ბენინის საერთაშორისო აეროპორტი (არაბ. مطار بنينة الدولي) — საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი ლიბიაში, ქალაქ ბენღაზიში. ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ ქვეყანაში სიდიდით მეორე აეროპორტია. აქვს 1 ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი (3576 x 45 მ). მდებარეობს ზღვის დონიდან 132 მ სიმაღლეზე. ქალაქ ბენღაზიდან დაშორებულია 19 კილომეტრში. Aviation Safety Network-ის ინფორმაციით აეროპორტში რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი ინციდენტს.