ესტონკა (1948-1955 წლებში — ბაღნაშენი[1]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ვლადიმიროვკის თემი).
მდებარეობს მდინარე კოდორის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 50 მ-ზე, გულრიფშიდან 13 კმ-ში. დააარსეს ესტონელმა კოლონისტებმა 1882 წელს. 1948 წელს ეწოდა ეწოდა ბაღნაშენი, 1955 წელს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება „ესტონკა“. 1989 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა 1 279 ადამიანი, უმრავლესობა რუსები.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949