წალიკარი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, სუჯუნის თემში.[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 10 მეტრზე, აბაშიდან 5,5 კმ., მეორე ეწერიდან 1,5 კმ. XIX საუკუნის დასაწყისში შედიოდა საჭილაოს სამოურავოში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მემინდვრეობა და მებოსტნეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 122 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
248 |
115 |
133
|
2014[1] |
122 |
66 |
56
|
ლიტერატურა
სქოლიო