მარჯვენა გენწვიში — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აჟარის თემი), მდინარე კოდორის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მ, გულრიფშიდან 84 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 207 კაცი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო