შაბათკვარა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აჟარის თემი), მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 500 მ, გულრიფშიდან 70 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო