დავით კაციტაძე

დავით (დევი) კაციტაძე
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 1928
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 30 მაისი, 2009 (80 წლის)
თბილისი
პროფესია ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, ირანისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. დავით კაციტაძემ თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის, კერძოდ კი ირანისტიკის განვითარებაში.
მეუღლე(ები) ელენე ცაგარეიშვილი
შვილ(ებ)ი გიორგი კაციტაძე
მშობლები მამა: ვარლამ კაციტაძე
დედა: მარიამ სირაძე
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი ღირსების ორდენი (საქართველო)
მიხეილ ჯავახიშვილის მედალი (ორგზის)

დავით (დევი) კაციტაძე (დ. 8 ნოემბერი, 1928, თბილისი — გ. 30 მაისი, 2009, თბილისი) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, ირანისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. დავით კაციტაძემ თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის, კერძოდ კი ირანისტიკის განვითარებაში. იგი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის: სტატია, მონოგრაფია, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ირანის ისტორიაში, სპარსული საისტორიო ტექსტების ქრესტომათია (ჯემშიდ გიუნაშვილთან თანაავტორობით ) ავტორი.[1]

დავით ( დევი ) კაციტაძე დაიბადა 1928 წლის 8 ნოემბერს ვარლამ კაციტაძისა და მარიამ სირაძის ოჯახში. საშუალო განათლება თბილისის მე-18 (ამჟამინდელი 53-ე საჯარო სკოლა) საშუალო სკოლაში მიიღო. დავით კაციტაძე კლასში და ზოგადად, სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. იგი თანაბარი ინტერესითა და მონდო მებით სწავლობდა ყველა საგანს, თუმცა განსაკუთრებულ სიყვარულსა და ინტერესს ისტორიის მიმართ იჩენდა. 1947 წელს დავით კაციტაძემ ვერცხლის მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა.[2]

გიორგი ახვლედიანის რჩევით სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო სპარსული ენისა და ლიტერატურის განხრით . 1948-1950 წლებში დევი კაციტაძე მძიმე ავადმყოფობის გამო იძულებული იყო დროებით ჩამოშორებოდა სასწავლო პროცესს. 1950 წლის სექტემბრიდან კი მან სწავლა ირანის ისტორიის სპეციალობით გააგრძელა. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები და პედაგოგები: ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ახვლედიანი, იუსტინე აბულაძე, ვარლამ თოფურია, ლეონ მელიქსეთ - ბეგი, ვალერიან გაბაშვილი და სხვ. უნივერსიტეტში კაციტაძის თანაკურსელები იყვნენ შემდეგში ცნობილი მეცნიერები: თეო ჩხეიძე, მარიამ ნედასპასოვა, თამაზ გამყრელიძე, ალექსანდრე გვახარია, გრიგოლ გიორგაძე და სხვები. [2]

დავით კაციტაძე აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ეწეოდა, იგი სწავლასთან ერთად სამეცნიერო კვლევებსაც აწარმოებდა, მონაწილეობდა არაერთ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. 1953-1955 წლებში დავით კაციტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს ნიკო კეცხოველთან , რომელმაც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.[2]

1955 წელს უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, დავით კაციტაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. ასპირანტურაში მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, ვალერიან გაბაშვილი. [2]

ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო დახასიათებაში ვალერიან გაბაშვილი კაციტაძეს ახასიათებდა, როგორც ბეჯით და წიგნიერ სტუდენტს. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები ყურადღებას იქცევდა საგნისა და საკითხის კარგი ცოდნით, მსჯელობისა და წერის კულტურით, წყაროების (მათ შორის — სპარსულის) ფართოდ გამოყენებით. დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველა საჭირო მონაცემები მოეპოვება იმისათვის, რათა წარმატებით განაგრძოს მუშაობა ასპირანტურაში“, აღნიშნავდა ვალერიან გაბაშვილი. 1955 - 1959 წლებში, ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, კაციტაძე რამდენჯერმე იყო მივლენილი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსების ლექციების მოსასმენად, სპარსული წყაროების შესასწავლად და უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის გასაცნობად. იმ პერიოდში მან შემდეგი სახის სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოები შეასრულა: „ფეოდალური ხანის ქართული ისტორიოგრაფია“, „სათათრო გამოსაღები გვიანფეოდალურ საქართველოში“, დაწერა რეცენზია მ. ივანოვის წიგნზე „რუს. Oчерк истории Ирана“.[2]

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ , 1959-1961 წლებში, დავით კაციტაძე ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. 1961 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელების სპარსული წყაროები, რომელმაც ოპონენტებისა და სამეცნიერო საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა. [2]

