 2–0 უნგრეთის დროშა უნგრეთი მსოფ. შეს. [28]
7 28.07.1977 ლაიფციგი გდრ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა 2–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [29]
8 26.02.1978 მარაქეში მაროკო მაროკოს დროშა 2–3 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 77 წუთი 77' [30]
9 05.04.1978 ერევანი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 10–2 ფინეთის დროშა ფინეთი ამხანაგური გოლი 18' [31]
10 14.05.1978 ბუქარესტი რუმინეთი რუმინეთის დროშა 0–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 73 წუთის შემდეგ 73' [32]
11 19.11.1978 ტოკიო იაპონია იაპონიის დროშა 1–4 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [33]
12 23.11.1978 ტოკიო იაპონია იაპონიის დროშა 1–4 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური გოლი 5'59' [34]
13 27.11.1978 ოსაკა იაპონია იაპონიის დროშა 0–3 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [35]
14 19.05.1979 თბილისი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 2–2 უნგრეთის დროშა უნგრეთი ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 70 წუთი 70' [36]
15 27.06.1979 კოპენჰაგენი დანია დანიის დროშა 1–2 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [37]
16 04.07.1979 ჰელსინკი ფინეთი ფინეთის დროშა 1–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 70 წუთის შემდეგ 70' [38]
17 05.09.1979 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 1–0 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გდრ ამხანაგური [39]
18 12.09.1979 ათენი საბერძნეთი საბერძნეთის დროშა 1–0 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46' [40]
19 30.05.1981 რექსემი უელსი უელსის დროშა 0–0 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ მსოფ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 84 წუთის შემდეგ 84' [41]

სამწვრთნელო კარიერა

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. იყო თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, იაროსლავლის „შინიკის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ (1990, 1995, 1996, 1997) და ქუთაისის „ტორპერდო“ (2000, 2001) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე „დინამომ“ (1995, 1996, 1997) და „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.[19]

სტატისტიკა

საკლუბო

კლუბი[42] წელი ჩემპიონატი თასი ევროთასები ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ლოკომოტივი თბ. 1968 1 0 1 0
Total 1 0 1 0
დინამო თბილისი 1969
Total
ლოკომოტივი თბ. 1970 28 3 1 0 29 3
Total 28 3 1 0 29 3
დინამო თბილისი 1971 23 3 1 0 24 3
1972 28 7 3 0 2 [43] 1 33 8
1973 20 5 3 0 5 3 28 8
1974 5 1 3 4 8 5
1975 24 12 2 1 26 13
1976 18 9 5 5 2 [44] 1 25 15
1977 27 14 5 2 32 16
1978 25 7 6 1 4 1 35 9
1979 22 3 2 1 4 2 28 6
1980 31 8 7 3 4 0 42 11
1981 18 8 1 0 5 0 24 8
1982 4 2 1 2 4 0 9 4
ჯამში 245 79 34 17 35 10 314 106
სულ ჯამში 274 82 35 17 35 10 344 109

სანაკრებო

საბჭოთა კავშირი[45][46]
წელი მატჩი გოლი
1974 1 1
1975
1976
1977 6 3
1978 6 3
1979 5 0
1980
1981 1 0
ჯამში 19 7

ფაქტები

დავით ყიფიანი № 2729

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც დავით ყიფიანი 1976 წლის საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[47]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად დავით ყიფიანი (მიხეილ მესხის, ბორის პაიჭაძისა და სლავა მეტრეველის შემდეგ) საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[48][49]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — დავით ყიფიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[50]

2014 წელს ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს.[51]

1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0–4).

2001 წელს მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას.

მის სახელს ატარებს საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.

მიღწევები

გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
გაზ. „ლელო“, 16 იანვარი, 1979
გიგლა ფირცხალავას მეგობრული შარჟი.

საკლუბო

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980[52][53][54][55]
კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973[56]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1976
საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები
ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1976

ინდივიდუალური

33 საუკეთესო
  • №1: 1977, 1978
  • №2: 1976, 1980, 1981
  • №3: 1973, 1975, 1979

სამწვრთნელო

საქართველოს დროშა დინამო თბილისი
უმაღლესი ლიგა
საქართველოს თასი
საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
უმაღლესი ლიგა
საქართველოს თასი

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · FootballFacts.ru · National Football Teams · WorldFootball.net · КЛИСФ
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · Alamy · Getty Images
მედია
ეპოქა და ადამიანი · საუკუნის პორტრეტები · 60 კითხვა · Goal.ge

