ხანგჭოუ (ჩინ.: 杭州, [xǎŋ.ʈʂóu]) — ჯეძიანის პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ჩინეთი. ქალაქი მდებარეობს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხანგჭოუს ყურის ზემოთ, რომელიც ქალაქს შანხაისა და ნინგპოსაგან გამოჰყოფს. ხანგჭოუ ცნობილი გახდა, როგორც ჩინეთის დიდი არხის სამხრეთ ტერმინალი და ის ბოლო ათასწლეულის განმავლობაში ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და განვითარებული ქალაქად მიიჩნევა. ხანგჭოუს დასავლეთის ტბის კულტურული ლანდშაფტი, რომელიც იუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის დასახლების ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მსოფლიოს ფინანსური ცენტრის ინდექსის თანახმად, ხანგჭოუ მსოფლიოს საუკეთესო 100 ფინანსურ ცენტრს შორის შედის.[2]
ხანგჭოუ კლასიფიცირებულია, როგორც სუბპროვინციული დონის ქალაქი და ის სხანგჭოუს აგლომერაციის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ეს აგლომერაცია ჩინეთის მaსშტაბით სიდიდით მეოთხეა გუანჯოუ-შენჭენის მარგალიტის მდინარის აგლომერაციის, შანხაი-სუჭოუ-უსი-ჩანგჭოუს კო-აგლომერაციისა და ბეიჯინგის შემდეგ. 2020 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 11 936 010 ადამიანი შეადგინა.[1]
ისტორია
ადრეული ისტორია
ცნობილია, რომ ხემტუს ნეოლითის პერიოდის კულტურა არსებოდა იუიაოში, ხანგჭოუდან 100 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჯერ კიდევ შვიდი ათასი წლის წინ.[3] ეს ყველაფერი იმ პერიოდში იყო, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში პირველად მოიყვანეს ბრინჯი.არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ჩინური ძატეს ნიმუშები, რომელიც ლიანგჭუს კულტურას მიეკუთვნება. თანამედროვე ხანგჭოუს ტერიტორია პირველად დაახლოებით 5000 წლის წინ იყო დასახლებული.[4] თანამედროვე ხანგჭოუს რაიონებიდან პირველი, რომელიც წერილობით წყაროებში გამოჩნდა იყო იუხანგი, რომელსაც ძველად პაიიუე ეწოდებოდა.[5]
თანამედროვე ისტორია
ქალაქი მნიშვნელოვანი პორტი მინის დინასტიის შუა პერიოდამდე იყო, მოგვიანებით კი ის გამუქმდა. ცინის დინასტიის პერიოდში ხანგჭოუ ცინების არმიის გარნიზონს წარმოადგენდა.[6]
1856 და 1860 წლებში ხანგჭოუ ტაიპინს სამეფომ დაიპყრო. დაპყრობის, ოკუპაციისა და მოგვიანებით, ცინის დინასტიის გათავისფულების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა.
ხანგჭოუ მდებარეობს ჯეძიანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩინეთის დიდი არხის სამხრეთ ნაწილში. ეს არხი გაედინება ბეიჯინგამდე და ის მდინარე იანძისდელტის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილამდე ვრცელდება. ხანგჭოუს ადმინისტრაციული არეალი (სუბპროვინციული ქალაქი) ფართოვდება დასავლეთით, ანხოის პროვინციის მთიან ნაწილებამდე. აღმოსავლეთით მის საზღვარს ხანგჭოუს ყურის მიმდებარე სანაპირო ზოლი წარმოადგენს. ქალაქის ცენტრი გაშენებულია ხანჯოუს დასავლეთის ტბის კულტურული ლანდშაფტის გარშემო, რომლის ჩრდილოეთი საზღვარი მდინარე ციენთანგს მიუყვება.
წყარო: China Meteorological Administration (precipitation days and sunshine 1971–2000)[9]
დემოგრაფია
ხანგჭოუს მოსახლეობა, 2010 წლის მონაცემებით, 5 162 039 ადამიანს შეადგენს (სიაოშანისა და იუხანგის ჩათვლით). 2000 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4.8% პროცენტითაა გაზრდილი.[10] უახლესი მონაცემებით ქალაქის ურბანული არეალის მოსახლეობა 6 658 000 და 6 820 000 ადამიანს შორისაა.[11][12]
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2010 წლის აღწერის მიხედვით, აგლომერაციის ტერიტორიაზე დაახლოებით 21.102 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აგლომერაციის მთლიანი ტერიტორია 34 585 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.[13] ხანგჭოუს პრეფექტურის რეგისტრირებული მაცხოვრებლების რიცხვმა 2015 წელს 9 018 000 ადამიანი შეადგინა.[14][15]
↑Yan Wenming. "The Beginning of Farming", p. 36, in The Formation of Chinese Civilization: An Archaeological Perspective, pp. 27–42. Yale University Press (New Haven), 2005. ISBN978-0-300-09382-7.
↑Shanghai Qingpu Museum. "[museum.shqp.gov.cn/gb/content/2009-02/23/content_237435.htm Migration of the Tribe and Integration into the Han Chinese]". Accessed 24 July 2014.
↑{{{title}}}. Shanghai: Shanghai Lexicographical Publishing House, გვ. 1516.
↑Cassel, Pär (2003), „Excavating Extraterritoriality: The "Judicial Sub-Prefect" as a Prototype for the Mixed Court in Shanghai“, Late Imperial China, 24, pp. 156–182.