ვოლაპიუკური ვიკიპედია (ვოლაპ.Vükiped Volapükik) — ვიკიპედიის განყოფილება ვოლაპიუკზე. გაეშვა 2003 წლის თებერვალს. სტატიების დიდი ნაწილი შექმნილია ბოტით. 2006 წელს პროეტში დარეგისტრირდა მომხმარებელი Smeira, რომელმაც სტატიების შექმნის მიზნით აქტიურად დაიწყო ბოტის გამოყენება; ბოტის ამუშავებამდე კი ვოლაპიუკურ ვიკიპედიაში მხოლოდ 760 სტატია არსებობდა. ამჟამად სტატიების რაოდენობა აღწევს დაახლოებით 120 ათასს. 2007 წლის აგვისტოსთვის მოიცავდა 50 ათ. სტატიას. 2007 წლის 5 სექტემბერს სტატიათა რაოდენობამ მიაღწია 90 ათასს, რითაც გახდა ვიკიპედიის უდიდესი განყოფილება შექმნილი ხელოვნურ ენაზე. 2007 წლის სექტემბერში მეტა-ვიკიზე მიმდინარეობდა განხილვა ვოლაპიუკური ვიკიპედიის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა განყოფილებამ განაგრძო არსებობა.[1] იმავე წელს დაიწყო ახალი განხილვა ბოტებით შექმნილი სტატიების წაშლის თაობაზე,[2] რომლის განხორციელება აგრეთვე უარყოფილი იქნა. ბოტებით შექმნილი სტატიების წაშლას მხარი დაუჭირა ვიკიპედიის დამფუძნებელმა ჯიმი უელსმა.[3] დღეისათვის რედაქტირებები ხორციელდება ინტერვიკი-ბოტებით.[4] რედაქტირებების რაოდენობა დღეში იშვიათად აჭარბებს 15-ს (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბოტებს).[5]