ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1990}}
ეს ოლიმპიადა უკანასკნელი აღმოჩნდა სსრ კავშირის გუნდისათვის. საბჭოელებმა მიუხედავად იმისა, რომ გუნდში კასპაროვი და კარპოვი არ იყვნენ, მაინც დამაჯერებლად მოიგეს ოლიმპიადა. მათ მოიგეს 13 მატჩი და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაუზავდნენ მეტოქეს.
კვლავ დაძაბული გამოდგა ბრძოლა საპრიზო ადგილებისათვის. წინ თითქმის სულ ინგლისელები იყვნენ, მაგრამ მათ კვალში ყოველთვის რამდენიმე გუნდი მიყვებოდა. ბოლო ტურის წინა ინგლისელებს 33,5 ქულა ჰქონდათ, ამერიკელებს - 32,5, ჩეხებს - 32, იუგოსლავიელებს - 31,5. ამერიკელებმა ძლიერად ჩაატარეს შეხვედრა ბულგარელებთან, 3-1 დაამარცხეს მეტოქე და დაეწივნენ ინგლისელებს, რომლებმაც ფრედ ითმაშეს კუბელებთან. ამ ორ გუნდს ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდა და მეორე ადგილი ამერიკელებმა მხოლოდ უკეთესი კოეფიციენტების წყალობით დაისაკუთრეს. ჩეხებმა ბოლო ტურში მხოლოდ 2,5 ქულა აართვეს ინდოელებს, საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაში ვეღარ ჩაერივნენ და მეოთხე ადგილს დაყაბულდნენ. იუგოსლავიელებმა კი საერთოდაც წააგეს თავისი მატჩი.
გარდა საბჭოთა გუნდისა, თავისი უკანასკნელი ოლიმპიადა ითამაშეს ჩეხოსლოვაკიის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და იუგოსლავიის გუნდებმა.
ტექნიკური შედეგები
მონაწილეობდა 108 ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.