გროს-მორნის ეროვნული პარკი (ინგლ. Gros Morne National Park) — მდებარეობს კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სანაპირო ზოლში. ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 1 805 კმ²-ს და ის სიდიდით მეორეა ატლანტიკურ კანადაში. პარკის ტერიტორიაზე არის კუნძულის მეორე უდიდესი მთა. სწორედ ნიუფაუნდლენდის ამ ნაწილში მდებარეობს აპალაჩის მთები.
გროს-მორნის ეროვნული პარკი დაარსდა 1973 წელს, 1987 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა. გროს-მორნი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით.
ფოტო გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში