თათრული ვიკიპედია (თათრ.Татар Википедиясе, Tatar Wikipediəse) — ვიკიპედიის განყოფილება თათრულ ენაზე. თავისუფალი ენციკლოპედია. გაეშვა 2003 წლის 15 სექტემბერს და თავდაპირველად ფუნქციონირებდა ლათინურ დამწერლობაზე. დროთა განმავლობაში ლათინური ტექსტები გადაყვანილი იქნა კირილიცაზე, თუმცა ზოგიერთი სტატია დღემდე რჩება ლათინიზებული (მაგალითად Tatar tele [თათრული ენა]). 2013 წლისთებერვლის მდგომარეობით თათრულ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 16 ათასი სტატია. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 70-მდეა. ჰყავს 4 ადმინისტრატორი.