ხორვატული კუნა ხორ. hrvatska kuna
|
|
1000 კუნა
|
|
კოდი ISO 4217
|
HRK
|
ქვეყანა
|
ხორვატია
|
ოფიციალური მომხმარებლები
|
ხორვატია
|
შედგება
|
100 100 ლიპი
|
სიმბოლო
|
kn
|
მონეტები
|
1, 2, 5, 10, 20, 50 ლიპი და 1, 2, 5 კუნა.
|
ბანკნოტები
|
5, 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 კუნა
|
|
ცენტრალური ბანკი
|
ხორვატიის ეროვნული ბანკი
|
კუნა (ხორ. kuna) — ფულის ერთეული ხორვატიაში, რომელიც გამოიყენებოდა 2023 წლის 1 იანვარამდე.
- კოდი ISO 4217 — HRK.
- გრაფიკული ნიშანი — Kn.
- მიმოქცევაში იყო ბანკნოტები ნომინალით: 5, 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 კუნა.
- მონეტები ნომინალით: 1, 2, 5, 10, 20, 50 ლიპი და 1, 2, 5 კუნა.
ეტიმოლოგია
სახელწოდება კუნა ხორვატულად ნიშნავს კვერნას, სწორედ კვერნის ტყავს იყენებდნენ ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროიდან მოყოლებული ვაჭრობისა და გადასახადებისათვის. მას შემდეგ კუნა არაერთ სლავურ სახელმწიფოში ყოფილა ვალუტის ერთეული, მათ შორის კიევის რუსეთშიც.
ისტორია
XI საუკუნეში კუნა უწოდეს ახალმოჭრილ ფულის ერთეულს ხორვატიაში. მანამდე აქ სხვადასხვა ქვეყნის ფული იხმარებოდა, ოდნავ მოგვიანებით კი 1260 წლიდან 1380 წლამდე ხორვატი მეფისნაცვლები ჭრიდნენ ვერცხლის მონეტას სახელად ბანოვაჩი, თუმცა უნგრეთ-ხორვატიის სამეფოში ამ უკანასკნელის ავტონომიის შესუსტებასთან ერთად ბანოვაჩიც თანდათან გაქრა.
კუნას ხელახლა გამოშვების იდეა 1939 წელს გაჩნდა, მაშინ, როცა იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში ხორვატებმა საკუთარი ფულის შემოღებაზე ფიქრი დაიწყეს. საბოლოოდ, ხორვატული კუნა უკვე დამოუკიდებელ ხორვატიაში 1941 წლის 26 ივლისს წარადგინეს, რითაც მან იუგოსლავური დინარი შეცვალა. კუნა გერმანულ რეიხმარკებზე იყო მიბმული და 1 კუნა 100 ბანიჩად იყოფოდა. თუმცა, სულ რაღაც ოთხ წელიწადში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, კუნა კვლავ იუგოსლავურმა დინარმა შეცვალა.
საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ გარდამავალ პერიოდში ხორვატიაში იუგოსლავური დინარის ნაცვლად ხორვატული დინარი მიმოიქცეოდა. 1994 წლის 30 მაისს ხორვატიის ეროვნულმა ბანკმა ისტორიული კუნა აღადგინა.
მეორე სუნთქვა კუნას უკვე 1994 წელს, საბჭოური ბლოკის დაშლის შემდეგ გაეხსნა. გარდამავალ პერიოდში ხორვატიაში იუგოსლავური დინარის ნაცვლად ხორვატული დინარი მიმოიქცეოდა, ხოლო შემდეგ ხორვატიის ეროვნულმა ბანკმა ისტორიული კუნა აღადგინა.
მონეტები
1994 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 1, 2, 5, 10, 20 და 50 ლიპი (ლიპი ხორვატული სიტყვაა და ქართულად ცაცხვს ნიშნავს), 1, 2, 5 და 25 კუნა გამოშვებულია ორი ვერსიით: ერთ ვერსიაში მცენარეების და ცხოველების სახელები მოცემულია ხორვატულ ენაზე, მეორე ვერსიაში ლათინურ ენაზე.
დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო 1 და 2 ლიპის მონეტა იშვიათად გამოიყენება.
ბანკნოტები
I გამოშვება
1941 წლის 26 მაისის გამოშვება
|
სურათი |
ნომინალი |
ზომა (მმ)
|
ავერსი |
რევერსი
|
|
|
50
|
140 × 75 мм
|
|
|
100
|
150 × 80 мм
|
|
|
500
|
157 × 84 мм
|
|
|
1000
|
137 × 68 мм
|
II გამოშვება
1941 წლის 30 აგვისტოს გამოშვება
|
სურათი |
ნომინალი |
ზომა (მმ)
|
ავერსი |
რევერსი
|
|
|
10
|
135 × 68 мм
|
III გამოშვება
1942 წლის 25 სექტემბრის გამოშვება
|
სურათი |
ნომინალი |
ზომა (მმ)
|
ავერსი |
რევერსი
|
|
|
0,5
|
44 × 80 мм
|
|
|
1
|
81 × 44 мм
|
|
|
2
|
IV გამოშვება
1943 წლის 15 ივლისის გამოშვება
|
სურათი |
ნომინალი |
ზომა (მმ)
|
ავერსი |
რევერსი
|
|
|
5000
|
180 × 95 мм
|
V გამოშვება
1943 წლის 1 სექტემბერის გამოშვება
|
სურათი |
ნომინალი |
ზომა (მმ)
|
ავერსი |
რევერსი
|
|
|
1000
|
176 × 80 мм
|
|
|
5000
|
185 × 85 мм
|
1942 წლის გამოშვება
|
სურათი |
ნომინალი
|
ავერსი |
რევერსი
|
|
|
0,5
|
|
|
1
|
|
|
2
|
2009 წლის ბანკნოტების სერია
ნომინალი
|
ავერსი
|
რევერსი
|
5 კუნა
|
|
|
10 კუნა
|
|
|
20 კუნა
|
|
|
50 კუნა
|
|
|
100 კუნა
|
|
|
200 კუნა
|
|
|
500 კუნა
|
|
|
1000 კუნა
|
|
|
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში