ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი (არაბ. مطار طرابلس العالمي) — საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლიში. ქვეყნის უმსხვილესი აეროპორტია. აქვს 2 ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი (3601 x 44 მ და 2637 x 44 მ). მდებარეობს ზღვის დონიდან 80 მ სიმაღლეზე. ქალაქ ტრიპოლის ცენტრიდან დაშორებულია 34 კილომეტრში. ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 3 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2007 წელს აეროპორტი მოემსახურა 2,1 მილიონ, ხოლო 2008 წელს დაახლოებით 3 მილიონ მგზავრს.[1][2] მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს აეროდრომი გამოყენებული იყო ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ. 1950-1960 წლებში ეწოდებოდა ტრიპოლი იდრისის საერთაშორისო აეროპორტი.[3][4] ეროვნული და საერთაშორისო მიმოსვლების გაუმჯობესების მიზნით აეროპორტს 1978 წლის სექტემბერში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.[5]
2011 წლის მარტიდან 2011 წლის ოქტომბრამდე აეროპორტი დაიხურა. 2011 წლის 21 აგვისტოს ლიბიელმა აჯანყებულებმა აეროპორტი დაიპყრეს. 2011 წლის 11 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.[6]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
ლიბიის მთავარი აეროპორტები |
---|
| | | |
|