კაპიშისტრა, ხიმსა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ბზიფისა და კელასურის ზემოთის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3156 მ. აგებულია ზედაიურული პორფორიტული წყებით. აღმოსავლეთი კალთა დამრეცია, დანარჩენი — ციცაბო. ფლატოვანი კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლიტრერატურა