ხიზარუხა (ყოფილი ნეძონა) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ლათის თემი), მდინარე კოდორის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 235 მ, გულრიფშიდან 47 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 1948 წელს ეწოდა ნეძონა[1]. იგი ქართული (მეგრული) წარმოშობის სიტყვაა და „ნიგვზიანს“ ნიშნავს.[2]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო