კახი ასათიანი
კახი ასათიანი (დ. 1 იანვარი , 1947 , თელავი , საქართველოს სსრ — გ. 20 ნოემბერი , 2002 , თბილისი , საქართველო ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი , ნახევარმცველი . იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1968 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1967). საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1978).
ბიოგრაფია
კახი ასათიანი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში.
საკლუბო კარიერის მანძილზე მხოლოდ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 218 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol ) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[ 2] [ 3] [ 4]
საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩაატარა 16 მატჩი და გაიტანა 5 გოლი. საბჭოთა ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში . პირველი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი (1987) და გუნდის უფროსი (1978–1982), საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრი (1991–1992), საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე (1993–2000). მოგვიანებით, კერძო ბიზნესში გადავიდა. იკავებდა „აირზენას“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.
2002 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, დაუდგენელმა პირებმა კახი ასათიანი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.[ 5] [ 6] [ 7]
მიღწევები
საკლუბო
დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
კარაველას თასი
ინდივიდუალური
33 საუკეთესო
ფაქტები
სამჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ერთხელ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო ნახევარმცველად .[ 11] [ 12] [ კომ. 2] [ 13]
პირველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — კახი ასათიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[ 14]
ბიბლიოგრაფია
აკოფოვი, გარუნ , ფეხბურთი 1967 : ცნობარი-კალენდარი , : საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1967.
აკოფოვი, გარუნ , ფეხბურთი 1968 : ცნობარი-კალენდარი , : საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1968.
აკოფოვი, გარუნ , ფეხბურთი—71 : ცნობარი-კალენდარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1971.
აკოფოვი, გარუნ , ფეხბურთი—72 : ცნობარი-კალენდარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1972.
აკოფოვი, გარუნ , ფეხბურთი—73 : ცნობარი-კალენდარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1973.
აკოფოვი, გარუნ , ფეხბურთი—74 : ცნობარი-კალენდარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1974.
აკოფოვი, გარუნ , ფეხბურთი—75 : ცნობარი-კალენდარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1975.
აკოფოვი, გარუნ , ფეხბურთი—76 : ცნობარი-კალენდარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1976.
აკოფოვი, გარუნ , ფეხბურთი—77 : ცნობარი-კალენდარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1977.
აკოფოვი, გარუნ , ფეხბურთი—78 : ცნობარი-კალენდარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978.
აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. , ფეხბურთი—79 : ცნობარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979.
აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. , ფეხბურთი—80 : ცნობარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980.
აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. , ფეხბურთი—82 : ცნობარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982.
აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ. , გზა თასისაკენ : ცნობარი , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981.
აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. , მეორედ — ოლიმპზე , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979.
აკოფოვი, გარუნ , ასე ნანატრი გამარჯვება , : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1976.
ბერიშვილი, ელგუჯა , ქართული სპორტის ოქროს წიგნი , : პალიტრა L, 2013 .
თედორაძე, ზურაბ , თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989 , : სტამბა–96, 1999.
თედორაძე, ზურაბ , თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989 , , 2002.
თედორაძე, ზურაბ , საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991 , , 2001.
Алимов, И. , Советские клубы в розыгрышах европейских кубковых турнирах 1965–1990 гг. , Душанбе: ЦК КП Таджикистана, 1991. — გვ. 40–46. 88 გვ.
Лукосяк, Ю. П. , Советские клубы в европейских кубках. 1965–1991 гг. , Спб.: Тайм-Аут, 1991.
Савин, А.В. , История футбола - игроки, тренеры, судьи , : Терра-спорт, 2001. — გვ. 37–38. 367 გვ.
პერიოდიკა
რესურსები ინტერნეტში
კომენტარები
სქოლიო
↑ დაჯილდოება // „ლელო“ , 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
↑ კარაველას თასი . fcdinamo.ge
↑ Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон)
↑ IX Trofeo Colombino de fútbol
↑ გოგიშვილი, კ. რატომ მოკლეს კახი ასათიანი . „ოლიმპი“, 22 ნოემბერი, 2002.
↑ Vice-President of Georgian Air Company Shot . civil.ge
↑ ტრაგედიის მოკლე ქრონიკა // „ლელო“, 22 ნოემბერი, 2002, № 91 (11650), გვ. 1.
↑ Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1970
↑ „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი
↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა
↑ 33 лучших футболистов сезона в СССР
↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
↑ Всё о футболе. - М.: "ФиС", 1972. — გვ. 326.
↑ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