სქოლიო

  1. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 56
  2. ბერიშვილი, ე., 2013, გვ. 194
  3. Soviet Union - Player of the Year Awards
  4. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
  5. Список 33 лучших футболистов сезона в СССР
  6. ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი
  7. Gorgodze, Giorgi. Davit Kipiani – The „Moving Feast“ of Football. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-08. ციტირების თარიღი: 2019-06-01.
  8. Moñino, Ladislao J.. Diálogos en la tumba de Kipiani. El cementerio georgiano acoge conversaciones entre exjugadores del Dínamo de Tblisi.
  9. Kahl, Sebastian. Who Was David Kipiani? (Talks and writes about football history).
  10. კარიერა ფრაზებში: დავით ყიფიანი
  11. დღესასწაულის წადილი: წიგნი ყიფოს იუბილესთვის
  12. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., 1981, გვ. 11
  13. „დათო, უნდა ითამაშო, სანამ ფეხები დაგემორჩილება“
  14. კარაველას თასი. fcdinamo.ge
  15. Trofeo Colombino de fútbol
  16. Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон). fc-dynamo.ru
  17. IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru
  18. „კარაველას“ რაინდები. opentext
  19. 19.0 19.1 ქართული სპორტის საუკუნე – დაუვიწყარი სახელები: დავით ყიფიანი
  20. „ზედმეტად ქართველი“ ფეხბურთელი — რატომ არ წაიყვანეს 1982 წლის მსოფლიო პირველობაზე დავით ყიფიანი
  21. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
  22. Yugoslavia 0–1 Soviet Union / International Friendly
  23. Yugoslavia 0–1 USSR / Friendly
  24. Yugoslavia 2–4 USSR / Friendly
  25. USSR 2–0 Greece / World Cup Qualifiers
  26. Hungary 2–1 USSR / World Cup Qualifiers
  27. Greece 1–0 USSR / World Cup Qualifiers
  28. USSR 2–0 Hungary / World Cup Qualifiers
  29. East Germany 2–1 USSR / Friendly
  30. Morocco 2–3 USSR / Friendly
  31. USSR 10–2 Finland / Friendly
  32. Romania 0–1 USSR / Friendly
  33. Japan 1–4 USSR / Friendly
  34. Japan 1–4 USSR / Friendly
  35. Japan 0–3 USSR / Friendly
  36. USSR 2–2 Hungary / UEFA Euro 1980 Qualifying
  37. Denmark 1–2 USSR / Friendly
  38. Finland 1–1 USSR / UEFA Euro 1980 Qualifying
  39. USSR 1–0 East Germany / Friendly
  40. Greece 1–0 USSR / UEFA Euro 1980 Qualifying
  41. Wales 0–0 USSR / World Cup Qualifiers
  42. David Kipiani Club Statistics. footballfacts.ru.
  43. 1972–73 UEFA Cup
    Dinamo Tbilisi 3–2 Twente.
    Twente 2–0 Dinamo Tbilisi.
  44. 1976–77 UEFA Cup Winners' Cup
    Dinamo Tbilisi Aggregate: 3–1 Cardiff City.
    Dinamo Tbilisi Aggregate: 1–5 MTK-VM Budapest.
  45. David Kipiani
  46. David Kipiani International Statistics. footballfacts.ru.
  47. საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.
  48. XX საუკუნის რჩეულები
  49. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  50. თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
  51. გაზეთმა „ლელომ“ 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპერტსმენები დააჯილდოვა
  52. "Шахтер" (Донецк) 2–1 "Динамо" (Тб.) / Финал დაარქივებული 2023-04-18 საიტზე Wayback Machine. // fc-dynamo.ru
  53. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980
  54. Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей"
  55. Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
  56. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა
  57. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1978, გვ. 23, 41–44
  58. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 34, 94
  59. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 28, 63
  60. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1986, გვ. 58
  61. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 78
  62. Кипиани, Давид Давидович

Read other articles:

John Ford dengan potret dan Oscar, sekitar tahun 1946 John Ford (1894-1973) adalah seorang sutradara Amerika yang berkarier dari 1913 sampai 1971.[1] Pada masa itu, ia menyutradarai lebih dari 140 film. Lahir di Maine, Ford masuk industri pembuatan film tak lama setelah lulus dari perguruan tinggi dengan bantuan kakaknya, Francis Ford, yang menjadikan dirinya sendiri sebagai pemeran utama dan sutradara untuk Universal Studios.[2] Setelah berkarya sebagai pemeran, asisten sutra...

 

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (مارس 2022) استفتاء الاستقلال الأوكراني هل تؤيد قانون إعلان استقلال أوكرانيا؟ نتيجة الاستفتاءالتاريخ1 ديسمبر 1991 النتائج الأصوات % نعم 28٬804٬071 92٫26% لا 2٬417٬554 7٫74% الأصوات ا...

 

 

Coupe du monde de combiné nordique 2007-2008 Généralités Sport Combiné nordique Organisateur(s) FIS Éditions 25e édition Date du 30 novembre 2007 au 9 mars 2008 Épreuves 20 Site web officiel fis-ski.com Palmarès Vainqueur Ronny Ackermann Navigation 2006–2007 2008–2009 modifier KuusamoKuusamo TrondheimTrondheim Ramsau am DachsteinRamsau am Dachstein OberhofOberhof SchonachSchonach Val di FiemmeVal di Fiemme KlingenthalKlingenthal Seefeld in TirolSeefeld in Tirol LiberecLibere...

American baseball player (born 1963) Baseball player Bryan HickersonHickerson in Iraq in 2008PitcherBorn: (1963-10-13) October 13, 1963 (age 60)Bemidji, Minnesota, U.S.Batted: LeftThrew: LeftMLB debutJuly 25, 1991, for the San Francisco GiantsLast MLB appearanceSeptember 23, 1995, for the Colorado RockiesMLB statisticsWin–loss record21–21Earned run average4.72Strikeouts279 Teams San Francisco Giants (1991–1994) Chicago Cubs (1995) Colorado Rockies (199...

 

 

Cicerale Gemeente in Italië Situering Regio Campanië (CAM) Provincie Salerno (SA) Coördinaten 40° 21′ NB, 15° 8′ OL Algemeen Oppervlakte 41,1 km² Inwoners (1 januari 2018) 1.194[1] (33 inw./km²) Overig Postcode 84053 Netnummer 0974 ISTAT-code 065042 Portaal    Italië Cicerale is een gemeente in de Italiaanse provincie Salerno (regio Campanië) en telt 1317 inwoners (31-12-2004). De oppervlakte bedraagt 41,1 km², de bevolkingsdichtheid is 33 inwoners per km

 

 

Celeste CaeiroInformación personalNombre de nacimiento Celeste Martins Caeiro Nacimiento 2 de mayo de 1933 (90 años)Socorro (Portugal) Nacionalidad PortuguesaLengua materna Portugués Información profesionalOcupación Camarera y modista Seudónimo Celeste dos Cravos [editar datos en Wikidata] Celeste Martins Caeiro (Socorro, 2 de mayo de 1933) es la mujer que, el día 25 de abril de 1974, distribuyó claveles a los militares que llevaban a cargo el golpe de Estado para derrotar e...

Historical South African Nazist movement/paramilitary For other uses, see Greyshirt (disambiguation). Greyshirts or Gryshemde is the common short-form name given to the South African Gentile National Socialist Movement, a South African Nazi movement that existed during the 1930s and 1940s. Initially referring only to a paramilitary group, it soon became shorthand for the movement as a whole. The NSDAP/AO arrived in South Africa in 1932 and as a result a number of groups sympathetic to Nazism ...

 

 

Вчення Вознесених Владик Діячі Гай Баллард · Една Баллард[en] · Д. Іннесент[en] · Марк Профет[en] · Елізабет Профет · Тетяна Мікушина Організації Рух «Я Єсмь» · Міст Свободи[en] · Вершинний Маяк · Церква Вселенська і Тріумфуюч...

 

 

アリスティディス・コンスタンティニディスAristidis Konstantinidis 個人情報本名 Αριστίδης Κωνσταντινίδης(ギリシャ語) アリスティディス・コンスタンティニディス国籍 ギリシャ王国チーム情報分野 ロードレース & トラックレース役割 選手グランツール最高成績主要レース勝利 アテネ五輪 個人ロード 1896 獲得メダル  ギリシャ ロードレース オリンピッ...

English academic Colin ThorneBornSeptember 1952 (age 71)Alma materUniversity of East AngliaAwardsBack Award (2016)Scientific careerInstitutionsUniversity of NottinghamQueen Mary University of LondonColorado State UniversityThesisProcesses of Bank Erosion in River Channels (1978)Doctoral advisorRichard Hey Colin Reginald Thorne (born September 1952) is Chair of Physical Geography at the University of Nottingham.[1] A fluvial geomorphologist with an educational backg...

 

 

Duta Besar Republik Kongo untuk IndonesiaPetahanaFelix Ngomasejak 2019 Berikut adalah daftar duta besar Republik Kongo untuk Republik Indonesia. Nama Kredensial Selesai tugas Ref. Felix Ngoma 13 Februari 2019 [1][cat. 1] Catatan ^ Berkedudukan di Tokyo. Lihat pula Daftar Duta Besar Indonesia untuk Republik Kongo Daftar duta besar untuk Indonesia Referensi ^ Presiden Jokowi Terima Surat Kepercayaan 11 Duta Besar Negara Sahabat. Kementerian Sekretariat Negara Republik Indon...

 

 

Constituency of the Maharashtra legislative assembly in India Akole Vidhan Sabha seat is one of the seats in Maharashtra Legislative Assembly in India.[1] It is a segment of Shirdi lok Sabha seat. Both Akole assembly and Shirdi parliamentary seats came into existence after constituency map of India was redrawn in 2008.[2] Overview Akole (constituency number 216) is one of the twelve Vidhan Sabha constituencies located in the Ahmednagar district. It comprises part of Sangamner ...

Byōsoku Go Senchimētoru秒速5センチメートル(Byōsoku Go Senchimētoru)CreadorMakoto ShinkaiGéneroAnimaciónDramaRomance PelículaByōsoku Go SenchimētoruDirectorMakoto ShinkaiEstudioCoMix Wave FilmsLicenciado por Selecta Visión Discotek MediaDistribuidor AniFestFecha de estreno3 de marzo de 2007 (Japón)22 de septiembre de 2012 (España)21 de marzo de 2015 (México)Duración64 minutosIdioma(s)Japonés Ficha en Anime News Network NovelaEditorialMedia FactoryPrimera publicación19 ...

 

 

Species of butterfly Eumedonia eumedon Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Arthropoda Class: Insecta Order: Lepidoptera Family: Lycaenidae Genus: Eumedonia Species: E. eumedon Binomial name Eumedonia eumedon(Esper, 1780) Synonyms Papilio eumedon Esper, 1780 Aricia eumedon Plebejus eumedon Cupido fylgia Spangberg, 1876 Eumedonia eumedon, the geranium argus, is a butterfly of the family Lycaenidae. It is found in the Palearctic realm. This butterfly has be...

 

 

Wapen van Susteren (1984) Het wapen van Susteren is het wapen van de voormalige Limburgse gemeente Susteren. Het heeft twee verschijningsvormen gekend, maar beide keren wel met twee vrouwen met op een hand een vogel. Bij het eerste wapen stonden de vrouwen nog in het wapen, of op het schild, en bij het tweede wapen stonden de vrouwen naast het schild en hielden het schild vast. Geschiedenis Hoewel het dorp Susteren gesticht is rond een klooster, in eerste instantie een monnikenklooster en lat...

Road in Hungary M51 expresswayM51-es autóútRoute informationLength9 km (5.6 mi)Major junctionsFrom M0 in BudapestTo M5 in Budapest LocationCountryHungaryMajor citiesBudapest Highway system Roads in Hungary Highways Main roads Local roads The M51 motorway is a 2x2 road without hard shoulder between the 51 road and the M5 motorway. It was part of M0 motorway until 2013 when it was renamed. Many people[who?] still mistakenly call it M0. The bypass of road 51 around Dunah...

 

 

Terrorist attack in Charleroi, Belgium 2016 stabbing of Charleroi police officersPart of Terrorism in Belgium and Islamic terrorism in EuropeTour bleue (Blue tower) by Jean Nouvel, the police headquarter of Charleroi.Location of Charleroi in BelgiumLocationCharleroi, BelgiumDate6 August 2016 (UTC+02:00)Attack typeKnife attackWeaponsMacheteDeaths1 (the perpetrator)Injured2PerpetratorKhaled Babbouri[1]MotiveIslamic extremism On 6 August 2016, a man attacked two policewomen with a machet...

 

 

探戈 音乐类型(英語:music genre),或称音乐流派,是对于音乐作品归属的传统性分类[1]。它与音樂形式并不相同,尽管在现实中有时会混用。 音乐可以以不同方式分属不同的类型。音乐的艺术本质决定了,这样的分类往往是专断且陈腐的,而且许多类型往往会相互交叉。对于类型的分类有许多学术著作。在道格拉斯·M·格林的《声调音乐的形式》(Form in Tonal Music)...

Cinema of theUnited Kingdom List of British films British horror 1888–1919 1920s 1920 1921 1922 1923 19241925 1926 1927 1928 1929 1930s 1930 1931 1932 1933 19341935 1936 1937 1938 1939 1940s 1940 1941 1942 1943 19441945 1946 1947 1948 1949 1950s 1950 1951 1952 1953 19541955 1956 1957 1958 1959 1960s 1960 1961 1962 1963 19641965 1966 1967 1968 1969 1970s 1970 1971 1972 1973 19741975 1976 1977 1978 1979 1980s 1980 1981 1982 1983 19841985 1986 1987 1988 1989 1990s 1990 1991 1992 1993 19941995 ...

 

 

Pantai Pomerania (Darss). Pantai di Australia. Berkas:Pantai Pulau Cubadak, Pesisir Selatan, Sumatera Barat 2.jpgPemandangan Pantai di Pesisir Selatan, Sumatera Barat. Pantai atau pesisir adalah sebuah bentuk geografis yang terdiri dari pasir, dan terdapat di daerah pesisir laut. Daerah pantai menjadi batas antara daratan dan perairan laut.[1] Kawasan pantai berbeda dengan pesisir walaupun antara keduanya saling berkaitan. Panjang garis pantai diukur mengeliling seluruh pantai yang me...

 

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!