ქართული ვიკიპედია

ვიკიპედიის ნიშანი Georgian wikipedia
ქართული ვიკიპედია
განყოფილების ლოგო
მისამართი: ka.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ქართული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2003 წლის ნოემბერი
სტატიების რაოდენობა: 177 027
გვერდების რაოდენობა: 492 813
რედაქტირებების რაოდენობა: 4 719 514
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 165 524
აქტიური მომხმარებელი: 265
ადმინისტრატორი: 6
სიღრმე: 30.5

ქართული ვიკიპედიავიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება, რომელსაც, ისევე როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებებს, ამერიკული ფონდი „ვიკიმედია“ მართავს. შეიქმნა 2003 წლის ნოემბერში. 2006 წლის 11 აგვისტოს სტატიების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. 2008 წლის აგვისტოს მონაცემებით, მასში 23 000-ზე მეტი სტატია შედიოდა. 2009 წლის მაისში კი სტატიების რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა. 2011 წლის 7 ივლისს, ქართულ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია; 2013 წლის იანვარში კი — 70 000-ს. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. ქართული ვიკიპედიის სიღრმე 35-ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. სტატიების ამჟამინდელი რაოდენობაა 177 027.

ქართულენოვანი განყოფილება, ისევე, როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებები, მუშაობს რამდენიმე ასეული სერვერისგან შემდგარი სერვერული კლასტერისგან, რომლებიც საქართველოში არ მდებარეობს. დამატებით იხილეთ meta:Hardware.

პროგრამული უზრუნველყოფისათვის გამოიყენება MediaWiki ძრავა. ვერსიისა და გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ისტორია

ვიკიპედიის ქართულენოვანი პროექტის შექმნის იდეა 2003 წელს ავთანდილ აბულაძეს გაუჩნდა[1], რომელიც 2002 წლიდან ესპერანტო ვიკიპედიაში მოღვაწეობდა[2]. შემდგომში ქართული ვიკიპედიის შექმნაზე მუშაობდა პორტუგალიელი მომხმარებელი Malafaya[3]. ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა თარიღიდან ამოქმედდა ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება, თუმცა ვიკიპედიის გვერდის ცვლილებების ისტორიიდან ჩანს, რომ 2004 წლის დასაწყისში ქართული ვიკიპედია უკვე მოქმედებს; ამ წლის 25 თებერვალს ჰონგკონგელი მომხმარებლის Tomchiukc-ის[4][5] მიერ დაიწერა ქართული ვიკიპედიის პირველი სტატია — ედუარდ შევარდნაძე[6].

Malafaya, რომელიც ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევა, 2004 წლის 30 ოქტომბრიდან ჩაება უკვე ამოქმედებული პროექტის დამუშავებაში. ამავე დღიდან იგი და მომხმარებელი Sopho ქართული ვიკიპედიის პირველი ადმინისტრატორები ხდებიან[7]. პროექტის შექმნის ინიციატორი ავთანდილ აბულაძე ქართულ ვიკიპედიაში მხოლოდ 2005 წლის თებერვალში გამოჩნდა[8], იმავე წლის აპრილიდან კი მესამე ადმინისტრატორი გახდა[9]. სწორედ მას ეკუთვნის ქართულ ვიკიპედიაში შექმნილი პირველი ვრცელი ქართულენოვანი ენციკლოპედიური სტატიების დიდი ნაწილი, იყო ვიკიპედიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რედაქტორი გარდაცვალებამდე — 2005 წლის სექტემბრამდე[10].

ლოგო

2021 წლის იანვარში ქართულ ვიკიპედიაში განახლდა ლოგო. მანამდე გამოყენებული BPG Serif ჩანაცვლდა Noto Serif Georgian-ით. კენჭისყრის შედეგების მიხედვით ვარიანტმა A1 მიიღო ვიკიპედიის მომხმარებელთა 3 ხმა, A2-მა - 0 ხმა, A3-მა - 1 ხმა, B1-მა - 8 ხმა, B2-მა - 0 ხმა, C1-მა - 1 ხმა, ხოლო C2-მა - 0 ხმა. კენჭისყრის შედეგად შეირჩა ვარიანტი B2, რომლის ტექნიკურად გამართული ვერსია ქართული ვიკიპედიის განახლებული ლოგო გახდა 2021 წლის მარტიდან.

სტრუქტურა

სტატიები

სტატიები ქმნის ქართული ვიკიპედიის გვერდების ძირითად და ყველაზე მოცულობით ბირთვს. ყველა დანარჩენი გვერდი ქართული ვიკიპედიისა ემსახურება სწორედ სტატიების სრულყოფას, გაფორმებას, ახალი სტატიების შექმნას და ა. შ. ვიკიპედიის სხვადასხვაენოვანი პროექტების სიდიდე სწორედ სტატიების რაოდენობით განისაზღვრება. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში ზუსტად 177 027 სტატიაა დაწერილი.

ქართული ვიკიპედიის სტატიების მიმართ მოქმედებს ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლებიც ყველა სხვაენოვან ვიკიპედიაშია აღიარებული. უმთავრესი მოთხოვნა სტატიისადმი არის ენციკლოპედიური სტილი, მინიმუმ სამწინადადებიანი ქართულენოვანი ტექსტი, პლაგიატის არარსებობა. ამ რომელიმე კრიტერიუმის დარღვევა განიხილება სტატიის სწრაფი წაშლის კრიტერიუმად[11]. სწრაფად იშლება აგრეთვე სტატიები გაუგებარი შინაარსით და გამოუცდელი რედაქტორების მიერ შექმნილი ტესტური სტატიები, რომელთაც არ აქვთ ენციკლოპედიური ღირებულება[12].

ქართული ვიკიპედიის სტატიებზე ვრცელდება აგრეთვე ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპი, რაც გულისხმობს მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას — სტატიაში მოყვანილი უნდა იყოს რედაქტორისთვის ცნობილი ყველა სადავო მოსაზრება და საკითხი არ უნდა იყოს გადაწყვეტილი რომელიმე მათგანის სასარგებლოდ[13]. აღსანიშნავია, რომ ამ პრინციპის დარღვევა — სტატიის შინაარსის არაობიექტურობა და მიკერძოებულობა — ქართულ ვიკიპედიაში არ ითვლება სტატიის სწრაფი წაშლის წინაპირობად. მიკერძოებული ფრაგმენტების შემცველი სტსტიების შესავალში განთავსდება გაფრთხილება, რომელიც მკითხველებსა და რედაქტორებს ატყობინებს სტატიის ხარვეზს და სთავაზობს მათ, ეს ხარვეზი აღმოფხვრან განხილვის (დისკუსიის) გზით[14].

სტატიები აგებულია ერთი და იმავე პრინციპით. სტატია იწყება შესავლით (ზოგჯერ უწოდებენ პრეამბულასაც), რომელიც შეიცავს სტატიის ძირითადი საგნის მოკლე განმარტებასა და, მოკლე, ძირითად და შემაჯამებელ ინფორმაციას მის შესახებ. შესავალს მოსდევს თემატური სექციები და სხვადასხვა დონის ქვესექციები. როდესაც სტატია სამ ან მეტ თემატურ სექციას შეიცავს, სექციების სია, სარჩევის სახით, მოცემულია უშუალოდ შესავალი ნაწილის შემდეგ. ხშირ შემთხვევაში, მცირე სტატიებს, სექციები არ გააჩნია.

სტატიების ტექსტური ნაწილი ხშირად გაფორმებულია შესაბამისი ილუსტრაციებით, აგრეთვე ვიდეო და აუდიო მასალებით. ასეთი ფაილების ნაწილი საკუთრივ ქართული ვიკიპედიის საწყობში ინახება, უდიდესი ნაწილი კი ვიკისაწყობის მასალებია, რომელთა გამოყენებაც ვიკიმედიის სხვა პროექტებშიც (უცხოენოვან ვიკიპედიებში, დობილ პროექტებში) შესაძლებელია. ზოგჯერ, სტატიის ძირითადი ნაწილის შემდეგ, ერთ-ერთი ბოლო სექციაა „გალერეა“, რომელშიც ერთადაა მოცემული საილუსტრაციო მასალა.

სტატიის გაფორმებასა და ინფორმაციულად გამდიდრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ინფორმაციული და სანავიგაციო დაფები (ე. წ. ინფოდაფები და ნავდაფები). ინფორმაციული დაფები, როგორც წესი, სტატიის დასაწყისშივე მარჯვენა მხარესაა განთავსებული და სტატიის ძირითადი საგნის მონაცემთა მოკლე შეჯამებას ახდენენ. ამგვარი დაფები ერთგვაროვანი სტატიებისათვის სტანდარტულია; მაგალითად, არსებობს ინფორმაციული დაფის სტანდარტული თარგები სახელმწიფოებისთვის[15], ბიოგრაფიული სტატიებისათვის[16] და სხვ. სანავიგაციო დაფები ერთგვაროვანი სტატიების (მაგალითად, ევროპის ქვეყნების[17], რომელიმე მუსიკოსთან დაკავშირებული სტატიების[18]) ჩამონათვალს შეიცავს ბმულებით და, როგორც წესი, სტატიის ბოლოშია განთავსებული. სანავიგაციო დაფების მიზანია ვიკიპედიაში ნავიგაციის, სტატიების ადვილად მოძიების გამარტივება.

სტატიის ბოლო ნაწილი წყაროებისა და ლიტერატურის მითითებას ეთმობა. წყაროები და ლიტერატურა, ხშირად, რამდენიმე სექციაშია გადანაწილებული, რომელთა დასახელებებიც ქართულ ვიკიპედიაში სტანდარტულია: იხილეთ აგრეთვე, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში და სქოლიო. სექცია იხილეთ აგრეთვე მოიცავს იმ ქართულ ვიკიპედიაში არსებული იმ სტატიების ჩამონათვალს, რომელიც თემატურად წაკითხული სტატიის მსგავსია და მკითხველისთვის, შესაძლოა, საინტერესო იყოს. სექცია ლიტერატურა მოიცავს, როგორც წესი, სტატიის დასაწერად გამოყენებულ ბიბლიოგრაფიას (ბეჭდური, ელექტრონული გამოცემები), ზოგჯერ კი, აგრეთვე, თემატურად დაკავშირებულ რეკომენდებულ ლიტერატურასაც. რესურსები ინტერნეტში ვიკიპედიისაგან განსხვავებული ვებ-გვერდების ბმულების ჩამონათვალია, რომლებიც სტატიის საგნის შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა. ამავე სექციაშია მოცემული ბმულები ვიკიპედიის დობილი პროექტების შესაბამის გვერდებზე (ვიკისაწყობი, ვიკიციტატა, ვიქსიკონი და სხვ.). უკანასკნელი სექცია — სქოლიო — ცალკეული წინადადებების, აბზაცების შინაარსის ჭეშმარიტების დამადასტურებელ წყაროებს აჯამებს[19][20].

თითოეულ სტატიას ბოლოში მითითებული აქვს სულ მცირე ერთი თემატური კატეგორია და მასზე ბმული. თემატურ კატეგორიაზე გადასვლის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ თემატიკის სტატიების ანბანური ჩამონათვალის ნახვა.

მთავარი გვერდი

ქართული ვიკიპედიის მთავარი გვერდის პირველი ვერსია

მთავარი გვერდი ეწოდება ქართული ვიკიპედიის საწყის გვერდს, რომელიც პირველად გამოჩნდება ქართული ვიკიპედიის საიტზე (ka.wikipedia.org) შესვლისას. მთავარ გვერდს რამდენიმე ფუნქცია აქვს. მოცემულია მცირე ინფორმაცია და ბმულები, რომლებიც ვიკიპედიის არსს, ქართული ვიკიპედიის სტატისტიკას და სხვ. შეეხება; გარდა ამისა, მკითხველებისათვის იგი წარმოადგენს ერთგვარ სანავიგაციო პორტალს, სადაც მოცემულია მნიშვნელოვანი ბმულები სასურველი სტატიის მოსაძიებლად. მკითხველის ვიკიპედიით დაინტერესებას ემსახურება ასევე მთავარ გვერდზე წარმოდგენილი საინფორმაციო ბლოკები — რჩეული სტატია, დღის სტატია, სიახლეები, ამ დღეს..., იცით თუ არა, რომ..., დღის სურათი.

მთავარ გვერდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აგრეთვე რედაქტორთათვის იმდენად, რამდენადაც იგი შეიცავს მნიშვნელოვან ბმულებს გვერდებზე, რომლებიც სხვადასხვა პროექტების დამუშავებას ანდა საჯარო განხილვებს ეთმობა, მათ შორის აღსანიშნავია ვიკიპედიის ფორუმი.

ქართული ვიკიპედიის მთავარმა გვერდმა შექმნიდან დღემდე შვიდი ერთმანეთისაგან ძირეულად განსხვავებული დიზაინი გამოიცვალა[21]. გარდა ამისა, თითოეულ დიზაინში პერიოდულად შედიოდა უმნიშვნელო შესწორებებიც. შინაარსობრივად, პირველი ორი ვერსია მხოლოდ მისალმებას, სანავიგაციო ბმულებსა და რჩეული სტატიის ბლოკს შეიცავდა. მესამე ვერსიიდან, 2006 წლის 19 ივლისიდან, მთავარ გვერდს დაემატა ახალი ბლოკები მთავარი სიახლეები (მოგვიანებით ეწოდა სიახლეები), ამ დღეს..., იცით თუ არა, რომ... და დღის ფოტოსურათი (მოგვიანებით დღის სურათი). მთავარი გვერდის ამგვარი შინაარსობრივი აგებულება დღემდე შენარჩუნებულია, საკუთრივ ბლოკების შინაარსი კი პერიოდულად ახლდება.

პორტალები

თემატური პორტალები ქართული ვიკიპედიის განსაკუთრებული გვერდებია, რომლებიც ერთი თემატიკის სტატიების მარტივად მოძიების მიზნით იქმნება. პორტალები ძირითადად მკითხველზეა ორიენტირებული, ნაკლებად — რედაქტორებისათვის. ერთ თემატიკაზე მომუშავე რედაქტორების სამუშაოს გასამარტივებლად უფრო მეტად პროექტების გვერდები გამოიყენება. პორტალებზე, ნავიგაციის გამარტივების მიზნით, ხშირად თავმოყრილია მოცემული თემატიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატიები ანდა სტატიათა კატეგორიები. პორტალთა აგებულება მსგავსია ქართული ვიკიპედიის მთავარი გვერდისა: მათ დიდ ნაწილს აქვს მთავარი გვერდის მსგავსი სპეციალური ბლოკები — რჩეული სტატია, იცით თუ არა, რომ, რჩეული ფოტო და ა. შ. პორტალის აგებულებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება მის მხატვრულ გაფორმებასაც.

ქართულ ვიკიპედიაში პორტალთა ფუნქციები და დიზაინი რამდენიმეჯერ გახდა განხილვის საგანი. რამდენიმე პორტალის დიზაინის შექმნის შემდეგ გამოითქვა მოსაზრებები, რომ ქართულ ვიკიპედიაში პორტალთა ფუნქციები არასწორად იქნა გაგებული და ქართული პორტალები ვერ ასრულებდნენ თავიანთ მთავარ დანიშნულებას — მკითხველისთვის სტატიების ძიების გამარტივებას. ზოგიერთი მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართული ვიკიპედიის პორტალებში ზედმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დიზაინს, გაფორმებას და ნაკლებად იყო აქცენტირებული პორტალთა ის ნაწილები, რომლებიც უშუალოდ სანავიგაციოდ იყო განკუთვნილი[22][23].

რედაქტორთა მიერ განხილულ იქნა აგრეთვე შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი თემატური პორტალი შეიქმნა მაშინ, როცა ამ თემაზე დაწერილი სტატიები ქართულ ვიკიპედიაში ბევრი არ იყო. გამოითქვა ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები. გარკვეული ჯგუფის აზრით, რადგან პორტალის მიზანი უკვე არსებული სტატიების ძიების გამარტივებაა, თემატურის პორტალის შესაქმნელად საჭიროა არსებობდეს გარკვეული რაოდენობის ენციკლოპედიური სტატიები ვიკიპედიაში. საპირისპირო მოსაზრებით, პორტალი შესაძლებელია თემატურად დაკავშირებული სტატიების არარსებობის შემთხვევაშიც შეიქმნას იმ მიზნით, რომ გამოირკვეს და აღირიცხოს ამ თემატიკაზე სამომავლოდ დასაწერი სტატიები. ერთმნიშვნელოვანი შედეგი განხილვას არ მოჰყოლია[24].

პორტალების ფუნქციებისა და მის გარშემო არსებული გაურკვევლობების ფონზე, ქართულ ვიკიპედიაში პორტალებმა თანდათან პოპულარულობა დაკარგა. პრაქტიკულად, პორტალთა უდიდესი ნაწილი, მათ შორის ძირითადი პორტალები, შექმნის შემდეგ აღარ განახლებულა; ზოგიერთი პორტალი კი რედაქტირების გარეშე გადმოტანილი იყო უცხოური ვიკიპედიებიდან და სრულად ან ნაწილობრივ არ იყო თარგმნილი. 2012 წლამდე ქართული ვიკიპედიის მთავარი გვერდის ზედა ნაწილში მოცემული იყო ძირითადი თემატიკის პორტალთა ბმულები, 2012 წელს კი, პორტალთა აღნიშნული პრობლემების გამო, ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა გადაწყვეტილებით[25] მთავარი გვერდის პორტალები შესაბამის თემატურ კატეგორიებზე ბმულებით ჩანაცვლდა[26].

პროექტები

ქართულ ვიკიპედიაში პროექტები ეწოდება ისეთ დამხმარე გვერდებს, რომლებიც განსაზღვრულ თემატიკაზე რედაქტორთა სამუშაო გეგმას, ანდა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს შეიცავენ. ყველაზე ხშირია სტატიების დაწერის, დამუშავებისა და სრულყოფის მიზნით შექმნილი პროექტები. ასეთ გვერდებზე ხშირად წარმოდგენილია დასაწერი ან უხარისხო სტატიების ნუსხა, რომელთაც გაუმჯობესება ესაჭიროებათ; აგრეთვე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები (სასარგებლო ბმულები, თარგები და სხვ.), რომელთაც ამ პროექტში ჩართული რედაქტორები გამოიყენებენ.

პროექტები, როგორც წესი, მუდმივმოქმედია. არსებობს აგრეთვე დროებითი პროექტები, თუმცა ისინიც უფრო დიდი და მუდმივმოქმედი პროექტების ნაწილებია.

მნიშვნელოვანი პროექტები

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროექტებს, რომლებიც მთავარი გვერდის ინფორმაციულ ნაწილს შეეხება, როგორიცაა, მაგალითად, რჩეული სტატიების, სიახლეების და სხვა მსგავსი პროექტები. აღსანიშნავია აგრეთვე პროექტი „თვის პროექტი“, რომელიც მთავარი გვერდის ინფორმაციულ ბლოკს არ ქმნის, თუმცა დიდი მნიშვნელობის გამო მისი მიმდინარეობის შესახებ მთავარ გვერდზე განცხადებაა განთავსებული.

„ვიკიპროექტები“

„ვიკიპროექტები“ ეწოდება ვიკიპედიის მუდმივმოქმედ პროექტს, რომელიც მოიცავს დროებით, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე პროექტების სერიას მსოფლიოს ცალკეული ქვეყნების შესახებ. ვიკიპროექტების ფარგლებში ჩატარებული ცალკეული ქვეყნის ერთთვიანი პროექტები, რომლებსაც თვის პროექტები ეწოდება[27], მიზნად ისახავენ მოცემული სახელმწიფოს შესახებ შედარებით ხარისხიანი და სრული სტატიების შექმნას, უკვე არსებული სტატიების გაუმჯობესებას, მათ გაფორმებასა და შინაარსზე რედაქტორთა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას და ძალისხმევის კოორდინაციას. თუ რომელ ქვეყანას დაეთმობა შემდეგი თვის პროექტი, წყდება კენჭისყრის შედეგად. პროექტი „ვიკიპროექტები“ ქართულ ვიკიპედიაში 2009 წლიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს.

რამდენიმეჯერ იყო განხილვა ვიკიპროექტების თემატიკასთან დაკავშირებით. კერძოდ, მომხმარებელთა ერთ ნაწილს ჰქონდა ინიციატივა, რომ თვის პროექტები ვიკიპროექტების ფარგლებში ჩატარებულიყო არა მხოლოდ ქვეყნების შესახებ, არამედ სხვა თემებზეც, როგორიცაა მაგალითად მუსიკა, ისტორია, რელიგია და სხვა. თუმცა საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თვის პროექტების მხოლოდ სახელმწიფოების შესახებ ჩატარების თაობაზე, რადგან ცალკეული ქვეყნის გარშემო ნებისმიერი თემით დაინტერესებული რედაქტორისთვის მოიძებნება სფერო[28][29].

რჩეული სტატიები
სიახლეები
იცით თუ არა, რომ...
დღის სურათი

საზოგადოების გვერდები

ფორუმი

დახმარების გვერდები

განხილვის გვერდები

სპეციალური გვერდები

ვიკიპედიის გვერდების ცვლილებათა ისტორია

სტატისტიკა

ადმინისტრაცია

ამჟამად, ქართულ ვიკიპედიას 5 ადმინისტრატორი, 2 ბიუროკრატი და 24 შემმოწმებელი ჰყავს. სულ დარეგისტრირებულია 133 000 მომხმარებელზე მეტი.