1962 წლიდან დავით კაციტაძე, ვალერიან გაბაშვილის მოთხოვნით, დოცენტის პოზიციაზე მუშაობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრაზე. აქედან იწყება მისი პედაგოგიური მოღვაწეობა. ამასთან, დევი კაციტაძემ გააგრძელა აქტიური სამეცნიერო საქმიანობა. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „საქართველო XIV - XV საუკუნეთა მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით)“ . ნაშრომმა ოპონენტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.[2]

პროფესორი კ. გრიგოლია აღნიშნავდა: „ეს ნაშრომი პირველწყაროების (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროები) მაქსიმალური გამოყენებითაა დაწერილი. აღნიშნული წყაროების ღრმა მეცნიერული შესწავლისა და მათი ცნობების ისტორიულ-ფილოლოგიური ანალიზის მომარჯვებით ამ ნაშრომში წარმოდგენილია თემურლენგის საქართველოში შემოსევისა და მათთან დაკავშირებული მოვლენების სარწმუნო და სავსებით დამაჯერებელი სურათი. ეს ნაშრომი უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია XIV - XV საუკუნეთა საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის საქმეში და თანაც ძვირფასი შენაძენი ამ მხრივ არსებული სპეციალური ლიტერატურისათვის“. ნაშრომი თემურლენგის ლაშქრობები საქართველოშითა შესწავლის საქმეში საეტაპო მნიშვნელობის კვლევას წარმოადგენს. [2]

1973 წლიდან 2004 წლამდე პროფესორი დავით კაციტაძე აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე იყო, პროფესორ დავით კაციტაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენდა: საქართველოს, ახლო აღმოსავლეთისა და ირანის შუა საუკუნეების ისტორია, ირან – საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკური , პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები, ირანში მოღვაწე ქართველების როლი ირანის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. [2]

დავით კაციტაძემ ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნე მეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა. მას 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი: სტატია, მონოგრაფია, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ირანის ისტორიაში, სპარსული საისტორიო ტექსტების ქრესტომათია (ჯემშიდ გიუნაშვილთან თანაავტორობით) უკუთვნის. დავით კაციტაძემ შესანიშნავი ნაშრომი უძღვნა თავისი მასწავლებლის , ქართველ აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა მთელი თაობის აღმზრდელის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის პირველი გამგის ვალერიან გაბაშვილის ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვანეობას. მრავალი წლის მანძილზე დავით კაციტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისა და ენციკლოპედია „საქართველლოს“ მუშაობაში.[2]

იყო არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი. პროფესორი დავით კაციტაძე ხასიათდებოდა თავისი სტუდენტებისა და ასპირანტების მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მას, ყოფილიყო მომთხოვნი და საკითხისადმი სკურპულოზური, როცა საქმე სტუდენტთა ნაშრომებს ეხებოდა. დავით კაციტაძის ხელმძღვანელობით შესრულდა ხუთი საკანდიდატო დისერტაცია, მრავალი სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომი, იგი იყო მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი, დავით კაციტაძის ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით შედგენილი და გამოცემულია სასწავლო პროგრამები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიაში, ისტორიოგრაფიასა და წყაროთმცოდნეობაში, იგი არის არაერთი სამეცნიერო წიგნის რედაქტორი. [2]

მრავალი წლის მანძილზე (1990 წლიდან) პროფესორი დავით კაციტაძე, როგორც თავმჯდომარე, წარმატებით ხელმძღვანელობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მსოფლიო ისტორიის სექციას. [2]

დავით კაციტაძის მეუღლე იყო ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, არმენოლოგი და წყაროთმცოდნე ელენე ცაგარეიშვილი.

2003 წელს, დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დავით კაციტაძე დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (მეორედ).

სქოლიო

  1. ბაინდურაშვილი, ხათუნა (2017), ნომადი ბართაია, რედ., დავით (დევი) კაციტაძე - ანოტირებული ბიბლიოგრაფია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, p. 6, ISBN 978-9941-13-704-4
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 ბაინდურაშვილი, ხათუნა (2017), ნომადი ბართაია, რედ., დავით (დევი) კაციტაძე - ანოტირებული ბიბლიოგრაფია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, pp. 8-13, ISBN 978-9941-13-704-4

Read other articles:

The distinctive roof design of St John's United Reformed Church St John's United Reformed Church is a church in New Barnet, London. The church was formed by a union of St Augustine's Presbyterian Church and New Barnet Congregational Church in 1963.[1] The church has a distinctive modern design that was influenced by the membership of Jon Finlayson ARIBA. It won an award from the Civic Trust in 1970. The redevelopment of the site was funded partly from the sale of the old New Barnet Co...

 

Military uniform This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Modern Irish Army uniform – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2016) (Learn how and when to remove this template message) Irish Army Components Irish Army Army Reserve Equipment Equipment and vehicles Uniform and dress Personnel...

