კიცხი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბორი, თეთრაწყარო, კიცხისიგორეთი, საქარიქედი).
მდებარეობს მდინარე ბორიმელას (ძირულის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 400-500 მეტრი. ხარაგაულიდან 10 კილომეტრი. ზესტაფონიდან 11 კილომეტრი.
სოფელში მდებარეობს ეკლესია, საჯარო სკოლა[2], ბიბლიოთეკა[3], ღვინის ქარხანა, საექიმო ამბოლატორია, საფეხბურთო მოედანი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 729 ადამიანი.