ბელარუსული რუბლი

ბელარუსული რუბლი
беларускі рубель
100000 რუბლი
100000 რუბლი
კოდი ISO 4217 BYR
ქვეყანა ბელარუსი
ოფიციალური
მომხმარებლები
ბელარუსის დროშა ბელარუსი
სიმბოლო
ბანკნოტები 10, 20, 50, 100, 500, 1 000, 5 000, 10 000, 20 000, 50 000, 100 000 რუბლი
ცენტრალური ბანკი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი
საიტი [1]
გაცვლითი კურსი
(20 სექტემბერი 2011 თვის)
1 USD = 5412 BYR
1 EUR = 7414.98 BYR
1 GBP = 8511,18 BYR

ბელარუსული რუბლი (ბელარ. рубе́ль, ISO კოდი BYR, 2000-მდე — BYB) — ოფიციალური ფულის ერთეული ბელარუსის რესპუბლიკაში.

გრაფიკული სიმბოლო Br [1].მიმოქცევაში არის ბანკნოტები ნომინალით 10, 20, 50, 100, 500, 1 000, 5 000, 10 000, 20 000, 50 000 და 100 000 რუბლი.

სახელი

1 რუბლი. 1992 წ., ავერსი
1 რუბლი 1992 წ., რევერსი

სახელი ბელარუსული რუბლი მიღებული იქნა, ბელარუსის მიერ საბჭოთა რუბლზე უარის თქმის შემდეგ 1990-ანი წლების დასაწყისში. რიგმა ბელარუსელმა საზოგადო მოღვაწეებმა ეროვნული ვალუტის სახელად შესთავაზეს ტალერი[2], ეს საკითხი განხილული იქნა უმაღლესი საბჭოს პრესდიუმზე, თუმცა ყველა დამსწრეებთაგან ტალერის სასარგებლოდ გამოვიდა მხოლოდ ნილ გილევიჩი[3].

ისტორია

სიტუაცია სსრკ-ს დაშლის შემდეგ

1992 წლის დასაწყისში, საბჭოთა საერთო ფულადი სისტემის დაცემის დროს, ბელარუსში შემოღებული იქნა კუპონის სისტემა, შემდეგ − ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამოთვლადი ბილეთები. ოფიციალური სავალუტო კურსი იყო 1 გამოთვლადი ბილეთი = 10 საბჭოთა რუბლი.

1992 წლის 1 ივლისს ბელარუსული რუბლი შევიდა მიმოქცევაში. 1993 წლის ბოლოსთვის დაიწყო საბჭოთა რუბლის მიმოქცევიდან ამოღება. ბელარუსული რუბლი გახდა ერთადერთი კანონიერი გადახდის საშუალება ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში ბელარუსმა, ყაზახეთმა, სომხეთმა, რუსეთმა, უზბეკეთმა და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალი ტიპის «რუბლის ზონის» შექმნის შესახებ, ეს იდეა არ განვითარდა და ბელარუსული რუბლი ისევ დარჩა ბელარუსის ეროვნულ ვალუტად.

1992-1994 წლებში ბელარუსული რუბლის მსყიდველობითი უნარი გაიზარდა ათჯერ. ასე, რომ 1992 წელს 1 რუბლის ბანკნოტი უტოლდებოდა 10 ბელარუსულ რუბლს. 1994 წლის 20 აგვისტოს ხელახლა დენომინირებული იქნა ბელარუსული რუბლი არსებული ინფლაციის შესაკავებლად.

ეკონომიკრი მიმოხილვა (2000-2010)

2000 წლის 1 იანვარს ბელარუსში კიდევ ერთხელ ჩატარებული იქნა რუბლის დენომინაცია (1000 ჯერ).

ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტი გახდა ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნება. შიდა სავალუტო ბაზარი გაიხსნა არარეზიდნტი ბენკებისათვის, მოიხსნა შეზღუდვა უცხოურ ოპერაციებში ეროვნული ვალუტის გამოყენებაზე. ეროვნული ბანკის პოლიტიკამ და ხელსაყრელმა გარე ფაქტორებმა უდიდესი წვლილი შეიტანა ბელარუსული რუბლის სტაბილიზაციაში. ეკონომიკაში და საგადასახადო სფეროში პოზიტიური ცვლილებების ფონზე 2004 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ბელარუსული რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში პრაქტიკულად არ შეცვლილა. 2005 წლისათვის შეინიშნებოდა საბანკო დეპოზიტების ზრდა ეროვნულ ვალუტაში[4]. ინფლაციის ტემპები მუდმივად მცირდებოდა, 2002 წლისთვის ინფლაცია შეადგენდა 34,8 %, в 2003 — 25,4 %, в 2004 — 14,4 %, в 2005 — 8,0 %, 2006 — 6,6 %. ოფიციალური გაცვლითი კურსი მთლიანად წამოეწია ჩრდილოვანს, შედეგად ჩრდილოვანი სავალუტო ბაზარი პრაქტიკულად გაქრა.

2006 წლის 16 მარტს ფრანგულმა ბანკმა BNP Paribas დაიწყო ბანკთაშორის ბაზარზე ბელარუსული რუბლის კოტირება ამერიკულ დოლართან მიმართებაში[5] ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ ვასილი მატიუშევსკიმ ამ ფაქტს უწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა:

ვიკიციტატა
„...ეს მიუთითებს, რომ მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტები ინტერესით აკვირდებიან მთლიანად ჩვენი საკრედიტო პოლიტიკის სტაბილიზაციას, მათ შორის ბელორუსის რუბლის. არსებობს ინტერესი ბელარუსული რუბლის მიმართ, როგორც საინვესტიციო ობიექტის.“

ეროვნული ბანკის თავნჯდომარის პეტრე პროკოპოვიჩის განცხადებით, ბელარუსული რუბლი უნდა გახდეს სრულად კონვერტირებადი 2010 წლისთვის[6].

2010 წლის 2 იანვარის მონაცემებით ინფლაცია შეადგენდა 3,1 % [7]

ოქროს სავალუტო რეზერვები

ეროვნული ბანკი მუდმივად ზრდის ოქროს სავალუტო რეზერვს. 2008 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ბელარუსის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები შეადგენდა $4 მილიარდ 352,9 მილიონს, წლის დასაწყისში გაიზარდა 4,1 %[8].

2007 წლის დეკემბერის მდგომარეობით ბელარუსის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები შეადგენდა $4182,2 მილიონს, წლის დასაწყისში გაიზარდა 202,4 %.[9]

2006 წლის იანვარის მდგომარეობით ბელარუსის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები შეადგენდა $1296,5 მილიონს. ქვეყნის ოქროს მარაგი შეადგენდა 25,02 ტონას ( $412,7 მილიონი).

რეფინანსირების განაკვეთი

2011 წლის რეფინანსირების განაკვეთი

  • 1 იანვარი — 10,5%
  • 16 მარტი — 12%
  • 20 აპრილი — 13%
  • 18 მაისი — 14%
  • 30 მაისი — 16%
  • 22 ივნისი — 18%
  • 13 ივლისი — 20%
  • 17 აგვისტო — 22%
  • 1 სექტემბერი — 27%
  • 14 სექტემბერი — 30%

2000 წლიდან ინფლაციის კლების გამო ბელარუსის ეროვნული ბანკი მუდმივად ამცირაბდა რეფინანსირების განაკვეთს ეკონომიკის ზრდის სტიმულირების მიზნით. მაგალითისთვის 2004 წლის დასაწყისში ის შეადგენდა 28 %-ს, 2005 — 17 %, 2006 — 11%, ხოლო 2007 წლისთვის — 10%[10].

2011 წლის 14 სექტემბერის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთი განისაზღვრა 30%. განაკვეთის სიდიდით ბელარუსს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში.

2011 წლის დევალვაცია

2011 წლის 24 მაისს ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ ბელარუსული რუბლის კურსი განმეორებით იქნა დევალვირებული (პირველად ეს მოხდა 2009 წელს).