 

Grote mierenhoop in Zuid-Tirol Een superkolonie van mieren is een uitzonderlijk grote kolonie van mieren, bestaande uit een groot aantal fysiek gescheiden, maar sociaal met elkaar verbonden nesten van een enkele mierensoort (polydomie), verspreid over een groot gebied zonder territoriale grenzen. Kenmerkend voor een superkolonie is polygynie, de aanwezigheid van veel eierenleggende vrouwtjes (de koninginnen of gynes).[1][2] De werksters en koninginnen van verschillende nesten ...

ノルディーア北海道原語表記 ノルディーア北海道愛称 NORDクラブカラー   ピンク創設年 2004年所属リーグ 日本女子サッカーリーグ所属ディビジョン なでしこリーグ2部ホームタウン 北海道札幌市ホームスタジアム 札幌サッカーアミューズメントパーク収容人数 200[1]運営法人 一般社団法人ノルディーア北海道代表者 鉢直人監督 米山隆一[2]公式サイト 公式

 

Mika NinagawaLahir18 Oktober 1972 (umur 51)Tokyo, JepangKebangsaanJepangPekerjaanFotografer, sutradara film Mika Ninagawa (蜷川実花code: ja is deprecated , Ninagawa Mika, lahir 18 Oktober 1972) adalah fotografer dan sutradara film Jepang. Ia dikenal dengan karya berupa foto-foto bunga, ikan mas, dan pemandangan yang berwarna-warni cerah. Kesuksesan komersial diperolehnya di bidang busana dan periklanan. Nama panggilannya adalah Ninamika (ニナミカcode: ja is deprecated ) Karier Mi...

 

Округ Лізьє фр. Lisieux[1]фр. arrondissement de Lisieux[1] Адм. центр Лізьє Країна  Франція[2] Регіон Нормандія Департамент Кальвадос Межує з: сусідні адмінодиниці Кан, Аржантан, Мортань-о-Перш, Берне ? Населення  - повне 159 810 осіб (1 січня 2020)[3] Площа  - по...

' قرية ديارال غالب  - قرية -  تقسيم إداري البلد  اليمن المحافظة محافظة حضرموت المديرية مديرية شبام العزلة عزلة شبام السكان التعداد السكاني 2004 السكان 75   • الذكور 45   • الإناث 30   • عدد الأسر 10   • عدد المساكن 10 معلومات أخرى التوقيت توقيت اليمن (+3 غرينيتش)...

 

إبراهيم بن المنذر الخزامي معلومات شخصية الحياة العملية المهنة مُحَدِّث  تعديل مصدري - تعديل   إبراهيم بن المنذر بن المغيرة الأسدي الخزامي[1]، أبو إسحاق المدني، روى عن مالك وابن عيينة، وروى عنه البخاري وابن ماجه والترمذي. مات سنة 236 هجرية. المصادر ^ تهذيب التهذيب - ابن

 

American manufacturing company Pope Manufacturing CompanyTypeBicycle and Automobile ManufacturingFounded1876; 147 years ago (1876)FounderAlbert Augustus PopeFateDefunct in 1918 (1918)HeadquartersHartford, Connecticut, U.S.Area servedUnited StatesProductsBicyclesMotorcyclesAutomobilesAutomotive parts Pope Manufacturing Company was founded by Albert Augustus Pope around 1876 in Boston, Massachusetts, US and incorporated in Hartford, Connecticut in 1877. Manufacturing of b...

Hong Kong TV series or program Once Upon a Time in ShanghaiAlso known asNew BundWritten byAu Koon-yingPao Wai-chungDirected byChiu Chun-keungStarringAdam ChengCarol ChengSunny ChanGordon LamAdia ChanTheme music composerTsui Ka-leungOpening themeNang Fau Choi Yu Sheung (能否再遇上) performed by Adam ChengCountry of originHong KongOriginal languageCantoneseNo. of episodes40ProductionExecutive producerChiu Chun-keungProduction locationHong KongRunning time45 minutes per episodeProducti...

 

Tsar of Bulgaria Michael Asen III, Michael ShishmanCoin of Michael ShishmanTsar of BulgariaReign1323–1330PredecessorGeorge IISuccessorIvan StephanBornafter 1280Died31 July 1330VelbazhdBurialChurch of St. George, Staro NagoričaneSpouseAnna NedaTheodora PalaiologinaIssueIvan Stephan Michael ShishmanHouseShishman dynastyFatherShishman of VidinReligionEastern Orthodoxy Michael Asen III (Bulgarian: Михаил Асен III, Mihail Asen III, commonly called Michael Shishman (Михаил Шиш...