ცხრილში მოცემულია ყოფილი (ყვითლად და წითლად) და მოქმედი (მწვანედ) ადმინისტრატორები:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. (ესპერანტო) განხილვა ქართული ვიკიპედიის პირად გვერდზე
  2. ავთანდილ აბულაძის პირადი გვერდი ესპერანტო ვიკიპედიაში
  3. Malafaya-ს პირადი გვერდი ქართულ ვიკიპედიაში
  4. Tomchiukc-ის პირადი გვერდი ქართულ ვიკიპედიაში
  5. Tomchiukc-ის წვლილი ქართულ ვიკიპედიაში
  6. ქართული ვიკიპედიის პირველი სტატიის პირველი ვერსია
  7. ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორების გვერდის პირველი ვერსია
  8. ავთანდილ აბულაძის წვლილი ქართულ ვიკიპედიაში
  9. 2005 წლის 15 აპრილს ავთანდილ აბულაძე დაემატა ადმინისტრატორების სიას
  10. შეტყობინება ქართულ ვიკიპედიაში ავთანდილ აბულაძის გარდაცვალების შესახებ
  11. სტატიების სწრაფი წაშლის კრიტერიუმები
  12. სწრაფი წაშლის ზოგადი კრიტერიუმები
  13. ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი
  14. გამაფრთხილებელი შეტყობინება (თარგი) სტატიის მიკერძოებულობის შესახებ
  15. ინფორმაციული დაფის თარგი სახელმწიფოებისათვის
  16. ინფორმაციული დაფის თარგი ბიოგრაფიული სტატიებისათვის
  17. ევროპის ქვეყნების სანავიგაციო დაფა
  18. იხ. მაგ. პინკ ფლოიდთან დაკავშირებული სტატიების სანავიგაციო დაფა
  19. ლიტერატურის მითითების წესები
  20. წყაროს მითითების წესები
  21. 1. პირველი დიზაინი, შექმნიდან 2005 წლის 21 ივნისამდე.
    2. მეორე დიზაინი, 2005 წლის 21 ივნისიდან 2006 წლის 19 ივლისამდე.
    3. მესამე დიზაინი, გამოჩნდა მხოლოდ ერთი დღით, 2006 წლის 19 ივლისს
    4. მეოთხე დიზაინი, 2006 წლის 20 ივლისიდან 2011 წლის 7 იანვრამდე
    5. მეხუთე დიზაინი, 2011 წლის 7 იანვრიდან 2011 წლის 19 დეკემბრამდე.
    6. მეექვსე დიზაინი, 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2013 წლის 3 ნოემბრამდე.
    7. მეშვიდე დიზაინი, 2013 წლის 3 ნოემბრიდან დღემდე.
  22. იხ. ერთ-ერთი განხილვა პორტალთა დანიშნულებისა და დიზაინის შესახებ
  23. ყავახანაში განხილული საკითხი: „პრობლემა პორტალებთან დაკავშირებით“
  24. განხილვა ყავახანაში პორტალის შექმნის კრიტერიუმების შესახებ
  25. განხილვა პორტალების ბმულების კატეგორიის ბმულებით ჩანაცვლების შესახებ
  26. რედაქტირება, რომლითაც მოხდა აღნიშნული ჩანაცვლება
  27. იხ. შეტყობინება თვის პროექტის შესახებ მთავარ გვერდზე
  28. იხილეთ განხილვა თემაზე „არ შეიძლება სხვა?“
  29. კითხვა და პასუხი ვიკიპროექტების თემატიკასთან დაკავშირებით

Read other articles:

Civil unrest in Italy (1919–1926)Benito Mussolini and Fascists during the March on Rome in 1922DateApril 15, 1919 – October 31, 1926(7 years, 6 months, 2 weeks and 2 days)LocationKingdom of ItalyResult Ascension of Benito Mussolini as Prime Minister of Italy in 1922 after the March on Rome and Fascist takeover of the Italian government in 1924 following the assassination Giacomo Matteotti. Eventual repression of anti-Fascists and arrest of anti-Fascist leaders.Bell...

 

باجيلاند     الإحداثيات 34°46′17″N 80°23′30″W / 34.771388888889°N 80.391666666667°W / 34.771388888889; -80.391666666667  تاريخ التأسيس 11 يناير 1908  تقسيم إداري  البلد الولايات المتحدة[1]  التقسيم الأعلى مقاطعة تشيسترفيلد  خصائص جغرافية  المساحة 11.311295 كيلومتر مربع  ارتفاع ...

 

Pour les articles homonymes, voir Foucault. Jean-Pierre FoucaultJean-Pierre Foucault en 2018.BiographieNaissance 23 novembre 1947 (76 ans)Marseille (France)Nationalité françaiseActivités Animateur de radio, animateur de télévisionPériode d'activité depuis 1966Conjoint Évelyne Jarre (compagne)Enfant Virginie Foucault (d)Autres informationsA travaillé pour RTLEurope 1TF1RMCMFM RadioTaille 1,84 mDistinction Chevalier de la Légion d'honneur‎modifier - modifier le code - modifier ...

Lukisan cat minyak Gabriel Fauré oleh John Singer Sargent, sekitar 1889 (Museum Musik Paris) Gabriel Urbain Fauré (12 Mei 1845[1] – 4 November 1924) adalah seorang komponis, organis, pianis, dan guru berkebangsaan Prancis. Ia adalah komponis Prancis paling terkemuka dari generasinya. Gaya musiknya mempengaruhi banyak komponis abad ke-20. Karya-karyanya yang paling terkenal adalah Pavane, Requiem, Siciliene, nocturnes untuk piano dan lagu-lagu Après un rêve dan Clair de lune. Bio...

 

Casino resort in Las Vegas, Nevada RioRear of the Rio's Masquerade Tower in 2014 Address 3700 West Flamingo RoadParadise, Nevada89103Opening dateJanuary 15, 1990; 33 years ago (1990-01-15)ThemeBrazilianNo. of rooms2,520Total gaming space117,330 sq ft (10,900 m2)Permanent showsPenn & TellerChippendalesTony n' Tina's Wedding (2002–09)WOW - The Vegas SpectacularSignature attractionsKISS by Monster Mini GolfNotable restaurantsCanteen Food HallGuy Fieri's El ...

 

Opera by Wolfgang Amadeus Mozart For the legendary fictional character, see Don Juan. For other uses, see Don Giovanni (disambiguation). Don GiovanniOpera by W. A. MozartPortrait of Francisco D'Andrade in the title role by Max Slevogt, 1912Other titleIl dissoluto punito, ossia il Don GiovanniLibrettistLorenzo Da PonteLanguageItalianBased onThe legend of Don JuanPremiere29 October 1787 (1787-10-29)Estates Theatre, Prague Don Giovanni (Italian pronunciation: [dɔn dʒoˈvanni...

Political ideology This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (April 2012) (Learn how and when to remove this template message) This article needs additional citations for verification. Please help impro...

 

American author, screenwriter and poet Esta Alice Spalding is an American author, screenwriter and poet who won the Pat Lowther Award in 2000 for Lost August. Biography Born in Boston, Massachusetts, to Phillip Spalding and Linda Spalding, she grew up in Hawaii and currently resides in Culver City, California. In 1997, Spalding relocated to Vancouver, British Columbia, where she worked as an executive story editor and writer on CBC Television's prime-time drama Da Vinci's Inquest. She also wo...

 

Sports team of the Rochester Institute of Technology College ice hockey teamRIT Tigers men's ice hockey Current seasonUniversityRochester Institute of TechnologyConferenceAHAHead coachWayne Wilson25th season, 437–303–78 (.582)Assistant coachesBrian HillsDavid InsalacoCaptainCaleb MoretzAlternate captain(s)Gianfranco CassaroElijah GonalvesAiden Hansen-BukataCody LaskoskyCarter WilkieArenaGene Polisseni CenterHenrietta, New YorkStudent sectionRIT Corner CrewColorsOrange,...

В Википедии есть статьи о других людях с именем Арефа. Арефа Верхотурский Имя в миру Афанасий Тихонович Катаргин Родился 1865(1865)Орловская губерния, Российская империя Умер 15 (28) мая 1903(1903-05-28)Верхотурье, Пермская губерния, Российская империя Почитается в Русской православн...

 

American metal band AllegaeonBackground informationOriginFort Collins, Colorado, U.S.GenresTechnical death metal, melodic death metalYears active2008 (2008)–presentLabelsMetal Blade[1]Members Greg Burgess Ezra Haynes Michael Stancel Brandon Michael Jeff Saltzman Past members Jordan Belfast Ryan Glisan Corey Archuleta Brandon Park Riley McShane Websitemetalblade.com/allegaeon/ Allegaeon /ˌʌliːdʒn/[2] is an American extreme metal band from Fort Collins, Colorado, form...

 

2005 Indian Kannada-language film Love StoryOfficial posterDirected byBharathi KannanProduced byMadan PatelStarringMayur PatelTanu RoyCinematographyMathew RajanMusic byS. A. RajkumarRelease date 13 October 2005 (2005-10-13) CountryIndiaLanguageKannada Love Story is a 2005 Indian Kannada-language romantic drama film directed by Bharathi Kannan. The film stars Mayur Patel, Tanu Roy and Srinagara Kitty. The film was partially reshot in Tamil as Uyir Ullavare. This film is a remake...

Coordinate: 33°43′26″N 116°18′21″W / 33.723889°N 116.305833°W33.723889; -116.305833 Indian Wells MastersSport Tennis CategoriaM: ATP Championships Series Single Week (1990–1994)ATP Super 9 (1995–2000)Tennis Masters Series (2001–2004)ATP Masters Series(2005–2008)ATP World Tour Masters 1000 (2009–)F: Tier III (1989)Tier II (1990–1996)Tier I (1997–2008)Premier Mandatory (2009–2020)WTA 1000 (2021–) FederazioneATP, WTA Paese Stati Uniti LuogoIndia...

 

American politician James MaurerMember of the Pennsylvania House of RepresentativesIn office1911–1913In office1915–1919 Personal detailsBornJames Hudson Maurer(1864-04-15)April 15, 1864Reading, Pennsylvania, U.S.DiedMarch 6, 1944(1944-03-06) (aged 79)Reading, Pennsylvania, U.S.Political partyPopulist (1891–1899)Socialist Labor (1899–1901)Socialist (1901–1944) SPA leaders Jim Maurer, Morris Hillquit, and Meyer London after a January 26, 1916 meeting with President Wilson. James ...

 

1955 novel by Andre Norton This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Star Guard – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2015) (Learn how and when to remove this template message) Star Guard First edition coverAuthorAndre NortonCover artistRichard M. PowersCountryUnited StatesLanguageE...

Italian politician Pierluigi BiondiMayor of L'AquilaIncumbentAssumed office 28 June 2017Preceded byMassimo Cialente Personal detailsBorn (1974-12-01) 1 December 1974 (age 49)[1]L'Aquila, Italy[2]Political partyAN (till 2009)PdL (2009-2011)CPI (2011-2016)FdI (since 2016)[3]SpouseElisa MarulliChildren1Websitepierluigibiondi.it Pierluigi Biondi (born 1 December 1974) is an Italian politician who is member of the Brothers of Italy (FdI). He is married to Elisa Mar...

 

19th-c. centers for the working class This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Dime museum – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2014) (Learn how and when to remove this template message) The New Fake Museums — 1889 cartoon suggesting that some Dime museums were little more than sca...

 

Practical physics application Light-emitting diodes (LEDs) produce light (or infrared radiation) by the recombination of electrons and electron holes in a semiconductor, a process called electroluminescence. The wavelength of the light produced depends on the energy band gap of the semiconductors used. Since these materials have a high index of refraction, design features of the devices such as special optical coatings and die shape are required to efficiently emit light. A LED is a long-live...

City in Mississippi, United StatesD'Iberville, MississippiCityCity of D'IbervilleA D'Iberville school in August 2006Location of D'Iberville, MississippiCoordinates: 30°26′13″N 88°53′51″W / 30.43694°N 88.89750°W / 30.43694; -88.89750CountryUnited StatesStateMississippiCountyHarrisonBornJuly 9, 1661IncorporatedFebruary 23, 1988Government • MayorRusty QuaveArea[1] • City10.86 sq mi (28.12 km2) • Land10...

 

Aredolpona Aredolpona rubra Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Arthropoda Kelas: Insecta Ordo: Coleoptera Famili: Cerambycidae Genus: Aredolpona Aredolpona adalah genus kumbang tanduk panjang yang tergolong famili Cerambycidae. Genus ini juga merupakan bagian dari ordo Coleoptera, kelas Insecta, filum Arthropoda, dan kingdom Animalia. Larva kumbang dalam genus ini biasanya mengebor ke dalam kayu dan dapat menyebabkan kerusakan pada batang kayu hidup atau kayu yang telah ditebang. Re...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!