გაცვლითი კურსი შეიცვალა შემდეგნაირად ( ფრჩხილებში შედარებისთვის):

ბანკნოტები

1992-1999 წლების სერია

სერია 1992—1999 [2] დაარქივებული 2011-10-19 საიტზე Wayback Machine.
წელი სურათი ნომინალი ზომა (მმ) ძირითადი ფერი აღწერა გამოშვების თარიღი განაღდების თარიღი
ავერსი რევერსი ავერსი რევერსი
1992
50 კაპიკი
105×53 ფორთოხლისფერ-ვარდისფერი ციყვი სახელმწიფო გერბი 25 მაისი 1992 1 იანვარი 2001
1 რუბლი
მუქი-ცისფერი კურდღელი
3 რუბლი
მწვანე თახვები
5 რუბლი
ლურჯი-ვარდისფერი მგლები
10 რუბლი
მუქი-მწვანე ფოცხვერი
25 რუბლი
ფორთოხლისფერი ცხენ–ირემი
50 რუბლი
იასამნისფერი დათვი
100 რუბლი
მწვანე-ყავისფერი ბიზონი
200 რუბლი
ყვითელი, მწვანე ვაგზლის მოედანი 8 დეკემბერი 1992
500 რუბლი
იისფერი წითელი გამარჯვების მოედანი
1000 რუბლი
მწვანე მეცნიერების ეროვნული აკადემია მინსკში 3 ნოემბერი 1993
1998 110×60 «1000» 16 სექტემბერი 1998
1992
5 000 რუბლი
105×60 წითელი მინსკის ისტორიული რაიონი სახელმწიფო გერბი 7 აპრილი 1994
1998 110×60 «5000» 16 სექტემბერი 1998
1994
20 000 რუბლი
150×69 ყვითელი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი სახელმწიფო გერბი 28 დეკემბერი 1994
1995
50 000 რუბლი
ღია ყავისფერი ბრესტის ციხესიმაგრის კარიბჭე ბრესტის ციხესიმაგრე 15 სექტემბერი 1995
1996
100 000 რუბლი
მუქი-მწვანე ბელარუსის რესპუბლიკი ოპერისა და ბალეტის აკადემიური ეროვნული დიდი თეატრი ბალეტი «Выбранніца» («რჩეული») 17 ოქტომბერი 1996
1998
500 000 რუბლი
ნარინჯისფერი წითელი პროფკავშირების კულტურის სასახლე მინსკში პროფკავშირების კულტურის სასახლის ფასადი 1 დეკემბერი 1998
1999
1 000 000 რუბლი
ზეციური ცისფერი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი მინსკში ხრუცკის სურათის ფრაგმენტი "პორტრეტი ცოლი ყვავილები და ხილი" 30 აპრილი 1999
5 000 000 რუბლი
ღია-მეწამული სპორტის სასახლე მინსკში სპორტული კომპლექსი «რაუბიჩი» 6 სექტემბერი 1999

2000 წლის სერია

2000 წლის სერია [3] დაარქივებული 2011-02-06 საიტზე Wayback Machine.
წელი სურათი ნომინალი ზომა (მმ) ძირითადი ფერი აღწერა გამოშვების თარიღი განაღდების თარიღი
ავერსი რევერსი ავერსი რევერსი
1
110×60 მწვანე ბეალრუსის ეროვნული მეცნიერების აკადემია «1» 1 იანვარი 2000 1 იანვარი 2004
5
ღია წითელი ძველი მინსკი «5» 1 ივლისი 2005
10
ღია იასამნისფერი ბელარუსის ეროვნული ბიბლიოთეკა მინსკში «10»
20
150×69 ყვითელი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი
50
ნარინჯისფერი-წითელი ბრესტის ციხესიმაგრე კარიბჭე ბრესტის ციხესიმაგრე
100
ღია მწვანე ბელარუსის რესპუბლიკის ოპერის და ბალეტის ეროვნული აკადემიური დიდი თეატრი სცენა ბალეტიდან «Выбранніца» («რჩეული»)
500
150×74 ღია ყავისფერი პროფკავშირების სასახლე მინსკში პროფკავშირების სასახლის ფასადი
1 000
ღია ცისფერი ბელარუსის რესპუბლიკის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი სურათი «ყვავილები და ხილი» (ფრაგმენტი)
5 000
ღია იასამნისფერი სპორტის სასახლე მინსკში სპორტკომპლექსი «რაუბიჩი»
10 000
ვარდისფერი ვიტებსკის პანორამა საზაფხულო ამფითეატრი ვიტებსკში 16 აპრილი 2001
20 000
მუქი რუმიანცევ-პასკევიჩების სასახლე გომელი 21 იანვარი 2002
50 000
ცისფერი მირის ციხე-კოშკი. ციხე-კოშკის დეკორაცია 20 დეკემბერი 2002
100 000
ნარინჯისფერი რაძივილების ციხე-კოშკი ნესვიჟში ნაპოლეონ ორდას სურათი «რაძივილების ციხე-კოშკი ნესვიჟში» 15 ივლისი 2005

2000 წლის ბანკნოტების ნიმუში (2010 წლის მოდიფიკაცია)

2010 წელს, ახალი ორთოგრაფიის შემოღების შემდეგ, 50 და 50 000 - რუბლის ბანკნოტებზე 2010 წელს სიტყვა пяцьдзесят შეიცავდა გარამატიკულ შეცდომებს, გრამატიკულად გამართული იყო სიტყვა пяцьдзясят[11][12].

ზემოთხსენებულ ბანკნოტებზე წარწერების სისწორეში მოსაყვანად ბელარუსის ორთოგრაფიული წესების შესაბამისად 2010 წლის 29 იანვარს მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინალით 50 და 50 000 რუბლი, რომელიც 2000 წლის ბანკნოტების სერიის 2010 წლის მოდიფიკაციაა.

2000 წლის სერიის ბანკნოტები კვლავ რჩება გადახდის საშუალებად ბელარუსის რესპუბლიკაში.

2010 წლის სერია
წელი სურათი ნომინალი ზომა (მმ) ძირითადი ფერი აღწერა გამოშვების თარიღი განაღდების თარიღი
ავერსი რევერსი ავერსი რევერსი
50
150×69 ნარინჯისფერი-წითელი ბრესტის ციხესიმაგრე კარიბჭე ბრესტის ციხესიმაგრე 29 დეკემბერი 2010
50 000
150×74 ცისფერი მირის ციხე-კოშკი. ციხე-კოშკის დეკორაცია

2000 წლის ბანკნოტების ნიმუში (2011 წლის მოდიფიკაცია)

2011 სერია
წელი სურათი ნომინალი ზომა (მმ) ძირითადი ფერი აღწერა გამოშვების თარიღი განაღდების თარიღი
ავერსი რევერსი ავერსი რევერსი
100
150×69 ღია მწვანე ბელარუსის რესპუბლიკის ოპერის და ბალეტის ეროვნული აკადემიური დიდი თეატრი სცენა ბალეტიდან «Выбранніца» («რჩეული») 5 სექტემბერი 2011
500
150×74 ღია ყავისფერი პროფკავშირების კულტურის სასახლე მინსკში პროფკავშირების კულტურის სასახლის ფასადი 15 მარტი 2011
1 000
ღია ცისფერი ბელარუსის რესპუბლიკის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი სურათი «ყვავილები და ხილი» (ფრაგმენტი)
5 000
ღია იასამნისფერი სპორტის სასახლე მინსკში სპორტკომპლექსი «რაუბიჩი» 25 ივლისი 2011
10 000
ვარდისფერი ვიტებსკის პანორამა საზაფხულო ამფითეატრი ვიტებსკში 15 მარტი 2011
20 000
მუქი რუმიანცევ-პასკევიჩების სასახლე გომელი

ბელარუსული რუბლის სიმბოლო

2005 წლამდე ბელარუსული რუბლის აღმნიშვნელი სიმბოლო იყო — р. და руб. 2005 წლის მაისში დამტკიცდა ბელარუსული რუბლის ახალი სიმბოლო Br.

სიმბოლო Br აქტიურად გამოიყენება ეროვნული ბანკის ვებ გვერდებზე, ასევე რიგ ბელარუსის კომერციულ ბანკებში.

