კეხვი — სოფელი საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტის ქურთის თემში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ქურთიდან 7 კმ. სოფლის სახელწოდებიდან მომდინარეობს ვაშლის ქართული ჯიში კეხურა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა