უბისი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბორითის თემი). მდებარეობს მდინარე ძირულის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 320 მეტრი. ხარაგაულიდან 11 კილომეტრი. სოფლის განაპირას დგას შუა საუკუნეების უბისის სამონასტრო კომპლექსი. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1. სოფელში არის საბაზო სკოლა.[2]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 276 ადამიანი.