პროფესიონალური რეიტინგებიმიმოხილვების ქულები |
---|
წყარო | რეიტინგი |
---|
Allmusic | [2] |
„Some Kind of Monster“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 2004 წლის 13 ივლისს გამოსული მეოთხე სინგლი ალბომიდან St. Anger, ლეიბლზე Elektra Records. ერთ თვეში სინგლს იმავე სახელწოდების EP მოჰყვა. ამ EP-ის სპეციალური გამოცემებს ასევე მოსდევდა Some Kind of Monster-ის პერანგი (ტენისურა).
B-გვერდზე განთავსებული საკონცერტო ვერსიები აღებულია წინა სინგლიდან: The Unnamed Feeling. Some Kind of Monster ნომინირებული იყო გრემის ჯოლდოზე მძიმე როკის საუკეთესო შესრულებისათვის 2005 წელს, მაგრამ დათმო ეს ჯილდო ჯგუფ Velvet Revolver-ის სიმღერასთან Slither.
ერთ წელში, 2005 წლის 25 იანვარს, გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Some Kind of Monster.[3]
სახელწოდება Some Kind of Monster ჯეიმზ ჰეტფილდის მოფიქრებულია. ეს სახელწოდება ასევე შესანიშნავად ერგებოდა დოკუმენტურ ფილმს Some Kind of Monster, რომელიც ასახავს ალბომზე St. Anger მუშაობას და იმ ალიაქოთს, რაც თან ახლდა მას.
სიმღერების სია
ქვემოთ წარმოდგენილია სიმღერები, რომლებიც შესულია Some Kind of Monster EP-ში.
|
1. | „Some Kind of Monster“ | ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კირკ ჰემეტი, ბობ როკი | 8:27 |
2. | „The Four Horsemen“ (საკონცერტო) | ჰეტფილდი, ულრიხი, დეივ მასტეინი | 5:21 |
3. | „Damage Inc.“ (საკონცერტო) | ჰეტფილდი, ულრიხი, კლიფ ბარტონი, ჰემეტი | 5:00 |
4. | „Leper Messiah“ (საკონცერტო) | ჰეტფილდი, ულრიხი | 5:56 |
5. | „Motorbreath“ (საკონცერტო) | ჰეტფილდი | 3:20 |
6. | „Ride the Lightning“ (საკონცერტო) | ჰეტფილდი, ულრიხი, ბარტონი, მასტეინი | 6:41 |
7. | „Hit the Lights“ (საკონცერტო) | ჰეტფილდი, ულრიხი | 4:14 |
8. | „Some Kind of Monster“ (შემოკლებული) | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, როკი | 4:16 |
პერსონალი
- სტუდიური პერსონალი
- პროდიუსერები: ბობ როკი, მეტალიკა
- ინჟინრები: მაიკ გილისი, ბობ როკი
- მიქსი: მაიკ გილისი, ბობ როკი
- მასტერინგი: ტედ ჯენსენი, ჯორჯ მარინო, ვლადო მელერი
- რემიქსირება: ბობ როკი, რანდი სტაუბი
- ციფრული ინჟინერი: მაიკ გილისი
- ასისტენტები: მაიკ გილისი, ერიკ ჰელმკამპი
- დიზაინი: კეთლინ ფილპოტი
- ილუსტრაციები: მეტ მაჰურინი
ჩარტები
წელი
|
ჩარტი
|
პოზიცია
|
2004
|
ბილბორდ 200
|
37
|
2004
|
Top Canadian Albums
|
8
|
2004
|
Top Soundtracks
|
4
|
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| კავერების ალბომები | |
---|
| ერთობლივი ალბომები | |
---|
| EP-ები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| სინგლები | |
---|
| პრომო-სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ვიდეო ალბომები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|