ნუკატლის ქედი

ნუკატლის ქედი
კოორდინატები: 42°01′36″ ჩ. გ. 46°38′42″ ა. გ. / 42.02667° ჩ. გ. 46.64500° ა. გ. / 42.02667; 46.64500
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული დაღესტანი
უმაღლესი წერტილი ბუტნუშუერი
სიმაღლე 3932 
სიგრძე 50 კმ
ამგებელი ქანები კირქვა
ნუკატლის ქედი — რუსეთი
ნუკატლის ქედი
ნუკატლის ქედი — დაღესტანი
ნუკატლის ქედი

ნუკატლის ქედი (რუს. Хребет Нукатль) — ქედი რუსეთში, დაღესტანში. აღმოსავლეთ კავკასიონის შემადგენლობაში. მდინარეების ავარიის ყოისუსა და ყარაყოისუს აუზების წყალგამყოფი.[1] სიგრძე დაახლოებით 50 კილომეტრი. მაქსიმალური სიმაღლე 3932 მ (მთა ბუტნუშუერი). მაღალი მთებია: ტერმირგოხი (3925 მ), ოცორლაკი (3915 მ) და ნუკატლი (3903 მ). გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ უმეტესად კირქვები. 1950-იანი წლების შუა ხანებში ქედზე 30 მყინვარი იყო.[2] სამხრეთ კალთებზე ჭარბობს გვალვაგამძლე ნახევრადბუჩქნარები და ბალახოვანი ქსეროფიტები. ჩრდილოეთ კალთებზე არის მთის სტეპები და მდელოები, რომლებიც თანდათანობით სუბალპურ მდელოებში გადადიან.[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Хребет Нукатль
  2. Тающие горы ДагесТана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-17. ციტირების თარიღი: 2020-06-17.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!