უილფათა

უილფათა
კოორდინატები: 42°46′33″ ჩ. გ. 43°48′12″ ა. გ. / 42.77583° ჩ. გ. 43.80333° ა. გ. / 42.77583; 43.80333
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 4648 
ქედი კავკასიონი
უილფათა — რუსეთი
უილფათა
უილფათა — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
უილფათა

უილფათა (რუს. Уилпата) — მწვერვალი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.[1] მდებარეობს რუსეთის ჩრდილოეთი ოსეთის ტერიტორიაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4648 მ.[2] მდებარეობს მდინარე არდონის მარცხენა შენაკადების სათავეებში. დამახასიათებელია ციცაბო ფერდობები. მოქცეულია კავკასიონის მძლავრი გამყინვარების ოლქში. მწვერვალ ადაი-ხოხისა და უილფათას შორის იწყება კავკასიონის ერთ-ერთი უგრძესი მყინვარი — წეა.[3]

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!