სქოლიო

  1. ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი | პრეს-რელიზი
  2. НАША НІВА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-07. ციტირების თარიღი: 2011-09-30.
  3. ფორუმი
  4. Новости tut.by — 2005 წლისათვის საბანკო დეპოზიტების ზრდა ეროვნულ ვალუტაში დაარქივებული 2009-11-08 საიტზე Wayback Machine.
  5. ბელარუსული რუბლი
  6. Новости tut.by ბელარუსული რუბლი უნდა გახდეს სრულად კონვერტირებადი 2010 წლისთვის დაარქივებული 2008-02-12 საიტზე Wayback Machine.
  7. ბელარუსული რუბლის ინფლაცია იანვარ-აპრილში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-22. ციტირების თარიღი: 2011-10-10.
  8. TUT.BY | ბელარუსის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-15. ციტირების თარიღი: 2011-10-10.
  9. ბელარუსის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები გაიზრდა სამჯერ | БЕЛОРУССКИЕ НОВОСТИ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-13. ციტირების თარიღი: 2011-10-10.
  10. ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-25. ციტირების თარიღი: 2011-10-10.
  11. Белорусский Партизан, В Беларуси ходят деньги с ошибками!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-02. ციტირების თარიღი: 2011-10-12.
  12. «Малады Фронт» ეროვნული ბანკისგან ითხოვს ბანკნოტებზე წარწერის შესწორებას[მკვდარი ბმული]

იხილეთ აგრეთვე

მსოფლიოს ვალუტები

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Town in Queensland, AustraliaCloncurryQueenslandSunset at Chinaman Creek Dam, CloncurryCloncurryCoordinates20°42′17″S 140°30′19″E / 20.7047°S 140.5052°E / -20.7047; 140.5052 (Cloncurry (town centre))Population3,167 (2021 census)[1] • Density0.39078/km2 (1.01210/sq mi)Postcode(s)4824Elevation186 m (610 ft)[2]Area8,104.4 km2 (3,129.1 sq mi)Time zoneAEST (UTC+10:00)Location 121 km (75 ...

 

This article needs to be updated. Please help update this article to reflect recent events or newly available information. (March 2023) By 2025, Asia is projected to account for half of the world’s electricity consumption, with one-third of global electricity to be consumed in China.[1] This list of countries by electric energy consumption is mostly based on the Energy Information Administration.[2] Several non-sovereign entities are also included for information purposes, w...

 

Womanizer Single de Britney Spearsextrait de l'album Circus Sortie 26 septembre 2008(voir historique de sortie) Enregistré 2008 Durée 3:44 Genre Electropop, dance-pop Format CD single, téléchargement digital Auteur Nikesha Briscoe, Rafael Akinyemi Producteur K. Briscoe/The Outsyders Label Jive Singles de Britney Spears Break the Ice(2008) Circus(2008)modifier Womanizer est une chanson de la chanteuse de pop américaine Britney Spears, issue de son sixième album studio, Circus. ...

Randegg Gemeinde Gottmadingen Wappen von Randegg Koordinaten: 47° 43′ N, 8° 45′ O47.72158.7529Koordinaten: 47° 43′ 17″ N, 8° 45′ 10″ O Einwohner: 1378 Eingemeindung: 1. Januar 1974 Eingemeindet nach: Gottmadingen Postleitzahl: 78244 Vorwahl: 07734 Bild von Randegg Randegg ist ein Ortsteil der Gemeinde Gottmadingen im Landkreis Konstanz in Baden-Württemberg. Inhaltsverzeichnis 1 Geographie 2 Geschichte 3 Schloss Randegg 4 ...

 

800 NAS Sea Harrier FRS1 in low-visibility paint scheme. This is a list of the units, aircraft and casualties of the British air services in the Falklands War. The numbers in bold are the number of aircraft used in the war, the numbers in brackets are the number of lost aircraft. For a list of air forces from Argentina, see Argentine air forces in the Falklands War. Units Army Air Corps No. 656 Squadron Army Air Corps – (Gazelle AH.1, Scout AH.1) 6 (1), 6 Royal Marines 3 CDO Brigade Air Squ...

