ღორეშა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე კვადაურის (ძირულის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 440 მეტრი. ხარაგაულიდან 33 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა[2], ბიბლიოთეკა[3]. ასევე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.
სოფელში დაიბადა საბჭოთა პარტიული მოღვაწე სერგო ორჯონიკიძე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 767 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
1016 |
484 |
532
|
2014[1] |
767 |
385 |
382
|
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო