ქურთის მუნიციპალიტეტი — დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. შეიქმნა 2006 წლის 6 დეკემბერს. ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ისტორია
საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[1]. სსიპ „ქურთის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 218065064) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 17 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2006 წლის 6 დეკემბერი[2].