 

Chili des moins de 20 ans Données clés Surnom los Cóndores M20 Données clés Coupe du monde   · Participations 0/12 (2019) · Meilleur résultat N/A modifier L'équipe du Chili des moins de 20 ans est constituée par une sélection des meilleurs joueurs chiliens de rugby à XV de moins de 20 ans, sous l'égide de la Fédération chilienne de rugby à XV. Histoire L'équipe du Chili des moins de 20 ans est créée en 2008, remplaçant les équipes du Chili des moins de 21 a...

Dutch footballer Micky van de Ven Van de Ven tập luyện với VfL Wolfsburg năm 2021Thông tin cá nhânNgày sinh 19 tháng 4 năm 2001 (22 tuổi)Nơi sinh Wormer, Hà LanChiều cao 1,93 m (6 ft 4 in)[1]Vị trí Trung vệThông tin câu lạc bộĐội hiện nay Tottenham HotspurSố áo 37Sự nghiệp cầu thủ trẻ0000–2013 WSV '302013–2019 VolendamSự nghiệp cầu thủ chuyên nghiệp*Năm Đội ST (BT)2019–2021 Volendam 45 (2)2021–2...

 

Duta Besar Indonesia untuk LaosLambang Kementerian Luar Negeri Republik IndonesiaPetahanaGrata Endah Werdaningtyassejak 2023KantorVientiane, LaosDitunjuk olehPresiden IndonesiaDibentuk1965[1]Situs webkemlu.go.id/vientiane/id Berikut adalah daftar diplomat Indonesia yang pernah menjabat Duta Besar Republik Indonesia untuk Laos: No. Foto Nama Mulai menjabat Selesai menjabat Diangkat oleh Ref. 1 Suffri Jusuf 1977 1980   Soeharto [2] 2 Pudjo Prasetyo 1980 1982 [2]...

 

American microbiologist and NASA astronaut Kathleen RubinsRubins in 2018Born (1978-10-14) October 14, 1978 (age 45)Farmington, Connecticut, U.S.StatusActiveNationalityAmericanOccupationMicrobiologistSpace careerNASA AstronautTime in space300 days 1 hour 31 minutesSelection2009 NASA Group 20Total EVAs4Total EVA time26 hours 46 mins[1]MissionsSoyuz MS-01 (Expedition 48/49), Soyuz MS-17 (Expedition 63/64)Mission insignia Scientific careerFieldsBiochemistryThesisA genome-wide analysi...

US television program MyNetworkTV telenovelasMyNetworkTV widescreen logo used during telenovelasCreated by Desire Orlando Jiménez Fashion House Colet Abedi Wicked Wicked Games José Simón Escalona Salvador Garmendia Martin Hahn Watch Over Me Gustavo Belatti Mario Segade American Heiress Colet Abedi Saints & Sinners Christian Bach Humberto Zurita Gerardo Zurita Developed by Paul Buccieri Colet Abedi Starring Desire Nate Haden Zack Silva Michelle Belegrin Tommy Dunster Kelly Albanese Fash...

 

Military formation of the Soviet Air Forces This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: 30th Air Army – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2023) The 30th Air Army was a military formation of the Soviet Air Forces, active in two periods. From 1949-68 the Frontal Aviation force...

 

1955 film by L. V. Prasad Mangaiyar ThilakamTheatrical release posterDirected byL. V. PrasadScreenplay byL. V. PrasadStory byShantaram Athavale (Original)V. Sadasivabrahmam (Adapted)Based onVahinchya Bangdyaby Shantaram AthavaleProduced bySripadha ShankarStarringSivaji GanesanPadminiCinematographyP. L. RaiEdited byN. M. ShankarMusic byS. DakshinamurthiProductioncompanyVaidya FilmsRelease date 26 August 1955 (1955-08-26) Running time182 minutesCountryIndiaLanguageTamil Mangaiyar...

Farmer's Union organization In India This article is an orphan, as no other articles link to it. Please introduce links to this page from related articles; try the Find link tool for suggestions. (May 2022) Bharatiya Kisan Union ArajnaitikAbbreviationBKUAFormation15 May 2022 (18 months ago) (2022-05-15)Legal statusActiveHeadquartersLucknow, Uttar PradeshRegion served IndiaNational PresidentRajesh singh chauhanNational spokespersonDharmendra MalikKey peopleHarinam Verma, Digambar...

 

American aerospace and metal food and beverage container manufacturer Ball CorporationTypePublic companyTraded asNYSE: BALLS&P 500 componentISINUS0584981064IndustryPackaging, aerospaceFounded1880; 143 years ago (1880)HeadquartersWestminster, Colorado, U.S.Key peopleDan Fisher (CEO)ProductsMetal containers, packaging, space manufacturingRevenue US$15.35 billion (2022)Operating income US$1.22 billion (2022)Net income US$719 million (2022)Total assets US$19.91 billion ...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!