კეთილარი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კეთილარი, გაღმა კოდორი, გულეიკარი).[1] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 23 კილომეტრით, ჯაპანიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6,5 კილომეტრით.
ისტორია
სოფელში შემორჩენილია ძველი წელთაღრიცხვით VIII–VII საუკუნეების „ნამარნუს“ ნაქალაქარი. XIX საუკუნის დასაწყისში შედიოდა საჭილაოს სამოურავოში.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 377 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
485 |
236 |
249
|
2014[1] |
377 |
189 |
188
|
ლიტერატურა
სქოლიო