მუნიციპალიტეტი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდინარეების დიდი ლიახვის, ყვირილის და ჯეჯორის ხეობებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადიოდა ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც სამხრეთ კავკასიას როკის გვირაბით ჩრდილოეთთან აკავშირებს. ჯავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლები: კვაისა-ჯვრის ეკლესიის ნანგრევები (ადრინდელი ქრისტიანული ხანა), ეკლესიის ნანგრევები სარიტათაში, სოხთაში, ნადარბაზევში და სხვა.
↑საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