ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1964}}
გუნდების სიმრავლის გამო ისინი თავდაპირველად შვიდ ქვეჯგუფად დაყვეს. ქვეჯგუფებში ფავორიტებს არ გასჭირვებიათ მთავარი ფინალისაკენ გზის გაკაფვა. მხოლოდ გდრ-ს ნაკრებს გადაუღობა გზა კანადის გუნდმა, რომლის ლიდერმა, დანიელ იანოვსკიმ პირველ დაფაზე, ვოლფაგან ულმანის დამარცხებით, გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.
ფინალური ტურნირი საბჭოთა მოჭადრაკეებმა მძლავრად დაიწყეს. პირველ სამ ტურში ისრაელის, კანადის და ნიდერლანდების გუნდებთან აღებული იქნა 10 ქულა. უახლოესი მდევრები უკვე 3,5 ქულით აღმოჩდნენ უკან. მეოთხე ტურში გაიმართ ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი: სსრ კავშირი - უნგრეთი. გამარჯვება გუნდს სმისლოვმა მოუტანა, იშტვან ბილეკს მოუგო. მეხუთე ტურში კი სენსაცია მოხდა. საბჭოთა ნაკრები დამარცხდა გერმანიის გუნდთან. თავისი პარტიები წააგეს სმისლოვმა (უნციკერთან) და კერესმა (დარგასთან). ეს საბჭოთა გუნდის მეორე დამარცხება იყო ოლიმპიადების ისტორიაში. (პირველად საბჭოელებმა 1954 წელს წააგეს უნგრელებთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოელებს, რომლებმაც ოლიმპიადებში სულ 6 მატჩი წააგეს, არც ერთი მატჩი არ წაუგიათ ასეთი ანგარიშით).
მიუხედავად მარცხისა საბჭოთა გუნდმა ლიდერობა 13,5 ქულით მაინც შეინარჩუნა. ამ დროისათვის 12,5 ქულა ჰქონდათ რუმინელებს და 12 - არგენტინელებს. 11 ქულა ჰქონდათ ამერიკელებს, ხოლო - 10,5 - ერთბაშად სამ გუნდს (გფრ-ს, ჩეხოსლოვაკიას და უნგრეთს). მეექვსე ტურში საბჭოელებმა ჯავრი ბულგარელებზე იყარეს და მათ სამი ქულა აართვეს. მეშვიდე ტურში პრინციპიალური იყო შეხვედრა იუგოსლავიელებთან. გლიგორიჩმა მოუგო ბოტვინიკს, რაზედაც შტეინმა ასევე მოგებით უპასუხა მატანოვიჩთან პარტიაში და მატჩი ფრედ დამთავრდა. საბჭოელები ორი ქულით უსწრებდნენ უახლოეს მდევარს, ჩეხოსლოვაკიის გუნდს. დანარჩენი მდევრები კი მეტად მჭიდრო ჯგუფად (სულ ქულანახევრიან დისტანციაში ერთბაშად შვიდი გუნდი ,,იჯდა’’) მოდიოდნენ და დიდი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული საპრიზო ადგილებისათვის. მერვე ტურის შემდეგ მეორე ადგილზე უკვე ამერიკელები იყვნენ. პირველად პოზიციები დათმეს არგენტინელებმა და რუმინელებმა. მეცხრე ტურში საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ ამერიკელები, რომლებმაც სრული ფიასკო (0-4) განიცადეს საბჭოელებთან შეხვედრაში. სამაგიეროდ ტემპს მოუმატეს იუგოსლავიელებმა და გერმანელებმა. ბოლო ტურის წინ მათ 29-29 ქულა ჰქონდათ. იუგოსლავიელებს მეტად გაუმართლათ. ბოლო ტურში მათი მეტოქე კანადის გუნდი იყო, ხოლო გერმანელები უნგრელებს ხვდებოდნენ, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ მედლების მოპოვების შანსი. იუგოსლავიელებმა გაიმარჯვეს და ვერცხლის მედლებს დაეპატრონნენ. გერმანელებმა კი მარცხი განიცადეს, თუმცა არა ისეთი ანგარიშით, რომ უნგრელებს მათთვის გადაესწროთ და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. საბჭოელებთან გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების შემდეგ წელში ვეღარ გასწორდნენ ამერიკელები, წინ უნგრელებიც და ჩეხებიც გაუშვეს და მხოლოდ მეექვსეებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი.
ტექნიკური შედეგები
მონაწილეობდა 50 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები შვიდ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XIV ადგილები). დანარჩენები B, C და D ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XV-XXVIII, XXIX-XLII XLIII-L ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.