 

Personification of frost and cold weather For other uses, see Jack Frost (disambiguation). 19th-century cartoon depicting Jack Frost as a United States major-general during the American Civil War Jack Frost is a personification of frost, ice, snow, sleet, winter, and freezing cold. He is a variant of Old Man Winter who is held responsible for frosty weather, nipping the fingers and toes in such weather, coloring the foliage in autumn, and leaving fern-like patterns on cold windows in winter. ...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Februari 2023. Penataan ulang-1,2 Wittig merupakan salah satu jenis reaksi penataan ulang dalam kimia organik. Ia merupakan reaksi penataan ulang-1,2 eter dengan senyawa alkillitium.[1][2] Nama reaksi ini berasal dari nama penemunya, Georg Wittig. R ...

 

2013 debut novel of Holly Smale This article is about the novel by Holly Smale. For the gendered subgenre, see Geek girl. Geek Girl First editionAuthorHolly SmaleCountryUnited KingdomLanguageEnglishSubjectFashionSelf-confidenceModellingFriendshipBullying[1]GenreYoung adult fictionFictionPublisherHarperCollinsPublication date28 February 2013Pages356AwardsWaterstones Children's Book PrizeLeeds Book AwardISBN0007489447OCLC900475810 Geek Girl is the debut novel by Holly Smale, published i...

 

Not to be confused with the bridge this replaced, the Niagara Cantilever Bridge, sometimes called the Michigan Central Railway Cantilever Bridge. Bridge in Ontario and Niagara Falls, New YorkMichigan Central Railway BridgeBridge in Spring 2009Coordinates43°06′31″N 79°03′30″W / 43.1085°N 79.0584°W / 43.1085; -79.0584CrossesNiagara RiverLocaleNiagara Falls, Ontario and Niagara Falls, New YorkMaintained byCanadian Pacific RailwayCharacteristicsDesignDeck arch ...

Patung Garuda Wisnu Kencanaᬧᬢᬸᬂ​ᬕᬭᬸᬤ​ᬯᬶᬲ᭄ᬦᬸ​ᬓᬾᬜ᭄ᬘᬦPatung Garuda Wisnu Kencana dilihat dari ketinggianKoordinat8°48′50″S 115°10′01″E / 8.813951°S 115.166882°E / -8.813951; 115.166882Koordinat: 8°48′50″S 115°10′01″E / 8.813951°S 115.166882°E / -8.813951; 115.166882LokasiTaman Budaya Garuda Wisnu Kencana di Ungasan, Kuta Selatan, Kabupaten Badung, Bali, IndonesiaPerancangI Nyoman...

 

1974 single by Paul McCartney and WingsZoo GangSingle by Paul McCartney and WingsA-sideBand on the RunReleased28 June 1974Recorded25 April 1973GenreRock, show tunesLength2:01LabelApple RecordsSongwriter(s)Paul McCartney, Linda McCartneyProducer(s)Paul McCartneyPaul McCartney and Wings singles chronology Jet (1974) Zoo Gang (1974) Walking in the Park with Eloise (1974) Zoo Gang is a song composed by Paul and Linda McCartney and performed by Paul McCartney and Wings. Release It was recorded on ...

 

Sijil Kemuliaan (Certificate of Honour)TypeDecorationEstablished19 April 1962; 61 years ago (1962-04-19)Country SingaporeEligibilityCitizens of SingaporeAwarded forServiceStatusActivePrecedenceNext (higher)Darjah Utama Nila UtamaNext (lower)Darjah Utama Bakti CemerlangRibbon after 1996Ribbon prior to 1996 The Sijil Kemuliaan (English: Certificate of Honour) is a decoration instituted in 1962.[1] It is typically awarded to Singaporean citizens, but in special cir...

Protein-coding gene in the species Homo sapiens PAPSS1Available structuresPDBOrtholog search: PDBe RCSB List of PDB id codes1X6V, 1XJQ, 1XNJ, 2OFW, 2OFX, 2PEY, 2PEZ, 2QJFIdentifiersAliasesPAPSS1, ATPSK1, PAPSS, SK1, 3'-phosphoadenosine 5'-phosphosulfate synthase 1External IDsOMIM: 603262 MGI: 1330587 HomoloGene: 81740 GeneCards: PAPSS1 Gene location (Human)Chr.Chromosome 4 (human)[1]Band4q25Start107,590,276 bp[1]End107,720,234 bp[1]Gene location (Mouse)Chr.Chro...

 

Autonomous county in Liaoning, ChinaXinbin 新宾县ᠰᡳᠨᠪᡳᠨ ᠰᡳᠶᠠᠨSinpinAutonomous county新宾满族自治县ᠰᡳᠨᠪᡳᠨ ᠮᠠᠨᠵᡠ ᠪᡝᠶᡝ ᡩᠠᠰᠠᠩᡤᠠ ᠰᡳᠶᠠᠨ Xinbin Manchu Autonomous CountyPavilions holding tortoise-borne stelae at the Yongling TombsXinbin in FushunFushun in LiaoningCoordinates: 41°43′41″N 125°02′20″E / 41.728°N 125.039°E / 41.728; 125.039CountryChinaProvinceLiaoningPrefecture-level ...

 

Questa voce sull'argomento videogiochi rompicapo è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Bust-a-Move DSvideogiocoBob nel primo livello della modalità EndlessTitolo originaleHippatte!! Puzzle Bobble PiattaformaNintendo DS Data di pubblicazione 2 febbraio 2006 6 dicembre 2005 3 febbraio 2006 GenereRompicapo OrigineGiappone SviluppoHappy Happening PubblicazioneTaito (Giappone), Majesco Entertainment (Nord America), 505 Games...

US motor vehicle manufacturer Kaiser MotorsIndustryAutomobilesPredecessorKaiser-Frazer CorporationFoundedJuly 14, 1945; 78 years ago (1945-07-14)FounderHenry J. KaiserDefunctAugust 13, 1953; 70 years ago (1953-08-13)FateMerged with Willys-Overland Motors and re-named it Willys Motors; renamed it again as Kaiser Jeep CorporationSuccessorKaiser JeepHeadquartersWillow Run, Michigan, United StatesKey peopleHenry J. Kaiser, Edgar KaiserProduction output1945–19...

 

University in Riga, Latvia Latvian Academy of Sport EducationLatvijas Sporta pedagoģijas akadēmijaEstablished1921RectorJuris GrantsAddressBrīvības gatve 333, Riga, LatviaWebsitehttp://www.lspa.lv The Latvian Academy of Sport Education (Latvian: Latvijas Sporta pedagoģijas akadēmija) is an institution of higher education specialising in sport science, located in Riga, Latvia. Organization Departments The Academy has 5 theoretical and 6 practical departments:[1] Theoretical depart...

 

Machine pistol Beretta 93R TypeMachine pistolPlace of originItalyService historyUsed bySee UsersProduction historyDesigned1977-1979ManufacturerBerettaProduced1979-1993SpecificationsMass1.17 kg (2.6 lb) emptyLength240 mm (9.4 in)Barrel length125 mm (4.9 in)(156 mm (6.1 in) with compensatorCartridge9×19mm ParabellumCaliber9 mm (0.35 in)Rate of fire700 round/min (3-round burst)[1]Muzzle velocity380 ...

French long jumper Charles CourtinCourtin (left) in 1920Personal informationBorn6 May 1902Died23 December 1985(1985-12-23) (aged 83)SportSportAthleticsClubSCC Atlantique, Nantes Charles Courtin (6 May 1902 – 23 December 1985) was a French long jumper.[1] He competed at the 1920 Summer Olympics and finished 17th.[2] He was killed in action during World War II.[3] References Wikimedia Commons has media related to Charles Courtin. ^ Charles Courtin. Olympedia. ...

 

اضغط هنا للاطلاع على كيفية قراءة التصنيف عقعق شرقي أبو الحناء   حالة الحفظ   أنواع غير مهددة أو خطر انقراض ضعيف جدا [1] المرتبة التصنيفية نوع[2][3]  التصنيف العلمي  فوق النطاق  حيويات مملكة عليا  أبواكيات مملكة  بعديات حقيقية عويلم  كلوانيات مم...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!