ძიგური — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, ნორიოს თემში. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე აბაშის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 25 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 6 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 151 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
275 |
126 |
149
|
2014[1] |
151 |
70 |
81
|
ისტორია
წყაროებში პირველად იხსენიება 1640 წელს, როცა სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი ძიგურის სასახლეში შეხვდა რუსეთის ელჩებს თ. ელჩინსა და პ. ზახარევს.
ლიტერატურა
სქოლიო